Himars

M142 HIMARS (ინგლ.

M142 HIMARS (მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა)
ინგლ. High Mobility Artillery Rocket System
[[ფაილი:Himars|300პქ]]
M142 HIMARS უაით სენდზის პოლიგონზე, 2005 წლის იანვარი
ტიპი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის გამშვები
წარმომავლობის ქვეყანა აშშ
სამსახურის ისტორია
ომები და კონფლიქტები ავღანეთის ომი
სირიის სამოქალაქო ომი
ერაყის სამოქალაქო ომი
წარმოების ისტორია
მწარმოებელი Lockheed Martin Missiles and Fire Control
ეგზემპლარის ღირებულება $5.1 მილიონი (გამშვებისა და საჭირო საბრძოლო მასალის ღირებულება) (2014) (უდრის $5.6 მილიონს 2020 წელს)
რაოდენობა 414
მახასიათებლები
წონა 16,250 კგ
სიგრძე 7 მ
სიგანე 2.4 მ
სიმაღლე 3.2 მ
გათვლა / ჯგუფეული 3

კალიბრი 227 მმ
610 მმ (ATACMS)
ჰორიზონტალური კუთხე 360
მაქსიმალური მანძილი M26: 32 კმ
M26A1/A2: 45 კმ
M30/31: 70 კმ
MGM-140 ATACMS: 300 კმ
PrSM (ზუსტი მოხვედრების რაკეტა): 500 კმ

ჯავშანი მსუბუქი
მოქმედების
დიაპაზონი
480 კმ
მაქსიმალური სიჩქარე 85 კმ/სთ

HIMARS აღჭურვილია 6 ერთეული 227 მილიმეტრიანი რაკეტით ან 1 MGM-140 ATACMS ტიპის ტაქტიკური რაკეტით და შეუძლია ყველა ტიპის იმ სტანდარტული რაკეტის გაშვება, რაც M270 MLRS სისტემის შეიარაღებაშია. მიუხედავად ამისა, M270-ის სტანდარტული ორი პაკეტისგან განსხვავებით, HIMARS-ის შეიარაღებაში მხოლოდ ერთი პაკეტია.

გამშვების ტრანსპორტირება შესაძლებელია C-130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით. შასის თავდაპირველად BAE Systems Mobility & Protection Systems აწარმოებდა (ყოფილი Armor Holdings, Inc.), რომელიც M1140 სატვირთო მანქანების თავდაპირველი მწარმოებელი იყო. 2010 წლიდან შასის წარმოება Oshkosh Corporation-მა დაიწყო, რაც 2017 წლამდე გრძელდებოდა. ამჟამად შასიც და გამშვებიც Lockheed Martin-ის სარაკეტო და ცეცხლის მართვის სისტემების საწარმოში, არკანზასის შტატის ქალაქ კემდენში იქმნება.

აღწერა

M142 HIMARS არის M270 MLRS სისტემის მსუბუქი, ბორბლიანი ვერსია. მასზე დამონტაჟებულია M270 სისტემის ერთი გამშვები პაკეტი, რომელშიც 6 ერთეული 227 მმ რაკეტა ან 1 ATACMS ტაქტიკური რაკეტა ეტევა. მანქანის ფანჯრები მინის გარდა საფირონის შრეებსაც შეიცავს.

Himars 
MGM-140 ATACMS ტაქტიკური რაკეტა (მარცხნივ) და 227 მმ სტანდარტული რაკეტების გამშვები

2009 წელს წარმატებით განხორციელდა HIMARS-ის ტესტირება არა მხოლოდ საარტილერიო რაკეტების, არამედ საშუალო სიშორის ხმელეთი-ჰაერი კლასის, კერძოდ, SLAMRAAM-ის რაკეტების გასაშვებადაც.

2017 წლის ოქტომბერში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმა განახორციელა ერთი რაკეტის გასროლა ამფიბიური სატრანსპორტო გემის USS Anchorage LPD-23-ის გემბანზე განთავსებული HIMARS-იდან. რაკეტამ წარმატებით დააზიანა 70 კილომეტრის სიშორეზე, ხმელეთზე განლაგებული სამიზნე. ეს იყო დემონსტრირება სისტემის შესაძლებლობისა, აწარმოოს ზუსტი ცეცხლი სანაპირო დაცვის სისტემების წინააღმდეგ. ამ მიზნისთვის მოხდა გამშვების დამმიზნებელი პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიცირება, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ზუსტი გასროლა მუდმივად მოძრავი და მანევრში მყოფი პლატფორმიდან.

ოპერატიული ისტორია

Himars 
სისტემის ჩამოტვირთვა C-130-დან
Himars 
პაკეტის დატენვის პროცესში

2010 წლის 14 თებერვალს ავღანეთში მოქმედმა საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებმა (ISAF) გამოსცა პრეს-რელიზი, რომლის თანახმადაც ოპერაცია Moshtarak-ის მიმდინარეობისას HIMARS-იდან გაშვებული ორი რაკეტა მიზნამდე 300 მეტრით ახლოს დაეცა და 12 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. ინციდენტის სრულყოფილი გამოძიების დასრულებამდე ISAF-მა HIMARS-ების გამოყენება შეაჩერა. მოგვიანებით, ბრიტანელმა ოფიცერმა განაცხადა, რომ რაკეტები, სინამდვილეში, სამიზნეს მოხვდა, ხოლო სამოქალაქო მსხვერპლი თალიბანის მხრიდან მათ ფარად გამოყენებას უკავშირდებოდა და ISAF-ის ძალებისთვის სამოქალაქო პირების ადგილზე ყოფნის შესახებ ცნობილი არ იყო. აღნიშნული განცხადების შემდეგ ISAF-მა HIMARS სისტემების გამოყენება განაახლა. 2010 წლის 21 ოქტომბერს New York Times-მა დაწერა ყანდაარში NATO-ს შეტევითი ოპერაციის დროს HIMARS-ების წარმატებული გამოყენების შესახებ, რომლებმაც თალიბანის მეთაურებს სამალავების დატოვება და დროებით პაკისტანში გაქცევა აიძულა.

2015 წლის ნოემბერში აშშ-ის არმიამ განაცხადა, რომ მათ რამდენიმე HIMARS გადაისროლეს ერაყში, სადაც იმავე წლის ზაფხულის შემდეგ ისლამური სახელმწიფოს ობიექტების მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული. HIMARS-ის დანაყოფები განთავსდა ალ-ანბარის გუბერნიაში მდებარე ალ-ასადის და ალ-თაყადუმის საჰაერო ბაზებზე. 2016 წლის 4 მარტს არმიის კუთვნილი HIMARS-ებიდან განხორციელდა გასროლები სირიელი ამბოხებულების მხარდასაჭერად, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს ებრძოდნენ. სისტემები მეზობელ იორდანიაში იყო განლაგებული.

2016 წლის იანვარში Lockheed-მა განაცხადა, რომ HIMARS-ებმა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში გამოყენების 1 მილიონ საათს მიაღწიეს.

2016 წლის 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად აშშ სისტემებს თურქეთში, სირიის საზღვართან განალაგებდა. იმავე წლის სექტემბრის დასაწყისში საერთაშორისო მედიაში გავრცელდა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოგვიანებით დადასტურდა ცნობა, რომ თურქეთში განლაგებული HIMARS-ებიდან ისლამური სახელმწიფოს სამიზნეების წინააღმდეგ შეტევა განხორციელდა.

2016 წლის ოქტომბერში HIMARS-ები მოსულიდან სამხრეთით, 65 კილომეტრში მდებარე ყაიარაჰის დასავლეთ საჰაერო ბაზაზე განალაგეს მოსულის ბრძოლაში საცეცხლე მხარდაჭერის განსახორციელებლად.

2017 წლის 14 ივნისს 1 HIMARS-ი განთავსდა სირიაში, ალ-ტანფის ამერიკულ ბაზაზე ადგილობრივი ამბოხებულების მხარდასაჭერად.

2018 წლის 24 მაისს მუსა ქალაში, ავღანეთში, HIMARS-ით განხორციელებულ შეტევას ემსხვერპლა თალიბანის 50 მებრძოლი, მათ შორის, მეთაურები. შენობას, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, 14 წამის განმავლობაში სამი რაკეტა მოხვდა.

2018 წლის სექტემბერში აშშ-ის ძალები საცეცხლე მხარდაჭერით უზრუნველყოფდნენ სირიის დემოკრატიულ ძალებს, რომლებიც აღმოსავლეთ სირიაში, დერ ეზ-ზორის კამპანიის ფარგლებში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. საცეცხლე მხარდაჭერა მოიცავდა HIMARS-ებსაც, ზოგჯერ დღეში 30-მდე რაკეტასაც კი. ამ ოპერაციაში გამოყენებული HIMARS-ები ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მიზნებიდან 25 კილომეტრში, ალ-ომარის მინდვრებში იყო განლაგებული.

ოპერატორები

ამჟამინდელი ოპერატორები

სინგაპურის არმიამ HIMARS-ების შეძენაზე განაცხადი 2007 წელს გააკეთა. პაკეტში შედის 24 გამშვები, 9 5-ტონიანი სატვირთო მანქანა და XM31 უნიტარული მართვადი რაკეტები, აგრეთვე, უზრუნველყოფისა და კავშირგაბმულობის ყველა საჭირო აღჭურვილობა. აღსანიშნავია, რომ პაკეტში არ შედის სტანდარტული M26 ტიპის უმართავი რაკეტები. 2009 წელს სინგაპურმა მიიღო HIMARS-ის პირველი საცეცხლე ქვედანაყოფი. სინგაპურის არმიის 23-ე საარტილერიო ბატალიონმა HIMARS-ის ბატარეა 2011 წლის 5 სექტემბერს შეუკვეთა. ეს იქნება სინგაპურის არმიის პირველი სრულად მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ზალპური ცეცხლის ქვედანაყოფი.

მომავალი ოპერატორები

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ახალი ზალხპური ცეცხლის სისტემის შექმნა პოლონეთის სახმელეთო ძალებისათვის. პროგრამის სახელწოდებაა WR-300 Homar. Huta Stalowa Wola-ს, ZM Mesko-ს და Lockheed Martin-ს შორის კოლაბორაციის შედეგად, უნდა მოხდეს 160 ერთეული გამშვების შეძენა და მათი დამონტაჟება პოლონური წარმოების Jelcz 663 6×6 შასიზე. 2017 წლის ნოემბერში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გასცა ნებართვა 56 გამშვების გაყიდვაზე, რის შემდეგაც, 2018 წლის ოქტომბერში პოლონეთმა ოფიციალურად გააკეთა მოთხოვნა მათ შესაძენად. 2018 წლის 29 ნოემბერს ნებართვა შესყიდვაზე ნებართვა გასცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. პირველ ეტაპზე პოლონეთი სულ მცირე, 20 გამშვებს შეიძენს. 2022 წლის 26 მაისს პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელა განცხადება, რომ მიმდინარეობდა მოკვლევა დამატებით 500 ერთეული HIMARS-ის გამშვების შეძენაზე. ამ შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში, პოლონეთის შეიარაღებაში აღმოჩნდება უფრო მეტი HIMARS-ი, ვიდრე ყველა დანარჩენი ოპერატორის შეიარაღებაში ერთად, აშშ-ის ჩათვლით.

პენტაგონის ცნობით, ავსტრალიის არმიამ 20 ერთეული HIMARS-ის შეძენაზე გააკეთა განცხადება, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნებართვა 2022 წლის 26 მაისს გასცა.

2022 წლის 31 მაისს თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, აშშ უკრაინას HIMARS-ის სისტემებს მიაწვდის. მიწოდებული არ იქნება შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, ხოლო უკრაინა იღებს ვალდებულებას, არ განახორციელოს აღნიშნული სისტემებიდან შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე.

პოტენციური ოპერატორები

ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა HIMARS-ების შეძენაზე ინტერესი 2009 წელს გამოხატა. სახმელეთო ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ენდრიუ ლესლის განცხადებით, მათი შეძენა სულ მცირე, 2012 წლამდე არ იგეგმებოდა. საბოლოოდ, შესყიდვა არ განხორციელდა.

2022 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი დაუზუსტებელი რაოდენობის M142 HIMARS სისტემების შეძენას გეგმავს.

ნიდერლანდებმა HIMARS სისტემების შეძენაზე ინტერესი შეიარაღებული ძალების საცეცხლე შესაძლებლობების გაზრდის მიზნით მას შემდეგ გამოხატა, რაც ქვეყანამ M270 MLRS სისტემები ხარჯების დაზოგვის მიზნით 2004 წელს შეიარაღებიდან ამოიღო.

2012 წლის დეკემბერში კატარმა აშშ-ს აცნობა 7 ერთეული M142 HIMARS სისტემის შესყიდვის სურვილის შესახებ. გარდა ამ სისტემებისა, უნდა მომხდარიყო 60 ერთეული M57 MGM-140 ATACMS Block 1A T2K უნიტარული ტაქტიკური რაკეტის და 30 M31A1 მართვადი საარტილერიო რაკეტის შეძენა. საერთო ღირებულება დაახლოებით $406 მილიონი იქნებოდა.

2019 წლის 2 აპრილს South China Morning Post-მა, ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ფილიპინების ხელისუფლება და აშშ განიხილავდნენ HIMARS სისტემების პოტენციურ შეძენასა და განლაგებას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული ხელოვნური კუნძულების ზრდადი მილიტარიზაციის საპირწონედ ჩინეთის მხრიდან. ეს შესაძლებელს გახდიდა, განხორციელებულიყო ზუსტი შეტევები სპრეტლის ხელოვნური კუნძულების მიმართულებით. საბოლოოდ, ფილიპინების შეზღუდული ბიუჯეტის გამო, შესყიდვა ვერ განხორციელდა.

2020 წლი ოქტომბერში ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ იგეგმებოდა HIMARS-ების მიყიდვა ტაივანისთვის.

შევედეთმა ქვეყნის შორსმოქმედი საარტილერიო შესაძლებლობების გაუმჯობესების გეგმის ფარგლებში ინტერესი გამოხატა HIMARS-ების შეძენასთან დაკავშირებით. 2021 წლის ოქტომბერში სისტემებმა მონაწილეობა მიიღო შვედეთის კუნძულ გოტლანდზე გამართულ წვრთნებში.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

Himars აღწერაHimars ოპერატიული ისტორიაHimars ოპერატორებიHimars გალერეაHimars რესურსები ინტერნეტშიHimars იხილეთ აგრეთვეHimars სქოლიოHimarsარტილერიაზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემაინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თუთის აბრეშუმხვევიადავით VII ულუმოსკოვიმილანიჩერნობილის კატასტროფაზვიგენებიცოტნე დადიანიგელათის მონასტერინაპოლეონ ბონაპარტიჰაერიგერმანიავერცხლიხელისუფლების დანაწილებაკულტურაიუდაიზმიხელოვნებაბაში-აჩუკიმღრღნელებიბაგრატიონებივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)აღდგომაარსებითი სახელისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტისავანალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალივერძი (ასტროლოგია)პაოლო იაშვილიქართლის სამეფოაბანოთუბანიკალციუმიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებავაჟა მარგველაშვილიღამურაგარემოს დაცვაებრაელებიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიტერენტი გრანელისაქართველოს სახელმწიფო დროშაჰოლოკოსტითავის ტვინითვითმმართველობანიკო ფიროსმანიფოთიმიხეილ სააკაშვილიამერიკაკილიმანჯაროჯორჯ გერშვინიტერორიზმითინათინ ჭულუხაძეჰიპერბოლა (ენა)თამარ მეფებაგრატ IV (საქართველოს მეფე)ამაზონის დაბლობილექსი ვეფხისა და მოყმისაალექსანდრე მაკედონელისიყვარულიატომისინგაპურისისხლისაქართველოს პრემიერ-მინისტრისანტიმეტრიპარაზიტიზმიYouTubeვეშაპისნაირნიხარებაქვეყნების სიაბახტრიონი (პოემა)მალტასულეიმან Iკორდილიერებიბაგრატის ტაძარიალბერტ აინშტაინიინფორმაციარუსეთ-საქართველოს ომი (2008)სომხების გენოციდიმალდივის რესპუბლიკაგიორგი ლეონიძეეკვატორული კლიმატური სარტყელი🡆 More