ჰეიკე კამერლინგ-ონესი (ნიდერლ.
21 სექტემბერი 1853 — გ. 21 თებერვალი 1926) — ნიდერლანდელი ფიზიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი. იკვლევდა ნივთიერებების თვისებებს დაბალ ტემპერატურებზე. პირვალად შეძლო თხევადი ჰელიუმის მიღება. ხოლო 1911 წელს აღმოაჩინა ზეგამტარობა.
ჰეიკე კამერლინგ-ონესი | |
---|---|
ნიდერლ. Heike Kamerlingh | |
დაბ. თარიღი | 21 სექტემბერი, 1853[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] |
დაბ. ადგილი | გრონინგენი[13] [8] [11] |
გარდ. თარიღი | 21 თებერვალი, 1926[13] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [10] [11] [12] (72 წლის) |
გარდ. ადგილი | ლეიდენი[14] |
დასაფლავებულია | Kerkhof Dorpskerk Voorschoten |
მოქალაქეობა | ნიდერლანდების სამეფო[6] |
საქმიანობა | ფიზიკოსი, გამომგონებელი, პროფესორი, უნივერსიტეტის პროფესორი[6] [8] და მეცნიერი[14] |
მუშაობის ადგილი | ლეიდენის უნივერსიტეტი[6] [8] |
ალმა-მატერი | ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და გრონინგენის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მეცნიერების მაგისტრი, ფილოსოფიის დოქტორი და დოქტორის ხარისხი[8] |
მეუღლე | Maria Adriana Wilhelmina Elisabeth Bijleveld |
მამა | Harm Kamerlingh Onnes[15] |
დედა | Anna Gerdina Coers[15] |
შვილ(ებ)ი | Albert Kamerlingh Onnes[15] |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიკაში[16] [17] , რუმფორდის მედალი[18] , მატეუჩის მედალი, ფრანკლინის მედალი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[19] |
გავლენა მოახდინეს | |
ჰეიკე კამერლინგ-ონესი დაიბადა ნიდერლანდში, გრონინგენში, მამამისის — აგურების საამქროს მფლობელის ჰარმ კამერლინგ-ონესისა და დედამისის — ანა გერდინა კოერსის ოჯახში.
1870 წლიდან, კამერლინგ-ონესი სწავლობდა გრონინგენის უნივერსიტეტში, ხოლო 1971-1973 წლებში გუსტავ კირხოფისა და რობერტ ბუნზენის ხელმძღვანელობით ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. მოგვიანებით იგი დაბრუნდა გრონინგენში და 1879 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „დედამიწის ბრუნვის ახალი მტკიცებულებები“.
კამერლინგ-ონესს ჰყავდა მეუღლე მარია ადრიანა ვილჰელმინა ელისაბეთ ბეილეველდი (დაქორწინდნენ 1887 წელს) და ერთი ვაჟი, სახელად ალბერტი. მისი ძმა, მენსო კამელინგ-ონესი (1860-1925) იყო ცნობილი მხატვარი და მხატვარ ჰარმ კამერლინგ-ონესის მამა, ხოლო და ჯენი იყო ცნობილი მხატვრის, ფლორის ვერსტერის მეუღლე (1861-1927).
1882-1923 წლებში კამერლინგ-ონესი იყო პროფესორი ლეიდენის უნივერსიტეტში. 1904 წელს მან დააარსა ძალიან დიდი კრიოგენული ლაბორატორია, რის შემდეგაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა სამეცნიერო წრეებში. დღეს, ეს ლაბორატორია კამერლინგ-ონესის სახელს ატარებს.
1910 წელს, კამერლინგ-ონესი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც შეძლო თხევადი ჰელიუმის მიღება (−269 °C, 4.2 K), ხოლო წნევის შემცირების გზით თხევადი ჰელიუმის ტემპერატურა 1.5 K-მდე დაიყვანა. ეს იყო რეკორდულად დაბალი ტემპერატურა იმ დროისთვის. ის ტექნიკა, რითაც კამერლინგ-ონესმა ჰელიუმი გაათხიერა დღეს ლეიდენში, ბორჰაავის მუზეუმში ინახება.
1911 წელს, კამერლინგ-ონესმა გაზომა ვერცხლისწყლის წინაღობა თხევადი ჰელიუმის ტემპერატურაზე. ზოგიერთი მეცნიერი, მათ შორის ლორდი კელვინი ფიქრობდა რომ, აბსოლუტურ ნულთან ახლოს ლითონის გამტარობა უნდა შემცირებულიყო. სხვებს, მათ შორის კამერლინგ-ონესს კი მიაჩნდა, რომ ნულ კელვინზე წინაღობა ნულის ტოლი გახდებოდა. ავგუსტ მეტთიესენმა აჩვენა, რომ ტემპერატურის შემცირებასთან ერთად ლითონის წინაღობაც მცირდებოდა.
1911 წლის 8 აპრილს, კამერლინგ-ონესმა აღმოაჩინა რომ, ვერცხლისწყლის წინაღობა 4.2 კელვინზე მყისიერად ქრებოდა. მან ლაბორატორიის რვეულში ჩაწერა: „ვერცხლისწყალი გადავიდა ახალ მდგომარეობაში. მას აქვს სრულიად უცნაური ელექტრული თვისებები, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ზეგამტარული მდგომარეობა“.
ამ აღმოჩენამ კამერლინგ-ონესს დიდი აღიარება მოუტანა, მათ შორის ნობელის პრემია 1913 წელს.
1948 წელს, ნიდერლანდების სამეფო აკადემიამ დააფუძვნა კამერლინგ-ონესის ჯილდო, რომელიც გაიცემა დაბალტემპერატურული ფიზიკის დარგში მიღწეული წარმატებისათვის. 2000 წელს კი დაფუძნდა კამერლინგ-ონესის პრემია, რომელიც გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ ზეგამტარების ფიზიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჰეიკე კამერლინგ-ონესი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.