აჭარისწყალი — მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჭოროხის მარჯვენა შენაკადი.
იგი სათავეს იღებს არსიანის ქედზე, მიედინება ვიწრო, ღრმა ხეობაში, შესართავთან ფართოვდება. აჭარისწყლის სიგრძე 90 კმ-ია, მდინარის აუზის ფართობი — 1540 კმ². მდინარე საზრდოობს სხვადასხვა წყაროებით, ძირითადად წვიმის წყლებით. ახასიათებს ადიდება მთელი წლის განმავლობაში. აჭარისწყალზე არის აწჰესი — აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგური.
აჭარისწყალი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
სათავე | არსიანის ქედი 41°42′47″ ჩ. გ. 42°29′16″ ა. გ. / 41.71306° ჩ. გ. 42.48778° ა. გ. |
შესართავი | ჭოროხი 41°32′28″ ჩ. გ. 41°43′10″ ა. გ. / 41.54111° ჩ. გ. 41.71944° ა. გ. |
სიგრძე | 90 კმ |
აუზის ფართობი | 1540 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
აჭარისწყალი ვიკისაწყობში |
This article uses material from the Wikipedia ქართული article აჭარისწყალი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.