არსიანის ქედი: ქედი საქართველოსა და თურქეთში

არსიანის ქედი (თურქ.

Yalnızçam Dağları) — ქედი თურქეთსა და საქართველოში. სიგრძე 150 კმ, საშუალო სიმაღლე 2000-2500 მ. ქედის სამხრეთი და შუა ნაწილი თურქეთშია, არტაანისა და ართვინის პროვინციებში; ჩრდილოეთი ნაწილი - საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სამცხე-ჯავახეთის მხარეში. უმაღლესი წერტილია მ. არსიანი (3165 მ). არსიანის ქედი მდინარეების ჭოროხისა და მტკვრის აუზების წყალგამყოფია. აგებულია ფიქლებით, ქვიშაქვებით, ზედამესამეული ასაკის გოდერძის წყებებითა და ვულკანოგენური ეოცენური ნალექებით. ქედის კალთები ღრმადაა დანაწევრებული ჭოროხის, აჭარისწყლის, ქვაბლიანის, ფოცხოვისა და სხვა მდინარეთა ხეობებით. თხემზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების ნიშნები. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: გოდერძი (2025 მ), აბანოსყელი (2315 მ); მთები - თლილი (2541 მ), ჭანჭახი (2506 მ), ცივწყარო (2189 მ). ქედის ფერდობებზე მთა-ტყის, ხოლო თხემზე მთა-მდელოს ლანდშაფტია.

არსიანის ქედი
არსიანის ქედი: ქედი საქართველოსა და თურქეთში
კოორდინატები: 41°35′50″ ჩ. გ. 42°31′59″ ა. გ. / 41.597222° ჩ. გ. 42.533222° ა. გ. / 41.597222; 42.533222
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
სამცხე-ჯავახეთის მხარე
არტაანის პროვინცია
ართვინის პროვინცია
უმაღლესი წერტილი არსიანი
სიმაღლე 3165 
სიგრძე 150 კმ
ამგებელი ქანები ფიქალი, ქვიშაქვა
არსიანის ქედი — საქართველო
არსიანის ქედი
არსიანის ქედი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
არსიანის ქედი
არსიანის ქედი: ქედი საქართველოსა და თურქეთში სურათები ვიკისაწყობში
არსიანის ქედი: ქედი საქართველოსა და თურქეთში
არსიანის ქედის პანორამა
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებით „ხოლო არსიანის მთა მდებარებს სიგრძით აჭარის მთიდან არტანამდე, აღმოსავლეთ-სამხრეთს შუადამ, ჩრდილოთ-დასავლეთს შუა. და არს თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი. გამოსდიან მდინარენი ამიერ და იმიერ. არს ყვავილოვანი, ბალახოვანი, წყაროიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი. არტანიდამ მოდრკების არსიანის მთა, და წარვალს სამხრით, მიადგების ყარსის მთას. ამ არსიანის მთას უწოდებენ არტანს — ქვაყრილს, და კოლას — ყალნუმთას. ამ მთას აქვს აღმოსავლეთით კოლა, არტანი და დასავლეთით არტანუჯი და ფანასკერტი“.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ართვინის პროვინციაარტაანის პროვინციააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააჭარისწყალიგამყინვარების პერიოდიგოდერძის უღელტეხილითლილი (არსიანის ქედი)თურქეთითურქული ენალანდშაფტიმდელომდინარემთამტკვარისამცხე-ჯავახეთის მხარესაქართველოტყეუღელტეხილიფიქალიფოცხოვისწყალიქედიქვაბლიანი (მდინარე)ქვიშაქვაცივწყარო (მთა)ჭანჭახი (მთა)ჭოროხი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

უილიამ შექსპირიწელიწადის დროებითურქეთიკრწანისის ბრძოლანიკორწმინდის ტაძარისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაქართული ვაზის ჯიშებიანდებიინტერვენციასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიქრისტეფორე კოლუმბიიბერიაპითაგორასანდრო ახმეტელიწითელი წიგნისუფრის მარილიშინაური კატაგურიასაქართველოს სახელმწიფო დროშაშინაური ძაღლიკუბური მეტრიბათუმიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)დემეტრე Iსაქართველო XII-XIII საუკუნეებშიტელეფონების ნომრები საქართველოშიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაპლებისციტილოცვა ეფრემ ასურისათუშეთიუქმე დღეები საქართველოშიალექსანდრე მაკედონელისვეტიცხოველიფოთირომის იმპერიამცენარეებიქანი (გეოლოგია)ევროპა-აზიის საზღვარიგავრილოვის ღამენიჰილიზმიგალაკტიონ ტაბიძეფოტოსინთეზითამარ მეფეკანონი (ნორმატიული აქტი)ქვეყნების სიაუფლისციხეაჭარაშველიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიირლანდიაპეტრე I დიდიდუნაირომიმინერალებიისლანდიასასწორი (ასტროლოგია)ძველი თბილისივატიკანინატურალური რიცხვიბაყაყირაგბიქართული გვარიცადამაყვანაჰალოგენებიკოსმოპოლიტიზმიადიშის ოთხთავირეზოლუციაივანე მაჩაბელიპარიზიეკოლოგიასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასაქართველო XVII საუკუნეშიტაო-კლარჯეთიფემინიზმიანბანისეკულარიზმიენგურის ჰიდროელექტროსადგური🡆 More