ინფორმაცია ვიკიპედიაში სანდო და გადამოწმებადი უნდა იყოს.
ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
ფაქტები, შეხედულებები, თეორიები და არგუმენტები სტატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს, თუ ისინი უკვე გამოქვეყნებულია სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ. სტატიებში შეძლებისდაგვარად მითითებული უნდა იყოს ეს წყაროები. ნებისმიერი მასალის მართებულობა წყაროს მითითების გარეშე შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს და წაიშალოს.
მინიმალური მოთხოვნა ვიკიპედიაში ინფორმაციის დამატებაზე არის გადამოწმებადობა და არა ჭეშმარიტება. გადამოწმებადი ამ კონტექსტში ნიშნავს, რომ ნებისმიერ მკითხველს უნდა შეეძლოს შემოწმება, რომ ვიკიპედიაში მითითებული მასალა უკვე გამოქვეყნებული იყო სანდო წყაროების მიერ, რადგან ვიკიპედია არ აქვეყნებს საკუთარ მოსაზრებებს ან ორიგინალურ კვლევებს.
ვიკიპედია:გადამოწმებადობა ერთ-ერთია ვიკიპედიის შიგთავსის სახელმძღვანელოს სამი ძირითადი პრინციპიდან. დანარჩენი ორი პრინციპია ვიკიპედია:არაორიგინალური კვლევა და ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი. ერთობლივად, ეს პოლიტიკა განსაზღვრავს იმ მასალის ხასიათსა და ხარისხს, რომელიც მისაღებია ვიკიპედიის მთავარ სახელთა სივრცეში. მათი ინტერპრეტაცია ერთმანეთისგან გამიჯნულად არ უნდა მოხდეს და, შესაბამისად, რედაქტორები უნდა გაეცნონ სამივე მათგანს.
პოლიტიკა, რომელსაც ეს სამი პრინციპი ემყარება განხილვას ექვემდებარება მხოლოდ ფონდის დონეზე, და არა ქართული ან რომელიმე სხვაენოვანი ვიკიპედიის დონეზე.
|
|
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვიკიპედია:გადამოწმებადობა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.