მოჰამედ რეზა ფეჰლევი

მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევი (სპარს.

26 ოქტომბერი 1919, თეირანი, ირანი — გ. 27 ივლისი, 1980, კაირო, ეგვიპტე) — ირანის ბოლო შაჰი, ქვეყანას მართავდა 1941-1979 წლებში. ფეჰლევის დინასტიის მეორე და უკანასკნელი წარმომადგენელი. ხელისუფლებას ჩამოაშორეს ირანის ისლამური რევოლუციის შედეგად. შაჰი იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო და გარდაიცვალა კაიროში.

მოჰამედ რეზა ფეჰლევი
Mohammad Reza Pahlavi
მოჰამედ რეზა ფეჰლევი
ირანის შაჰი
კორონაცია: 26 ოქტომბერი 1967
მმართ. დასაწყისი: 16 სექტემბერი 1941
მმართ. დასასრული: 11 თებერვალი 1979
წინამორბედი: რეზა-შაჰ ფეჰლევი
მემკვიდრე: ტიტული გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 ოქტომბერი 1919
დაბ. ადგილი: თეირანი, ირანი
გარდ. თარიღი: 27 ივლისი, 1980 (60 წლის)
გარდ. ადგილი: კაირო, ეგვიპტე
მეუღლე: ფავზია ფუად ეგვიპტელი
სორაია ისფანდიარი ბაჰთიარი
ფარაჰ ფეჰლევი
დინასტია: ფეჰლევიანები
მამა: რეზა-შაჰ ფეჰლევი
დედა: თაჯ ოლ-მოლუქი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა: მოჰამედ რეზა ფეჰლევი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო ირანში და საზღვარგარეთ. 1938 წელს დაამთავრა სამხედრო აკადემია თეირანში. ტახტზე ავიდა 1941 წლის სექტემბერში, მამის რეზა-შაჰ ფეჰლევის გადადგომის შემდეგ. 1943 წელს ომი გამოუცხადა ფაშისტურ გერმანიას.

1953 წლის აგვისტოში, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო-ს უშუალო ორგანიზებით, ოპერაცია "აიაქსი"-ს ფარგლებში დამხობილ იქნა პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეყის მთავრობა. შაჰი ემიგრაციიდან დაბრუნდა და ავტორიტარული მმართველობა დაამკვიდრა.

ირანის საიდუმლი პოლიციური სტრუქტურების ფორმირება დაიწყო 1955 წ. აშშ-ს სამხედრო ექსპერტებისა და სპეცსამსახურების სპეციალისტების ხელშეწყობით. ირანში თავისი „ექსპერტები“ გააგზავნა ასევე ისრაელმა, ერთ-ერთი მათგანი იყო პოლკოვნიკი იაკობ ნიმროდი. შაჰის ოფიცრები გადიოდნენ ინტენსიურ მომზადებას დიდ ბრიტანეთში, ისრაელში და აშშ-ში. „CIA“-სა და „სავაქ“-ის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ფართოდ გახდა ცნობილი მხოლოდ 1970-იანი წლების მეორე ნახევარში .

1955 წლის მარტში, აშშ-ს არმიის პოლკოვნიკის მისია შეიცვალა ამერიკის „CIA“-ს ინსტრუქტორებით (მისია შედგებოდა სულ 5 ოფიცერისგან, რომლებიც იყვნენ ექსპერტები ფარული ოპერაციებისა, ინფორმაციის ანალიზისა და კონტრდაზვერვის სფეროში). შაჰის სპეცსამსახურების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ამერიკელ გენერალს გერბერტ ნორმან შვარცკოფს, რომელმაც „გაწვრთნა სავაქ-ის პერსონალის პირველი თაობა“ .

1956 წლის დეკემბერში შაჰმა და მისმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დადგა დრო ირანმა დააფუძნოს დაზვერვის ორგანიზაცია. „სავაქ“-ის შექმნის კანონპროექტი შემოღებულ იქნა მეჯლისის მიერ 1957 წლის 20 იანვარს, და შემდგომ სენატის მიერ დამტკიცდა.

1957 წელს აშშ-სა და ისრაელის სპეცსამსახურების დახმარებით შაჰმა დააარსა დაზვერვისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახური — სავაქი.

ლიტერატურა

სქოლიო


რესურსები ინტერნეტში

მოჰამედ რეზა ფეჰლევი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

მოჰამედ რეზა ფეჰლევი ბიოგრაფიამოჰამედ რეზა ფეჰლევი ლიტერატურამოჰამედ რეზა ფეჰლევი სქოლიომოჰამედ რეზა ფეჰლევი რესურსები ინტერნეტშიმოჰამედ რეზა ფეჰლევი191919411979198026 ოქტომბერი27 ივლისიეგვიპტეთეირანიირანიირანის ისლამური რევოლუციაკაიროსპარსული ენაფეჰლევიანებიშაჰი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საჰარაქვათახევიამერიგო ვესპუჩიამეთვისტომარო მაყაშვილილევან საგინაშვილიპრომეთემონანიება (ფილმი)უკრაინაკატარუმინეთიჩინეთინარკოტიკიეკვატორული კლიმატური სარტყელიირლანდიათამარ მეფემიხეილ სააკაშვილიპოლიტიკური გეოგრაფიასაფრანგეთის ქალაქებიელექტრობააშშ-ის სამოქალაქო ომიწყნარი ოკეანერომანტიზმიგიორგი IV ლაშადიდება (ჰიმნი)ეგრისის დიდი ომისალომე ზურაბიშვილიმდგრადი განვითარებაგრიგოლ ხანძთელისაფრანგეთის რევოლუციანიკორწმინდის ტაძარიმცენარეებისაქართველოს სამხედრო წოდებებიპორტუგალიაკაპიტალიზმიბრუნებაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგადასავლეთ რომის იმპერიის დაცემახელისუფლების დანაწილებადაუნის სინდრომიმერწყულიშინაური ძაღლისიმძლავრემარტივი რიცხვიჩონგურინეიტროფილებისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაარასამთავრობო ორგანიზაციახევისბერი გოჩასალამურიაბსცისარუსეთიეგვიპტის პირამიდებიჰაერილიბერალიზმი9 აპრილის ტრაგედიამედეა (მითოლოგია)იტალიაბიძინა ჩოლოყაშვილიაღმოსავლეთი საქართველოთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისულეიმან Iშენგენის ზონანაპოლეონ ბონაპარტიბერძნული მითოლოგიასაქართველო XVIII საუკუნეშილიეტუვანატვრის ხე (ფილმი)ჯვაროსნული ლაშქრობებიენცეფალოპათიასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიწინადადებაჩარლი ჩაპლინისომხური სამოციქულო ეკლესიადედა ენაკომპასიზმნიზედაჟირაფისებრნი🡆 More