დისიდენტი (ლათ.
ბრ. dissidentis — „ვინც არ ეთანხმება“) — პიროვნება, რომელიც ეწინააღმდეგება დამყარებულ მოსაზრებებს, პოლიტიკას ან სისტემას. უფრო ხშირად გამოიყენება ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური დისიდენტების აღსაწერად.
თავდაპირველად აღნიშნავდა ერეტიკოსს, მწვალებელს, ადამიანს, ვინც საეკლესიო მოძღვრების, ღვთისმსახურების ან ეკლესიის მოწყობის საკითხებში განუდგა გაბატონებული კონფესიის ოფიციალურ თვალსაზრისს. ცივი ომის პერიოდში ტერმინი გამოიყენებოდა სოციალური ბანაკის იმ პირთა აღსანიშნავად, ვინც არ ეთანხმებოდა გაბატონებული იდეოლოგიის პოლიტიკურ დოგმატიკას. დისიდენტების ბრძოლის ფორმები მშვიდობიანი იყო. ისინი ღიად, დაუფარავად გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს. რამდენადაც ამის გაკეთება ტოტალიტარულ სისტემებში სახელმწიფოს მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მონოპოლიის გამო უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელი იყო, ამდენად დისიდენტები მიმართავდნენ პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურის გავრცელებას თვითგამოცემების სახით. მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მიერ ცივი ომის პერიოდში გამოცემული „ჯვარი ვაზისა“ სწორედ ამ სახის ლიტერატურას უნდა მივაკუთვნოთ. დისიდენტობა არ არსებობს იქ, სადაც არსებობს რელიგიური და პოლიტიკური პლურალიზმი, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება და შემწყნარებლობა. შესაბამისად, ყოფილ საბჭოთა კავშირში დისიდენტმა ფუნქცია დაკარგა იმ პროცესების შემდეგ, რომლებიც თან მოჰყვა გორბაჩოვის მიერ „პერესტროიკისა“ და „პლურალიზმის“ გამოცხადებას.
This article uses material from the Wikipedia ქართული article დისიდენტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.