იოსიფ ბროდსკი (რუს.
24 მაისი, 1940 - 28 იანვარი, 1996) — რუსი-ამერიკელი პოეტი და ესეისტი.
იოსიფ ბროდსკი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 მაისი, 1940[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 28 იანვარი, 1996[1] [4] [5] [6] [11] [8] [9] [10] (55 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბრუკლინი[1] [12] |
დასაფლავებულია | სან-მიკელეს სასაფლაო |
საქმიანობა | პოეტი[7] , მთარგმნელი[7] , ესეისტი, მწერალი, დრამატურგი, დრამატურგი და ლექტორი |
ენა | რუსული ენა და ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | სსრკ აშშ[13] მოქალაქეობის არმქონე |
ალმა-მატერი | Clare Hall და Annenschule |
ჟანრი | პოეზია |
Magnum opus | Gorbunov and Gorchakov |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[14] [15] , გუგენჰაიმის სტიპენდია[16] , მაკართურის სტიპენდია[17] , რომის პრემია, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, honorary citizen of Saint Petersburg, აშშ-ის ლაურიატი პოეტი[17] , Golden Wreath[18] და საპატიო დოქტორი[19] |
მეუღლე | Maria Sozzani |
პარტნიორ(ებ)ი | Marianna Basmanova |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
დაიბადა ლენინგრადში 1940 წელს. ბროდსკი გაურბოდა საბჭოთა ხელისუფლებას და 1972 წელს განდევნეს („მკაცრად ურჩიეს“ ემიგრაციაში წასვლა) საბჭოთა კავშირიდან, რის შემდეგაც დასახლდა შეერთებულ შტატებში უინსტენ ჰიუ ოდენის და სხვა მხარდამჭერების დახმარებით. მას შემდეგ ის ასწავლიდა მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში და უნივერსიტეტებში, მათ შორის იელის, კოლუმბიის, კემბრიჯის და მიჩიგანის.
ბროდსკის მიენიჭა 1987 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში, როგორც „ყოვლისმომცველ ავტორს, აზროვნების სიმკვეთრითა და პოეტური ინტენსივობით.“ იგი დაინიშნა შეერთებული შტატების ლაურეატ პოეტად 1991 წელს.
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ანდრეი რანჩინის სიტყვებით: „ბროდსკი არის ერთადერთი თანამედროვე რუსი პოეტი, რომლის ნამუშევრებს უკვე კანონიერად მიენიჭა კლასიკის საპატიო წოდება... ბროდსკის ლიტერატურული კანონიზაცია გამონაკლისი მოვლენაა. არცერთ სხვა თანამედროვე რუს მწერალს არ ჰქონია მსგავსი პატივი. არცერთს არ ჰქონია იმდენი კონფერენცია, რამდენიც მას მიეძღვნა“.
ბროდსკი დაიბადა რუს ებრაელთა ოჯახში, ლენინგრადში. ის იყო გამოჩენილ და უძველეს რაბინთა ოჯახის (შორი) შთამომავალი. მისი პირდაპირი წინაპარია იოზეფ ბენ ისააკ ბექორ შორი. მისი მამა, ალექსანდრე ბროდსკი, იყო საბჭოთა კავშირის საზღვაო ფლოტის პროფესიონალი ფოტოგრაფი. ხოლო მისი დედა, მარია ვოლპერტ ბროდსკაია, პროფესიონალი თარჯიმანი იყო, რომელიც მუშაობდა და ეხმარებოდა ოჯახს. ისინი ცხოვრობდნენ კომუნალურ ბინებში, სიღარიბეში, მარგინალიზირებული იყვნენ თავიანთი ებრაული სტატუსის გამო. ბავშვობაში ბროდსკი გადაურჩა ლენინგრადის ბლოკადას, სადაც ის და მისი მშობლები თითქმის დაიღუპნენ შიმშილით. ერთი დეიდა გარდაიცვალა შიმშილით. მოგვიანებით მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახა ბლოკადის დროს გადატანილი შიმშილობა. ბროდსკი აცხადებს, რომ მისი ბევრი მასწავლებელი ანტისემიტი იყო და ის ადრეული ასაკიდან თავს დისიდენტად გრძნობდა. მან აღნიშნა, „მე დავიწყე ლენინის უარყოფა, მაშინაც კი, როდესაც პირველ კლასში ვიყავი, არა იმდენად მისი პოლიტიკური ფილოსოფიის ან პრაქტიკის გამო ... არამედ მისი ყოვლისშემძლე იმიჯის გამო.“
როდესაც ბროდსკი ახალგაზრდა მოსწავლე იყო, მას ახასიათებდნენ, როგორც „არაგულწრფელ ბავშვს“, ცნობილს თავისი უსაქციელობით გაკვეთილის დროს. თხუთმეტი წლის ასაკში ბროდსკიმ მიატოვა სკოლა და სცადა წყალქვეშა მეურნეობის სკოლაში შესვლა. თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. იგი მუშაობდა საფრეზავი ჩარხის ოპერატორად. მოგვიანებით, ექიმად გახდომის გადაწყვეტილებით, მუშაობდა მორგში, კრესტის ციხეში. ჭრიდა და კერავდა სხეულებს. შემდგომში მან სხვადასხვა სამუშაოები შეითავასა საავადმყოფოებში, გემების ცეცხლის ოთახში და გეოლოგიურ ექსპედიციებში. ამავდროულად, ბროდსკი ჩაერთო თვითგანათლების პროგრამაში. მან ისწავლა პოლონური ენა, ასე რომ მას შეეძლო ეთარგმნა ისეთი პოლონელი პოეტების ნამუშევრები, როგორიცაა ჩესლავ მილოში. ინგლისურიდან თარგმნა ჯონ დონის ნამუშევრები. გზად მას დიდი ინტერესი გაუჩნდა კლასიკური ფილოსოფიის, რელიგიის, მითოლოგიისა, ინგლისური და ამერიკული პოეზიის მიმართ.
1955 წელს ბროდსკიმ დაიწყო საკუთარი ლექსების წერა და ლიტერატურული თარგმანების წარმოება. მის ნაწარმოებებს აქვეყნებდა იატაკქვეშა ჟურნალი სინტაქსისი. მისი ნაწერები აპოლიტიკური იყო. 1958 წლისთვის ის უკვე კარგად იყო ცნობილი ლიტერატურულ წრეებში თავისი ლექსებით „ებრაული სასაფლაო ლენინგრადის მახლობლად“ და „მომლოცველები“.
1960 წელს ახალგაზრდა ბროდსკი შეხვდა რუსული პოეზიის ვერცხლის ხანის ერთ-ერთ წამყვან პოეტ ანა ახმატოვას. იგი ხელს უწყობდა მის საქმიანობას და გახდა მისი მენტორი. 1962 წელს ლენინგრადში, ანა ახმატოვამ მას გააცნო მხატვარი მარინა ბასმანოვა, ახალგაზრდა მხატვარი მხატვართა ოჯახიდან, რომელიც ხატავდა ახმატოვას პორტრეტს. ორმა ახალგაზრდამ დაიწყო ურთიერთობა. ამასთან, ბროდსკის მაშინდელ ახლო მეგობარს და თანამებრძოლი პოეტს, დიმიტრი ბობიშევს, უყვარდა ბასმანოვა. როდესაც ბობიშევმა ქალის დევნა დაიწყო, მაშინვე ხელისუფლება შეუდგა ბროდსკის დევნას. ბობიშევი იყო პასუხისმგებელი მის მიმართ ბრალის წაყენებაში. ბროდსკიმ მარინა ბასმანოვას ვრცელი სასიყვარულო პოეზია მიუძღვნა.
1963 წელს ბროდსკის პოეზიას ბრალი წაუყენეს, როგორც „პორნოგრაფიულ და ანტისაბჭოთა“ ლიტერატურას. მისი ნაშრომები ამოიღეს, ავტორი დაკითხეს, ორჯერ გადაიყვანეს ფსიქიატრიულ ინსტიტუტში და შემდეგ დააპატიმრეს. მას ბრალი ედებოდა სოციალურ პარაზიტიზმში. საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1964 წელს ჩატარებულ სასამართლო პროცესზე, დადგინდა, რომ მისი უცნაური ნამუშევრების სერია და როლი, როგორც პოეტისა, არ იყო შესაფერისი წვლილი საზოგადოებისათვის. მათ მას „ფსევდო პოეტი ხავერდოვან შარვალში“ უწოდეს, რომელმაც ვერ შეასრულა მისი „საკონსტიტუციო მოვალეობა, რომ გულწრფელად ემუშავა სამშობლოსათვის“. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა: „ვინ გცნოთ პოეტად? ვინ ჩაგრიცხათ პოეტების რიგებში? “ - „არავინ“, უპასუხა ბროდსკიმ, „ვინ ჩამრიცხა ადამიანთა რიგებში?“ ბროდსკი ჯერ არ იყო 24 წლის. „პარაზიტიზმისთვის“ ბროდსკის მიესაჯა 5 წლიანი შრომა და 18 თვე ფერმაში სამსახური, არხანგელსკის რეგიონში, სოფელ ნორენსკაიაში. ბასმანოვა, ბობიშევი და ბროდსკის დედა სტუმრობდნენ მას.
ბროდსკის განაჩენი შეუმსუბუქდა 1965 წელს, მას შემდეგ, რაც პროტესტი გამოხატეს გამოჩენილმა საბჭოთა და უცხოელმა კულტურულმა მოღვაწეებმა, მათ შორის ევგენი ევტუშენკომ, დიმიტრი შოსტაკოვიჩმა, ჟან-პოლ სარტრიმ და ახმატოვამ. დასავლურ სამყაროში ბროდსკი ტოტალიტარულ საზოგადოებაში მხატვრული წინააღმდეგობის სიმბოლო გახადა, ისევე, როგორც მისი მენტორი, ანა ახმატოვა.
მისი ვაჟი, ანდრეი, დაიბადა 1967 წლის 8 ოქტომბერს და ბასმანოვამ იოსიფთან ურთიერთობა გაწყვიტა. ანდრეი დარეგისტრირდა ბასმანოვას გვარით, რადგან ბროდსკის არ სურდა, რომ მის ვაჟიშვილს განეცადა ის პოლიტიკურ წნეხი, რასაც მან გაუძლო.
ბროდსკი დაბრუნდა ლენინგრადში 1965 წლის დეკემბერში და განაგრძო წერა მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში. მისი მრავალი ნაწარმოები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე და ქვეყნდებოდა საზღვარგარეთ. მისი დევნა ხორციელდებოდა პოეზიისა და ებრაული მემკვიდრეობის გამო. 1972 წელს ხელისუფლებამ ბროდსკის დაუსვა ფსევდო-სამედიცინო დიაგნოზი: „პარანოიდული რეფორმისტული ბოდვა“. ამ პოლიტიკურმა დიაგნოზმა სახელმწიფოს საშუალება მისცა, ფსიქიატრიულ ინსტიტუტში გამოეკეტათ დაუსრულებლად. პაციენტის შემოწმების გარეშე, სნეჟნევსკიმ დიაგნოზი დაუსვა ბროდსკის, რომ მისი „შიზოფრენია დელიკატურად პროგრესირებდა“ და რომ ის „საერთოდ არ იყო ღირებული ადამიანი და შესაძლებელი იყო მისი გათავისუფლება“. 1971 წელს ბროდსკი ორჯერ მიიწვიეს ისრაელში ემიგრაციაში. როდესაც 1972 წელს გამოიძახეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ჰკითხეს, თუ რატომ არ მიიღო შეთავაზება, მან განაცხადა, რომ სურდა დარჩენილიყო ქვეყანაში. ათი დღის შემდეგ ოფიციალური პირები შეიჭრნენ მის ბინაში, აიღეს მისი ფურცლები და 1972 წლის 4 ივნისს იგი თვითმფრინავით გაამგზავრეს ვენაში, ავსტრია. ბროდსკი რუსეთში არასდროს დაბრუნებულა და ბასმანოვა აღარასოდეს უნახავს. მოგვიანებით ბროდსკიმ დაწერა:
„ბოლო განაჩენი ბოლო განაჩენია, მაგრამ ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება გაატარა რუსეთში, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა მოხვდეს სამოთხეში. “ |
პოეტი საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ მიიწვიეს რუსეთში, მაგრამ ბროდსკი არასოდეს დაბრუნებულა თავის ქვეყანაში.
1987 წელს მან მოიპოვა ნობელის პრემია ლიტერატურაში. ის იყო რიგით მეხუთე რუსულენოვანი მწერალი, რომელიც ფლობდა ამ პრიზს. ინტერვიუში მას ჰკითხეს:
„თქვენ ხართ ამერიკის მოქალაქე, რომელიც იღებს პრემიას რუსულენოვანი პოეზიისთვის. ვინ ხარ, ამერიკელი თუ რუსი?“ „მე ვარ ებრაელი. რუსი პოეტი, ინგლისელი ესეისტი - და, რა თქმა უნდა, ამერიკის მოქალაქე“, უპასუხა მან.
აკადემიაში განაცხადეს, რომ მათ დააჯილდოვეს პრიზით მისი „ყოვლისმომცველი ავტორობისთვის, აზროვნების სიცხადით და პოეტური ინტენსივობით.“ იგი ასევე უწოდებდა მის ნაწერებს „მდიდარ და ინტენსიურად სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონეს“, რომელსაც ახასიათებს „დიდი სიგანე დროსა და სივრცეში“. ეს იყო „ჩემთვის დიდი ნაბიჯი, კაცობრიობისთვის კი პატარა ნაბიჯი“, - ხუმრობდა იგი. პრიზი დაემთხვა ბროდსკის, როგორც გადასახლებაში მყოფის, პოეზიის პირველ ლეგალურ გამოცემას რუსეთში.
1991 წელს ბროდსკი გახდა შეერთებული შტატების ლაურეატი პოეტი.
1990 წელს, საფრანგეთში ლიტერატურის სწავლების დროს, ბროდსკი დაქორწინდა ახალგაზრდა სტუდენტზე, მარია სოზანიზე, რომელსაც რუსულ-იტალიური წარმომავლობა აქვს. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ, ანა ბროდსკი, რომელიც 1993 წელს დაიბადა.
მარინა ბასმანოვა ცხოვრობდა საბჭოთა ხელისუფლების შიშით 1991 წლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე. მხოლოდ ამის შემდეგ ვაჟმა, ანდრეი ბასმანოვმა, შეძლო, ჩასულიყო მამამისთან ნიუ-იორკში. მათ შეინარჩუნეს მამაშვილური ურთიერთობა ბროდსკის გარდაცვალებამდე. ანდრეი დაქორწინდა 90-იან წლებში და შეეძინა სამი შვილი. მარინა ბასმანოვა, ანდრეი და ბროდსკის შვილიშვილები ყველანი ცხოვრობენ სანქტ-პეტერბურგში.
ბროდსკი გარდაიცვალა გულის შეტევით 55 ასაკში, მის ბინაში ბრუკლინ ჰიტსში, დაბა ნიუ-იორკში, 1996 წლის 28 იანვარს. იგი დაკრძალეს იტალიაში, ვენეციის სან მიკელეს სასაფლაოზე არათოლიკურ განყოფილებაში, ეზრა პაუნდის და იგორ სტრავინსკის განსასვენებელ ადგილებთან ერთად.
This article uses material from the Wikipedia ქართული article იოსიფ ბროდსკი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.