ელინორ ოსტრომი

ელინორ ოსტრომი (ინგლ.

7 აგვისტო, 1933, ლოს-ანჯელესი, აშშ, — გ. 12 ივნისი, 2012, ბლუმინგტონი, აშშ) — ამერიკელი პოლიტოლოგი და ეკონომისტი . რომლის ნაშრომებიც უკავშირდება ახალ ინსტიტუციონალურ ეკონომიკასა და პოლიტიკური ეკონომიის აღორძინებას. 2009 წელს ის დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ეკონომიკაში, "ეკონომიკური მმართველობის, უმთავრესად კი საზოგადოებრივი საქონელის გაანალიზებისათვის", რომელიც გაინაწილა ოლივერ უილიამსონთან ერთად. დღემდე, ის პირველია იმ ორ ქალს შორის, რომელმაც მოიგო ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში, მეორეა - ესთერ დიუფლო.

ელინორ ოსტრომი
ელინორ ოსტრომი
მშობლიური სახელი Elinor Ostrom
დაბ. თარიღი 7 აგვისტო, 1933 (1933-08-07) (90 წლის)
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
გარდ. თარიღი 12 ივნისი, 2012
გარდ. ადგილი ბლუმინგტონი, ინდიანა, აშშ
სიკვდილის ვითარება ბუნებრივი მიზეზები
გარდაცვალების მიზეზი pancreatic cancer
მოქალაქეობა აშშ
მეუღლე ვინსენტ ოსტრომი
საქმიანობა ეკონომისტი, პოლიტოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა
დამსაქმებელი ინდიანის უნივერსიტეტი[1] , არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] , Cabot Corporation[1] და კალიფორნიის უნივერსიტეტი[1]
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია[2] , ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოება და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის ამერიკული ასოციაცია[3]
ჯილდოები ელინორ ოსტრომი ნობელის პრემია ეკონომიკაში (2009), აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჯილდო (2001), იოჰან შიუტეს პრემია პოლიტიკურ მეცნიერებებში (1999)
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი (ლოს-ანჯელესი)
სამეცნიერო ხელმძღვანელი Dwaine Marvick
დოქტორანტი John Paul McIver[4]
საიტი cogs.indiana.edu

კალიფორნიის უნივერსიტეტის(ლოს-ანჯელესი) ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის საფეხურების დამთავრების შემდეგ, ის ცხოვრობდა ბლუმინგტონში,ინდიანაში და მუშაობდა ინდიანას უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი, კარიერა განაგრძო არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის იყო ინდიანას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, სადაც პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორ არტურ ბენტლისთან ერთად იყო დირექტორი „პოლიტიკური თეორიისა და პოლიტიკური ანალიზის ვორქშოპისა“. ქალაქ თემფიში, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში კი იყო მკვლევარი და დამფუძნებელი დირექტორი „ინსტიტუციური განსხვავებულობის სწავლის ცენტრისა“. ის იყო მთავარი მკვლევარი სოფლის მეურნეობის მდგრადობისა და ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის ერთობლივი კვლევითი მხარდაჭერის პროგრამაში (SANREM CRSP), რომელსაც ახორციელებდა ვირჯინია ტექი და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ იყო დაფინანსებული.

პირადი ცხოვრება და განათლება

ელინორ ოსტრომი დაიბადა 1933 წლის 7 აგვისტოს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში და იყო მუსიკოსი ლი ჰოპკინსისა და სეტის დიზაინერ ადრიან ავანის ერთადერთი შვილი . მშობლები მისი ბავშვობის პერიოდში დაშორდნენ ერთმანეთს და ელინორი უმეტესად დედასთან ერთად ცხოვრობდა. დედამისთან ერთად დადიოდა ხოლმე პროტესტანტულ ეკლესიაში, შაბათ-კვირას კი ხშირად ატარებდა მამამისის ებრაულ ოჯახთან ერთად. გაიზარდა რა პოსტ-დეპრესიულ პერიოდში, განშორებული ხელოვანების ოჯახში, ელინორი საკუთარ თავს "საწყალ ბავშვად" განსაზღვრავდა. მისი მთავარი გასართობი აქტივობა იყო ცურვა, ის შეუერთდა მოცურავეთა ჯგუფს და შეჯიბრებზე ცურავდა, შემდეგ კი თვითონვე დაიწყო ცურვის სწავლება იმისათვის, რომ გამოემუშავებინა ფული და კოლეჯში სიარული შეძლებოდა.

ელინორ ოსტრომი გაიზარდა ბევერლი ჰილსის საშუალო სკოლის პარალელურად მდებარე ქუჩაზე და ამავე სკოლაში დადიოდა, რომელიც 1951 წელს დაასრულა. ის ამის გამო თავს იღბლიანად თვლიდა, რადგან ამ სკოლას მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა შემდგომში კოლეჯში შესვლის ნებართვაზე. ელინორი შეუერთდა დებატების ჯგუფს, დისკუსიის ტაქტიკების სწავლამ კი მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მისი აზროვნების სტილზე. მან გააანალიზა რომ საჯარო პოლიტიკისადმი მიდგომას ორი მხარე აქვს და უმნიშვნელოვანესია ორივე მათგანისთვის გქონდეს ხარისხიანი არგუმენტები. საშუალო სკოლაში სწავლისას ელინორს ტრიგონომეტრია არ უსწავლია, რადგან გოგოებისთვის, რომელთაც უმაღლესი ქულები არ ჰყავდათ ალგეებრასა და გეომეტრიაში ამ საგნის გავლა არ იყო ნებადართული. მის ოჯახში არავის ჰქონდა კოლეჯში სწავლის გამოცდილება, თუმცა ხედავდა რა რომ საშუალო სკოლის მოსწავლეების 90% შემდეგ კოლეჯში მიდიოდა, თვითონაც "ნორმალურ" ქცევად მიიჩნევდა ასევე მოცევას, თუმცა დედამისს არ სურდა რომ მას კოლეჯში ევლო, რადგან ამისთვის გონივრულ მიზეზს ვერ ხედავდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

12 ივნისი193320127 აგვისტოამერიკელებიაშშესთერ დიუფლოინგლისური ენალოს-ანჯელესინობელის პრემია ეკონომიკაშიოლივერ უილიამსონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შენგენის ზონაჩემი ცოლის დაქალებიუილიამ შექსპირიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაჭინჭარიპორტუგალიაახალი ზელანდიამორიელებისაქართველოს სოფლებიყაზახეთიამერიკის შეერთებული შტატებიქართული ხალხური ცეკვებისამხრეთი კორეაღამურანარიყალაპაბლო პიკასოჯიქიალბერტ აინშტაინიქეთევან დედოფალიგიორგი III (საქართველოს მეფე)სულეიმან Iლევან აბაშიძე (მსახიობი)შარკა ბლუაშშ-ის ისტორიამარკ ტვენიჯუმათის მონასტერისაქართველო IX-X საუკუნეებშიბასიანის ბრძოლაათონის ივერთა მონასტერიქაშვეთის ეკლესიაბაში-აჩუკი (ფილმი)კელი დეგნანიტურიზმიმშრომელთა საერთაშორისო დღესამკუთხედიანა კალანდაძემარტვილიორალური სექსიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიარსებითი სახელიბახტრიონის ბრძოლადანაშაული და სასჯელიტრაპეციარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ადამიანის ჩონჩხითვალიჰედონიზმივიკისაწყობიანტარქტიდაგიორგი XIIუინსტონ ჩერჩილიასწლიანი ომიშოთა რუსთაველიმონღოლთა იმპერიამონღოლებიილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო)სიზმარირელიგიაგველის-მჭამელიშვედეთილიონელ მესიილორის ეკლესიაბიძინა ივანიშვილიკვადრატული მეტრიპირველი მსოფლიო ომინეაპოლილადო ასათიანიაკროპოლისისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათითაობაკაბო-ვერდეაია-სოფიას ტაძარივირუსებიჯინსების თაობასოფლის მეურნეობადედოფალასუდანიბედიის მონასტერიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი🡆 More