ერთობლივი, ეფექტური და კოორდინირებული მუშაობისათვის ქართული ვიკიპედიის მონაწილენი უნდა შეთანხმდნენ ზოგად პირობებზე, რომლებიც სტატიების სახელდებას შეეხება.
ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
ორი სიტყვით: ზოგადად, სტატიის სათაური უნდა იყოს ის, რაც ქართულად მოსაუბრეთა უმრავლესობისთვის ყველაზე მისაღებია, მინიმალური ორაზროვნებით. ამავე დროს, ბმულების გაკეთება ამ სტატიებზე ადვილი და ბუნებრივი უნდა იყოს. |
ქვემოთ აღწერილი წესებიდან უმრავლესობა, ალბათ, ცალსახად მისაღებია, თუმცა ზოგიერთს შეიძლება დასჭირდეს განხილვა ან დაზუსტება.
სტატიების დასახელება იწერება მხედრული ასოებით.
სტატიების დასახელება უნდა იყოს მხოლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაში. გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც:
სტატიების დასახელებაში გამოყენებულ უნდა იქნეს სიტყვათა ბუნებრივი რიგი, მაგალითად: ნაკიანი წელი და არა „წელი ნაკიანი“ ან „წელი, ნაკიანი“. თუ რაიმე აუცილებლობა არსებობს, ძირითად სტატიას უნდა ეწოდოს „ნაკიანი წელი“, ამავე დროს შეიქმნას ახალი სტატია ალტერნატიული სახელწოდებით, რომლის ტექსტში იქნება მხოლოდ გადამისამართების აღნიშვნა.
რაც უფრო გაიზრდება ქართული ვიკიპედია, მით უფრო მეტი შანსი იქნება იმისა, რომ ერთი და იგივე სახელიანი სტატიები გამოჩნდეს, მაგალითად: 1492 არის წელიც და ფილმიც (კოლუმბის შესახებ), პითონი არის ქვეწარმავალიც და პროგრამირების ენაც. ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება განისაზღვოს რომელია პირველადი, საბაზო ტერმინი და მას მიენიჭოს მარტივი სახელწოდება, ხოლო მეორეს (მესამეს და ა.შ.) — შესაბამისი განმარტება მიეთითოს ფრჩხილებში.
ჩვენს მაგალითებში: 1492 უპირველეს ყოვლისა იწვევს კალენდარული წლის ასოციაციას, ამიტომ პრიორიტეტი მას ეკუთვნის. მეორე სტატიას უნდა ეწოდოს: 1492 (ფილმი) და არა სხვა რომელიმე ფორმატით („1492, ფილმი“, „1492 — ფილმი“, „1492 (ფილმი კოლუმბზე“). ანალოგიურად არის საქმე „პითონის“ შემთხვევაშიც. პითონი უპირველეს ყოვლისა ქვეწარმავალია, რომელიც დედამიწაზე დიდი ხანია არსებობს და კიდევ იარსებებს, ხოლო პროგრამირების ენა ახალია და შესაძლოა ხვალ იგი აქტუალური აღარ იყოს ან სახელი შეიცვალოს.
იგივე შეიძლება ითქვას განმეორებად გეოგრაფიულ სახელებზე. მაგალითად, „ლუქსემბურგი“ ჰქვია ევროპის სახელმწიფოს, ამავე სახელმწიფოს დედაქალაქს, ბელგიის ერთ-ერთ პროვინციას. უპრიანი იქნება, თუ მარტივ სახელს დავუტოვებთ სახელმწიფოს, ვინაიდან ამ აზრით უფრო ხშირად იქნება ეს ტერმინი, ხოლო დანარჩენებს დავარქვათ სახელები: ლუქსემბურგი (ქალაქი), ლუქსემბურგი (პროვინცია).
ბიოგრაფიული სტატიების დასახელება იწერება ბუნებრივი ფორმატით: აკაკი წერეთელი, იოჰან სებასტიან ბახი, აკირა კუროსავა, მაო ძე-დუნი — ნებისმიერი წარმოშობის გვარებისათვის.
თუ ერთი და იმავე სახელით რამდენიმე პიროვნება არსებობს, მათი სახელის გვერდზე ფრჩხილებში მიეწერება პროფესია, დინასტია ან ქვეყანა.
თუ გეოგრაფიულ სახელს, მთას, მდინარეს, ზღვას, ტბას აქვს უნიკალური სახელი, ასევე დაარქვით სტატიას. მაგალითი: მტკვარი და არა „მდინარე მტკვარი“, „მდ. მტკვარი“ ან „მტკვარი (მდინარე)“.
თუ გეოგრაფიული ობიექტის სახელი სხვა რამესაც ჰქვია, მაშინ უნდა გადაწყდეს რომელი უფრო მნიშვნელოვანი და ცნობილია. მაგალითად, „წინანდალი“ ჰქვია სოფელსაც და ღვინის სორტსაც. ბუნებრივი იქნება, თუ სტატიას სოფლის შესახებ დაერქმევა წინანდალი, ხოლო ღვინის შესახებ — წინანდალი (ღვინო).
უცხოური გეოგრაფიული სახელების გადმოქართულების დროს იხელმძღვანელეთ წიგნით: „საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონიდან“, (გამოცემული ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ).
სასურველია ყველა უცხოური ტერმინის გაქართულება, მაგრამ ამას მარტო ჩვენ და ამ პროექტის ფარგლებში ვერ შევძლებთ. თუ ტერმინის ქართული სახელწოდება არ არსებობს, ჯერ არ დამკვიდრებულა მყარად ან მისი ბევრი ვერსია არსებობს, უმჯობესია გამოვიყენოთ ორიგინალური დასახელება და გადამისამართების ხერხი. მაგალითად, ძნელია მოუძებნო ზუსტი ქართული შესატყვისი პროგრამას „Windows“ ან პროგრამირების ენას, რომელსაც ჰქვია C#.
სათაურებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს თარიღებიც. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია შემდეგი ფორმატების გამოყენება:
თუ თქვენ ტექსტში გსურთ გამოიყენოთ სხვა ფორმატის თარიღი, ჩაწერეთ თქვენი შეხედულებისამებრ, მაგრამ გადამისამართება გაუკეთეთ ზუსტ სათაურზე ამგვარად: [[ძვ. წ. 480|ძვ. წ.-ის 480 წელი]] ან [[XX საუკუნე|მე-20 საუკუნე]], აქედან მეორე ნაწილი გამოჩნდება ეკრანზე, ხოლო პირველი იქნება შესაბამის სტატიაზე მიმართვა.
მონარქების სახელებში გამოყენებულია რიგითი ნომრები, რომლებიც ტრადიციულად რომაული ციფრებით იწერება:
იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის უფრო მისაღებია ტექსტში არაბული ციფრებით ჩაწერა (მაგ. გიორგი მე-4), გამოიყენეთ გადამისამართების პრინციპი: [[გიორგი IV |გიორგი მე-4]].
|
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვიკიპედია:გვერდების სახელები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.