ბალი: მცენარეების სახეობები

ბალი (ლათ.

ბალი: მცენარეების სახეობები სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბალი (მრავალმნიშვნელოვანი).

Prunus avium) — ქლიავის გვარის ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ხე ინტენსიურად იზრდება (სიმაღლე 15-20 მ-მდე), აქვს მორიგეობით განლაგებული ტოტები და სწორი, მაღალი შტამბი. ფოთოლი მოგრძო ელიფსური ფორმისაა, ყვავილი თეთრი, ქოლგებად შეკრებილი, ნაყოფი კურკიანა — მომრგვალო ან გულისებრი, სხვადასხვა შეფერილობის (ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და შავი).

ბალი
ბალი: მცენარეების სახეობები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  ქლიავი
სახეობა:  ბალი
ლათინური სახელი
Prunus avium (L., 1755)
სინონიმები
სია
    • Prunus cerasus var. avium L.
    • Cerasus avium (L.) Moench
    • Druparia avium (L.) Clairv.
    • Prunus bigarella Dumort.
    • Prunus duracina (L.) Sweet
    • Prunus juliana (L.) Gaudin
    • Prunus nigricans Ehrh.
    • Prunus varia Ehrh.
დაცვის სტატუსი
ბალი: მცენარეების სახეობებისაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 172064
გავრცელება
ბალი: მცენარეების სახეობები

ნაყოფის რბილობი წვნიანია, კურკას ცუდად ეცვლება და სიმკვრივის მიხედვით იყოფა ბიგაროებად (მკვრივი რბილობი) და გინებად (ნაზი რბილობი). ამ უკანასკნელს განეკუთვნება უმთავრესად საქართველოში გავრცელებული ბლის ადგილობრივი ჯიშები. ბალს მყნობით ამრავლებენ (ამონაყარს არ იძლევა; გამონაკლისია ქართული ბალი), საძირეებად იყენებენ ბალამწარას, ბალღოჯსა და ბლის კულტურული ჯიშების თესლნერგებს.

ბალი კულტივირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში ბალი გავრცელებულია მეხილეობის ყველა რაიონში და კურკოვანი კულტურების ნარგაობათა 72%-ს შეადგენს. იგი ზომიერი კლიმატის, სინათლის მოყვარული მცენარეა. მაღალხარისხოვან მოსავალს იძლევა ნეშომპალაკარბონატულ ან ლამიან ნიადაგებზე. ხელსაყრელ პირობებში ყოველწლიურად მსხმოიარობს, საშუალო მოსავლიანობა 50-60 ც/ჰა.

ბალი საადრეო ხილია (მწიფდება მაისსა და ივნისში), ნაყოფი შეიცავს 10-15% შაქარს (გლუკოზა, ფრუქტოზა, ნაკლებად საქაროზა), 0,2-1,1% მჟავას (უმთავრესად ვაშლისას), C ვიტამინსა და კაროტინს. იყენებენ სუფრის ხილად, კომპოტის, მურაბისა და წვნის დასამზადებლად. საქართველოში ფართოდაა ცნობილი ნაპოლეონის ვარდისფერი, მარკის ადრეულა, დროგანის ყვითელი, აგრეთვე ადგილობრივი ჯიშები — ჭოპორტულა, კახაბალი, ძუძუბალი. დარაიონებული ჯიშებია თათრული შავი, ხარისგულა და დროგანის ყვითელი. ეს უკანასკნელი უხვმოსავლიანი, საკმაოდ ყინვაგამძლე, საკონსერვო დანიშნულების საგვიანო ჯიშია და საქართველოში გავრცელების მიხედვით ბლის ნარგაობის 42,2%-ს შეადგენს. ბალი ავადდება გომოზით, ნაყოფის სიდამპლით. მავნებელთაგან აზიანებს ალუბლის ბუზი, ალუბლის ბუგრი და რინქიტი.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

გვარი (ბიოლოგია)ვარდისებრნილათინური ენაოჯახი (ბიოლოგია)ფოთოლიქლიავი (გვარი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სამკურნალო მცენარეებიპლებისციტიიმერეთის მხარეეგზისტენციაუშგულის თემიმონა ლიზაარგონავტებიკეთილშობილი ირემიწმინდა ნინოიბერიასაქართველოს ტერიტორიული მოწყობათამარ მეფემელავაჟა-ფშაველამოსკოვიენდომეტრიოზიალექსანდრე დუგინიწნევაევროპული საბჭობახტრიონი (პოემა)ავსტრალია (კონტინენტი)საქართველოს საპროტესტო გამოსვლები (2023)მტკვარიმშვილდოსანი (ასტროლოგია)ჰიმალაიდემაგოგიაგიორგი I (საქართველოს მეფე)საქართველო XV საუკუნეშიალეგორიასვანეთისაქართველოს სახელმწიფო დროშასაქართველოლავრენტი ბერია69 (სექსუალური პოზა)თბილისის ისტორიაპოლიმერებიმირიან IIIლუვრიიურიდიული პირითეთნულდიეგრისის დიდი ომიუცხოური აგენტების კანონიმეიოზისახელმწიფომონარქიაძახილის წინადადებაყაზახეთიარასამთავრობო ორგანიზაციაშინაური კატამთლიანი შიდა პროდუქტიანა დოლიძედავით სარაჯიშვილიფოტოსინთეზიედუარდ შევარდნაძექართლის სამეფომურა დათვიკვორუმიმარქსიზმინინო წილოსანილომიბაყაყისილიციუმიტელეფონების ნომრები საქართველოშიჩინეთიდაცული ტერიტორიაირლანდიასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიჩერნობილის კატასტროფაწითელაავსტრიანაღვლის ბუშტიმუნიარაგვისოციალიზმიმორალიქაქუცა ჩოლოყაშვილიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითვალტორნა🡆 More