ლაკლაკი: ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისა

ლაკლაკი, თეთრი ყარყატი, ყარყატი (ლათ.

მისი სხეულის სიგრძეა 100–115 სმ, ფრთების შლილი 155–165 სმ, მასა 4 კგ-მდე. სხეული შეფერილია მთლიანად თეთრად, შავი მომქნევი ბუმბულები მკვეთრადაა მისგან გამიჯნული. ზრდასრულს აქვს წითელი ნისკარტი და ფეხები, წლევანდულას — მონაცრისფრო-ვარდისფერი. შიშველი ადგილები თვალის გარშემო და ნიკაპზე შავია. კისერი გრძელი და მოქნილია, ნისკარტი სწორი და მახვილი, ფეხები გრძელი. დედალი მამალზე პატარაა. გავრცელებულია ევროპის ზომიერ და სამხრეთ ოლქებში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, წინა აზიაში და შუა აზიის ნაწილში. იზამთრებს აფრიკაში, სამხრეთ ერაყში, ირანსა და ინდოეთში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, აგრეთვე მცირე რაოდენობით ბუდობს ქვეყნის მხოლოდ სამხრეთ ნაწილში — ჯავახეთში, კერძოდ ახალქალაქის და გომარეთის ვაკეზე, წალკის პლატოზე, სამსრის და ჯახახეთის ქედების ფერდობებზე. ბუდეები განლაგებულია ზღვის დონიდან 1250–2400 მ-ზე. ყოველწლიურად 50–70 წყვილია შემჩნეული. მიგრირებს საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე, ლივლივა ფრენით, უპირატესად ხმელეთის თავზე (სადაც კონვექციური ჰაერის უფრო ძლიერი ნაკადებია), თავს არიდებს წყლის დიდ სივრცეებს. ფრენის დროს კისერი და ფეხები გარეთ გამოწეულია. გაზაფხულზე გამოსცემს დამახასიათებელ ტკაცანის მსგავს ხმებს. უპირატესობას ანიჭებს ღია, ცალკეულხეებიან ლანდშაფტებს, ბინადრობს ტბებისა და მდინარეების წყალმარჩხ ადგილებში, ჭაობებში, ნესტიან მდელოებსა და მინდვრებში; ხშირად სახლობს ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს. იკვებება მცირე ზომის ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, უხერხემლოებით, თევზით, მღრღნელებით, ფრინველთა კვერცხებითა და ბარტყებით. ცხოვრობენ წყვილებად, მიმოფრენისას გუნდებად იკრიბებიან. მონოგამური ფრინველია, განსაკუთრებით კონსერვატიული კი ბუდობის ადგილის შერჩევისას. თუმცა, თუკი დედალი გამოზამთრების ადგილიდან დაბრუნებას დაიგვიანებს, მამალმა შეიძლება ახალი მეწყვილე მოიყვანოს ბუდობის ადგილზე, წინა მეწყვილის დაბრუნების შემთხვევაში კი სასტიკი ორთაბრძოლა იმართება დედლებს შორის. მასიურ (1 მეტრის სიმაღლისა და 1,5 მეტრის დიამეტრის) ბუდეს ტოტებისაგან აგებს ხის ვარჯზე, კლდის საფეხურებზე, სახლის სახურავებზე, სპეციალურად განთავსებულ თვლებსა და ბაქნებზე, ელექტროგადამცემი ხაზების ბოძებზე. აპრილში დებს 2–6 (ძირითადად 3–5) თეთრ კვერცხს; კრუხობს ორივე მშობელი.

ლაკლაკი
ლაკლაკი: ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ყარყატისნაირნი
ოჯახი:  ყარყატისებრნი
გვარი:  ყარყატი
სახეობა:  ლაკლაკი
ლათინური სახელი
Ciconia ciconia (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
ლაკლაკი: ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისასაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697691
გავრცელება
ლაკლაკი: ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისა
  გამრავლება
  გამოზამთრება
  მიგრაციის მარშრუტები

გალერეა

სქოლიო

Tags:

ამფიბიებიაფრიკაახალქალაქის პლატობუმბულიგომარეთის პლატოევროპაერაყიზღვის დონეთევზიინდოეთიირანიკგლათინური ენამდინარემეტრიმონოგამიამღრღნელებინისკარტირიგი (ბიოლოგია)სამსრის ქედისაქართველოსმტბაუხერხემლოებიფრინველებიქვეწარმავლებიყარყატისნაირნიშუა აზიაწალკის ქვაბულიწინა აზიაჭაობიჯავახეთიჯავახეთის ქედი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მეტაფორააკაკი წერეთელილადო გუდიაშვილიდიპლომატიაგიორგი VIIIარწივიალექსანდრე ყაზბეგირომბიკონსტანტინოპოლის დაცემასაქართველოს ტერიტორიული მოწყობაქანი (გეოლოგია)გურიაორალური სექსიქრისტიანობადონ კიხოტიალკანითბილისისაქართველო XVII საუკუნეშიმღრღნელებილეჩხუმიალავერდიჰეკლასაბერძნეთივენაჩარლი ჩაპლინიმტკვარიადამიანიკუთხეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)თავის ტვინირომის რესპუბლიკააკა მორჩილაძეექვთიმე თაყაიშვილიირაკლი კობახიძეაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაკუებისახელმწიფო საზღვარიკაცია-ადამიანი?!იგავ-არაკიქუთაისითბოგამტარობაკუნილინგუსიაშშ-ის ისტორიაკილიმანჯაროზევსიდაღესტანიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითგიული ჩოხელიბახტრიონი (პოემა)დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიყვავილოვანი მცენარეებისაფრანგეთიმსოფლიო საეკლესიო კრებაორგაზმიზებრებირთველიდედაპლატაიური გაგარინიკურდღელილავრენტი ბერიაკახეთის აჯანყება (1659)გიორგი ანწუხელიძედავით I კურაპალატიჰაერის დაბინძურებასაქართველოს გეოგრაფიანეიტროფილებიშუშანიკის წამებასამცხე-ჯავახეთის მხარეჭადრაკირკინაარასამთავრობო ორგანიზაციასავანახმელთაშუა ზღვასამეგრელონაციონალ-სოციალიზმიზვიგენები🡆 More