მწერალი გიორგი წერეთელი

გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი (დ.

მწერალი გიორგი წერეთელი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წერეთელი.
მწერალი გიორგი წერეთელი ტერმინს „გიორგი წერეთელი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი წერეთელი.

26 მაისი [ძვ. სტ. 14 მაისი], 1842, გორისა, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 24 იანვარი [ძვ. სტ. 12 იანვარი], 1900, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.

გიორგი წერეთელი
მწერალი გიორგი წერეთელი
დაბადების თარიღი 14 (26) მაისი, 1842
დაბადების ადგილი გორისა, საქართველო-იმერეთის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 12 (24) იანვარი, 1900 (57 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus პირველი ნაბიჯი
შვილ(ებ)ი ირაკლი გიორგის ძე წერეთელი და ელენე წერეთელი

ბიოგრაფია

დაიბადა შეძლებული აზნაურისა და სახელმწიფო მოხელის ოჯახში. დედა ადრე გარდაეცვალა და მამა იძულებული გახდა გაეძიძებინა. ასე მოხვდა ყმაწვილი სამეგრელოში, სადაც გაატარა ბავშვობა. სწორედ ამან განაპირობა მისი ფსევდონიმი — „მაზაკვალის“ (მზაკველი-გამთვალავი) არჩევა.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1860) სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მეთემატიკის ფაკულტეტზე. პირადად იცნობდა ნ. ჩერნიშევსკის. სტუდენტთა არეულობაში მონაწილეობისათვის 1861 წელს რამდენიმე თვით დააპატიმრეს, ჯერ პეტრე-პავლეს ციხეში, შემდეგ კი კრონშტადტის საპყრობილეში. მას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დართეს სწავლის გაგრძელების ნებართვა.

60-იან წლებში გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე და გახდა „თერგდალეულთა“ ერთ-რთი ფუძემდებელი. იყო პედაგოგი, პოეტი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, ესტეტიკოსი, ფილოლოგი და სხვა. 1893 წელს საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო ლიტერატურულ გაზეთ „კვალს“. მის თხზულებებს მიეკუთვნება: „პირველი ნაბიჯი“, „გულქანი“, „რუხი მგელი“, ავტობიოგრაფიული მოთხრობა „ჩვენი ცხოვრების ყვავილი“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ვაშაყმაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 305-306.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 402, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> Церетели Георгий Ефимович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.

Tags:

მწერალი გიორგი წერეთელი ბიოგრაფიამწერალი გიორგი წერეთელი ლიტერატურამწერალი გიორგი წერეთელი რესურსები ინტერნეტშიმწერალი გიორგი წერეთელი სქოლიომწერალი გიორგი წერეთელი1842190024 იანვარი26 მაისიგორისათბილისისაჩხერის მუნიციპალიტეტიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს მუნიციპალიტეტებიაზერბაიჯანიმიგრაციათურქეთის ისტორიაელენე ახვლედიანითბოგამტარობაქართვლის დედაავსტრალია (კონტინენტი)YouTubeეროზიაბაგრატ III (საქართველოს მეფე)გიორგი ლეონიძემარკ ტვენიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიგალაკტიონ ტაბიძეარასამთავრობო ორგანიზაციაკახა კალაძებიძინა ივანიშვილიპაკისტანიმოცულობაშიზოფრენიათუშეთიფემინიზმი15 აპრილიუქმე დღეები საქართველოშიფოთივაჟა-ფშაველარომბიიულიუს კეისარილეიკოციტებიქართლის გაქრისტიანებაერეკლე II-ის ოჯახიმზის სისტემაწმინდა გიორგიკირჩხიბი (ასტროლოგია)ვიქტორ გოცირიძეპორტუგალიაირაკლი კობახიძეეიფელის კოშკიალკანიბზობადეჟავიუკვადრატული მეტრიილია თოფურიავოლფგანგ ამადეუს მოცარტიგიორგი მამარდაშვილიჩარლზ ჩაპლინის ფილმოგრაფიაზაფხულიკეთილშობილი ირემიოგანესონივიქტორ დოლიძემიხეილ სააკაშვილიკუნილინგუსიიავნანახეოფსის პირამიდანარკომანიასუვერენიტეტიდემაგოგიატუტე ლითონებიქუთაისიტაო-კლარჯეთიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაბალისტიკური რაკეტააბსოლუტური მონარქიაამაზონისაქართველოს მთებისათბურის ეფექტიგაერთიანებული სამეფოგარემოს დაბინძურებანაწლავებიარისტოტელეხვიჩა კვარაცხელიაჭადრაკიინგლისური ენაელექტრობაამეთვისტო🡆 More