შქერი

შქერი (ლათ.

Rhododendron ponticum) — მარადმწვანე მაღალი, ზოგჯერ ნახევრად გართხმული ბუჩქი მანანასებრთა ოჯახისა. სიმაღლე 3-4 მ. ტყავისებრი მოგრძო ლანცეტა ფოთლები და საკმაოდ ლამაზი მოიისფრო მეწამული ყვავილები აქვს. ყვავილობს მაის-ივნისში, ზოგჯერ, თუ თბილი შემოდგომაა, მერედ აყვავდება ხოლმე ოქტომბერშიც.

შქერი
შქერი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მანანასებრნი
ლათინური სახელი
Rhododendron ponticum

უმთავრესად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში — კოლხეთში. მესამეული ფლორის რელიქტია. იზრდება ქვეტყედ, ზღვის დონიდან 1800 მ-მდე, ფოთლოვან ტყეებში; ხშირად ქმნის თავისებურ ფორმაციას — შქერიანს. მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია. ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. მერქანს სახარატო საქმეში იყენებენ. დეკორატიული მცენარეა.

ლიტერატურა

Tags:

ივნისილათინური ენამაისიმანანასებრნიოქტომბერიფოთლებიყვავილიშემოდგომა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მუშთაიდის ბაღითბილისის ზღვაბათუმიცხენიფარსმან II ქველისამასი არაგველისერგო ორჯონიკიძეთეატრიწმინდა გიორგივაჟა-ფშაველაპარიზისაუდის არაბეთიაფორიზმიმონარქიაგონიოს ციხემერკურიდევი ჭანკოტაძეუფლისციხესაქართველოს კონსტიტუციასანტიმეტრიერითროციტებისამხრეთი ამერიკასისხლის მიმოქცევის სისტემამინერალების სიაეთერ ჭელიძეერთეულთა საერთაშორისო სისტემალითოსფეროკოლოსეუმიპოლონეთიორალური სექსიყაზახეთიდავით გურამიშვილილარიუცხოური აგენტების კანონიირემიმედეა ჯუღელირუსეთის იმპერიაობობებისაქართველოს მთებიბიძინა ჩოლოყაშვილირიტორიკაკრავაი ჯაყელისაჭმლის მომნელებელი სისტემაშავი ზღვანუსხურიდიეგო მარადონაიუპიტერივინსენტ ვან გოგიმიწისძვრაკანადაალპებიგამზრდელი (პოემა)ნაციონალ-სოციალიზმიჩარლი ჩაპლინისაქართველოს პრეზიდენტიჩუტყვავილასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიამერიგო ვესპუჩიმონაკო15 აპრილივლადიმერ ლენინიმთვარის დაბნელებაქართული ვაზის ჯიშებიძალაწნევაფრინველებიივანე მაჩაბელიპორტრეტიკახეთის აჯანყება (1659)აუტიზმიძახილის წინადადებარუსეთ-საქართველოს ომი (2008)იაკობ გოგებაშვილიქვეყნების სიამცხეთათევზები (ასტროლოგია)მერწყულიცილები🡆 More