რელიეფის ფორმები

რელიეფის ფორმები — დედამიწის ზედაპირის უსწორმასწოროებების ერთობლიობა, რომლებიც გეომორფოლოგიურ ერთეულებს წარმოადგენენ.

დედამიწის ზედაპირზე გვხვდება საშუალო, დიდი და პატარა ზომის ხმელეთის ზედაპირის ელემენტები, რომლებიც გამოირჩევიან კარგად გამოხატული მოხაზულობითა და წარმოშობის ისტორიით. რელიეფის ფორმები იყოფა დადებით და უარყოფით, მარტივ და რთულ და ჩაკეტილ და გახსნილ ფორმებად.

რელიეფის ფორმები
კონუსური ბორცვი არგენტინაში
რელიეფის ფორმები
ვერძის შუბლი
რელიეფის ფორმები
ტროგი

მარტივი რელიეფის ფორმები წარმოქმნილია ერთი (ჩვეულებრივ ეგზოგენური) რელიეფწარმომქმნელი პროცესებით; მაგალითად: დიუნი — როგორც რელიეფის დადებითი ფორმა იქმნება ეოლური პროცესებით; ხევი — უარყოფითი ფორმა ეროზიული პროცესებით; ზღვის ტერასა — აბრაზიული პროცესებით; ვერძის შუბლი — მყინვარული მოქმედებით და ა.შ.

უფრო რთული რელიეფის ფორმები იქმნება რამდენიმე ეგზოგენური პროცესების შედეგად, მაგალითად: ხეობა იქმნება როგორც ეროზიული, ისე აკუმულაციური, დენუდაციური, გრავიტაციული და სხვა პროცესებით.

მეტისმეტად რთული რელიეფის ფორმების გენეზისი წარმოიქმნება ეგზოგენური და ენდოგენური პროცესების შეხამებით, რომელსაც მოჰყვება ისეთი რელიეფის ფორმების შექმნა, როგორიცაა ღრმული. აქედან გამომდინარე იქმნება რელიეფის გენეტური კლასიფიკაცია, რომელიც ფართოდ გამოიყენება გეომორფოლოგიური კარტირების დროს.

რელიეფის ფორმები განირჩევა შემდეგნაირად: ზომებით, წარმოშობით, ასაკისა და სხვა ნიშნებით და ფორმით.

რელიეფის ზომები სხვადასხვაგვარია. ფორმათა სიდიდის მიხედვით გამოიყოფა მეგა, მაკრო, მეზო, მიკრო და ნანორელიეფური ფორმები; გენეზისი ასევე მრავალფეროვანია გეომორფოლოგიური პირობებისდა მიხედვით; ასაკი განპირობებულია გეოლოგიური მდებარეობისდა მიხედვით, ხოლო ფორმა ორგვარია: დადებითი და უარყოფით. შედეგად ხდება ამ ელემენტების შერწყმა და იქმნება საერთო სახის გეომორფოლოგიურ-გეოლოგიური რელიეფის ფორმები, რომლების ერთიმეორისაგან გასაგები პირობების გამო განსხვავებულია. რელიეფის ფორმები გვხვდება აბსოლუტურად ყველგან, სადაც კი არსებობს საერთოდ რელიეფი.

საქართველო რელიეფის ფორმებით მეტად მდიდარია, სადაც რთული რელიეფური და გეოლოგიური პირობების მაგალითზე გამოვლინებულია მრავალი რელიეფური ფორმა.

საქართველოში გვხვდება: ვულკანური, გრავიტაციული, ფსევდოკარსტული, კარსტული, ეროზიული, პალეოგლაციალური, ანთროპოგენური და სხვა რელიეფის ფორმები, რომლებიც ართულებენ საქართველოს ისედაც რთულ რელიეფს.

საყურადღებოა აღინიშნოს, რომ საქართველოში რელიეფის ფორმების ერთ-ერთი პირველი აღწერა ეკუთვნის ალექსანდრე ჯავახიშვილს, რომელმაც არაერთხელ გამოავლინა საქართველოს რელიეფის სხვადასხვა ფორმები.

ლიტერატურა

  • საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოების შრომები, [ტ] V, თბ., 1959;
  • Леонтьев О. К., Рычагов Г. И. Общая геоморфология. — Москва: Высшая школа. — 288 с;
  • Геологический словарь, М., 1955.

Tags:

გეომორფოლოგიადედამიწა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჯაყოს ხიზნებიმტირალას ეროვნული პარკინიკო ბაგრატიონიექვთიმე თაყაიშვილირუსეთის იმპერია26 აპრილინიუტონის კანონებიაზიაკვიპროსისაქართველოს პრემიერ-მინისტრიაფრიკაჟან-მიშელ ბასკიაინდოეთიქართველებიცივი ომიაბრეშუმის დიდი გზამიტოზიკოლხეთის სამეფოკოლოსეუმისინგაპურიგამზრდელი (პოემა)საქართველოს სამოქალაქო ომითემურლენგიმორალიარაბთა გაერთიანებული საამიროებიძილის პარალიზიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშინოქალაქევისეკულარიზმიოშკიკუთრი თბოტევადობაუკრაინამიხეილ ჯავახიშვილიგაერთიანებული სამეფორაბათის ციხეგანათლება საქართველოშიბერძნული მითოლოგიათებულოსმთაპოლონეთიკირჩხიბი (ასტროლოგია)მიგრაციაირაკლი აბაშიძეწნევავარლამ ლიპარტელიანიჭადრაკისაჭმლის მომნელებელი სისტემაფარსმან II ქველიბუდუ ზივზივაძეცილებიტერორიზმიკალიებისაქართველოს დემოგრაფიაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმეიოზიელენე ახვლედიანითხის რქა (ასტროლოგია)ილია ჭავჭავაძევატიკანისაქართველოს წითელი ნუსხადედამიწის ისტორიაჯიხვისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნირუსეთ-საქართველოს ომი (1921)მიწისძვრაიგავ-არაკირუსუდანიმელაჰიდრავლიკაინსულტიგიორგი მაზნიაშვილიფარავანიირანივულკანიქარი🡆 More