ნობელის პრემია ეკონომიკაში

შვედეთის ცენტრალური ბანკის ჯილდო ეკონომიკურ მეცნიერებებში ალფრედ ნობელის ხსოვნისათვის (შვედ.

პრემია ჩამოყალიბდა 1968 წელს შვედეთის ცენტრალური ბანკის მიერ გაკეტებული დონაციით ნობელის ფონდისათვის, ბანკის 300 წლისთავის ასაღნიშნავად. რადგანაც შვედეთის ცენტრალური ბანკის ჯილდო ეკონომიკურ მეცნიერებებში ალფრედ ნობელის ხსოვნისათვის არ ჩამოყალიბებულა ალფრედ ნობელის მიერ და არც მისი სურვილების მიხედვით, ის არ არის ნობელის პრემია, თუმცა, რადგანაც ის ნობელის პრემიებთან ერთად ადმინისტრირებულია ნობელის ფონდის მიერ, ის ხშირად მოიხსენეიება როგორც ნობელის პრემია. პრემიის ლაურეატები ანონსდებიან ნობელის პრემიების ლაურეატებთან ერთად და ჯილდოებს იმავე ცერემონიაზე იღებენ, სადაც სხვა ნობელის პრემიების ლაურეატები.

ნობელის მემორიალური პრემია ეკონომიკაში
ჯილდო გამორჩეული დამსახურებისათვის ეკონომიკასა ან სოციალურ მეცნიერებში
წარადგენს შვედეთის მეცნიერების სამეფო აკადემია
ადგილმდებარეობა შვედეთი, სტოკჰოლმი

ნობელის მემორიალური პრემიის ლაურეატები ირჩევიან შვედეთის მეცნიერების სამეფო აკადემიის მიერ. ის პირველად გაიცა 1969 წელს იან ტინბერგენისა და რაგნარ ფრიშისათის, ნიდერლანდელი და ნორვეგიელი ეკონომისტებისათვის, „ეკონომიკური პროცესების დინამიური ანალიზების შექმნასა და გამოყენებისათვის“.

შექმნა და დაფინანსება

შვედეთის ცენტრალური ბანკი „სამუდამო ძღვენში“, ნობელის ფონდის ადმინისტრაციას უხდის პრემიასთან დაკავშირებულ ხარჯებს და აფინასნებს ჯილდოს ფულად კომპონენტებს.

2012 წლის შემდეგ, ეკონომიკის პრემიის ფულადი კომპონენტი, საერთო ჯამში 8 მილიონ შვედურ კრონს მოიცავდა. 2006 წლის შემდეგ კი, შვედეთის ცენტრალური ბანკი ნობელის ფონდს აძლევს გრანტს, 6.5 მილიონი შვედური კრონის რაოდენობით (2008 წლის იანვარში, დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარი ან 700 000 ევრო), ადმინისტრაციული, პრემიასთან დაკავშირებული ხარჯებისათვის.

ურთიერთობები ნობელის პრემიებთან

ეკონომიკის პრემია არ არის ნობელის პრემიების ნაწილი რადგანაც, ის არ იყო მოცემული ალფრედ ნობელმასურვილებში. თუმცა ნომინაციის პროცესი, კრიტერიუმების არჩევა და ნობელის ეკონომიკის პრემიის ჯილდოს წარდგენა სხვა ნობელის პრემიების მსგავსად ხდება.

ლაურეატები ცხადდებიან სხვა ნობელის პრემიის ლაურეატებთან ერთად და ჯილდოებსაც იმავე ცერემონიაში იღებენ. შვედეთის მეცნერების სამეფო აკადემია პრემიას გასცემს „ნობელის პრემიების ჯილდოების განგების წესების მიხევით რომელიც მოცემული იყო ალფრედ ნობელის სურვილებში“, რომლის მიხედვითაც პრემია გაიცემა ყოველწლიურად „მათთვის ვისაც ... მოაქვს უდიდესი სარგებელი კაცობრიობისათვის“.

ნომინაციისა და არჩევის პროცესი

ნობელის პრემია ეკონომიკაში 
2008 წლის ეკონომიკური მეცნიერების ნობელის მემორიალური პრემიის დაანონსება

ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით, შვედეთის მეცნიერების სამეფო აკადემია „ხელმძღვანელობს მკვლევარების გაცვლას სხვა სახელმწიფოების აკადემიებთან და ექვსი მეცნიერული ჟურნალ-გაზეთების გამომცემლებთან. ყოველ წელს აკადემია გასცემს ნობელის პრემიას ფიზიკაში, ქიმიაში ხოლო შვედეთის ბანკი ეკონომიკური მეცნიეების პრემიას ალფრედ სობელის ხსოვნისთვის, ცრაფორდის პრემიას და სხვა რამდენიმე დიდ პრემიას“.

ყოველი წლის ყოველ სექტემბერს აკადემიის ეკონომიკური პრემიის კომიტეტის წევრები, რომელიც შედგება 5 არჩეული წევრისაგა, „აგზავნის მოწვევას ათასობით მეცნიერებისათვის, აკადემიებიდ და უნივერსიტეტების პროფესორებისათვის უამრავი სახელმწიფოდან და სთხოვს მათ დაასახელონ ეკონომიკის პრემიის კანდიდატები მომავალი წლისათვის. აკადემიის წევრები და ყოფილი ლაურეატები ასევე სასახელებენ საკუტარ ნომინანტებს და კანდიდატებს.“ ყველა შემოთავაზება და მათი მხარდამჭერი მტკიცებულებები მიღებული უნდა იქნა 1 თებერვლამდე. შემოთავაზებები და კანდიდანტები განხილულია პრემიის კომიტეტის და სპეციალურად დანიშნული ექსპერტების მიერ. სექტემბრის დასასრულამდე, კომიტეტი ირჩევს პოტენციურ ლაურეატებს. თუ დაფიქსირდება ფრე კანდიდატებს შორის, ამ შემთხვევაში კომიტეტის მთავმჯდომარე იძლევა გადამწყვეტ ხმას. შვედეთის მეცნიერების სამეფო აკადემიის ხმა შუა ოქტომბერში, წყვეტს შემდეგი ლაურეატის ან ლაურეატების ვინაობებს ნობელის ეკონომიკის პრემიაში. რადგანაც ნობელის პრემიის განაწილება მხოლოდ სამ ლაურეატსზე შეიძლება, ისინი ცოცხლები უნდა იყვნენ პრემიის დაანონსები დროს ოქტომბერში და ინფორმაცია პრემიის ნიმინაციების შესახებ არ საჯაროვდება 50 წლის განმავლობაში.

ნობელის პრემიების მსგავსად ფიზიკაში, ქიმიაში, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში და ლიტერატურაში, ყოველი ლაურეატი ეკონომიკაში იყებს დიპლომს, ოქროს მედალს და ფულადი გრანტის დოკუმენტს შვედეთის მონარქისაგან, ნობელის პრემიების დაჯილდოვების ცერემონიაზე სტოკჰოლმში, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს (10 დეკემბერს).

ლაურეატები

ნობელის ეკონომიკის პრემიის პირველი ლაურეატები იყვნენ რაგნარ ფრიში და იან ტინბერგენი „ეკონომიკური პროცესების ანალიზების დინამიური მოდელების შექმნისა და გამოყენებისათვი“. პრემია მოგებული აქვს ორ ქალს: ელინორ ოსტრომს, 2009 წელს და ესტერ დიუფლოს 2019 წელს.

ალტერნატიული სახელები

ჯილდოს ოფიციალური შვედური სახელი 1969 წლიდან (პრემიის დაარსებიდან) Sveriges riksbanks pris i ekonomisk vetenskap till Alfred Nobels minne. მაგრამ, ნობელის ფონდის თარგმნები მუდმივად იცვლებოდა:

წლები ინგლისური თარგმანი ქართული თარგმანი
1969–1970 Prize in Economic Science dedicated to the memory of Alfred Nobel პრემია ეკონომიკის მეცნიერებაში ალფრედ ნობელის ხსოვნისთვის
1971 Prize in Economic Science პრემია ეკონომიკურ მეცნიერებებში
1972 Bank of Sweden Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel შვედეთის ბანკის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებაში ალფრედ ნობელის ხსოვნისათვის
1973–1977 Prize in Economic Science in Memory of Alfred Nobel პრემია ეკონომიკის მეცნიერებაში ალფრედ ნობელის ხსოვნისათვის
1978–1981 Alfred Nobel Memorial Prize in Economic Sciences ალფრედ ნობელის მემორიალური პრემია ეკონომიკის მეცნიერებაში
1982 Alfred Nobel Memorial Prize in Economic Science ალფრედ ნობელის მემორიალური პრემია ეკონომიკის მეცნიერებაში
1983 Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel პრემია ეკონომიკის მეცნიერებაში ალფრედ ნობელის ხსოვნისათვის
1984–1990 Alfred Nobel Memorial Prize in Economic Sciences ალფრედ ნობელის მემორიალური პრემია ეკონომიკის მეცნიერებაში
1991 Sveriges Riksbank (Bank of Sweden) Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel შვედეთის ბანკის პრიზი ეკონომიკურ მეცნიერებაში ალფრედ ნობელის ხსოვნსათვის
1992–2005 Bank of Sweden Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel შვედეთის ბანკის პრიზი ეკონომიკურ მეცნიერებაში ალფრედ ნობელის ხსოვნსათვის
2006–present The Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel შვედეთის ბანკის პრიზი ეკონომიკურ მეცნიერებაში ალფრედ ნობელის ხსოვნსათვის

ლიტერატურა

  • Nasar, Sylvia (1998). A Beautiful Mind. New York: Simon & Schuster. ISBN 0-684-81906-6. 

რესურსები ინტერნეტში

ნობელის პრემია ეკონომიკაში 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ნობელის პრემია ეკონომიკაში შექმნა და დაფინანსებანობელის პრემია ეკონომიკაში ნომინაციისა და არჩევის პროცესინობელის პრემია ეკონომიკაში ლაურეატებინობელის პრემია ეკონომიკაში ალტერნატიული სახელებინობელის პრემია ეკონომიკაში ლიტერატურანობელის პრემია ეკონომიკაში რესურსები ინტერნეტშინობელის პრემია ეკონომიკაში სქოლიონობელის პრემია ეკონომიკაში1968ალფრედ ნობელინობელის პრემიანობელის ფონდიშვედური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ატომიბუნების დაცვაასტრიდ ლინდგრენიაფხაზეთის ომი (1992-1993)გიორგი ყიფშიძეთბილისის ზღვაირემიალეგორიამიტოზიაბრეშუმის დიდი გზაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოაფხაზეთიქართლის ცხოვრებალიმფოციტებილაშა ტალახაძექვეწარმავლებიროდოსის კოლოსიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონითვალისაქართველო XV საუკუნეშიმსოფლიოს მოსახლეობაატმოსფერული წნევარიონიკონსტანტინოპოლის დაცემაკაპიტალიზმიპითაგორას თეორემაპლურალიზმიცენტნერინიანგებიადამიანიპარალელოგრამიზვიად გამსახურდიაძუძუმწოვრებიიესო ქრისტეათი მცნებაქართული მითოლოგიამხედრიონიივანე ჯავახიშვილიილონ მასკიგამზრდელი (პოემა)სოლომონ Iანტონიმიდისლექსიადედოფალასავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისჟირაფისებრნისაქართველოს ისტორიაგოგირდიჯვაროსნული ლაშქრობებიპოლიტიკური გეოგრაფიაგიორგი მაზნიაშვილიიტალიაპაბლო პიკასობახტრიონის ბრძოლასაუდის არაბეთიივანე მაჩაბელიბარსელონალებომბოს მთებიძალაკონსტიტუციაბუნებრივი გადარჩევაბიშკეკიაჭარასაქართველოს სამეფოძაღლიმასონობარკინაყივანახველაერთიანი ნაციონალური მოძრაობასაქართველოს მდინარეების სიასაქართველოს ბრძოლების სიალუქსემბურგიელდარის დაბლობიტაო-კლარჯეთიგურამ დოჩანაშვილიანალური სექსიიგავ-არაკიდიდგორის ბრძოლავეფხვი🡆 More