გიორგი მაჩაბელი

გიორგი მაჩაბელი (დ.

1885 — გ. 31 მარტი, 1935) — ქართველი ქიმიკოსი, გამომგონებელი, პოლიტიკოსი. შექსპირის მთარგმნელის ივანე მაჩაბლის უფროსი ძმის ვასილის და ნინო ვეზირიშვილის ვაჟი, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და პარფიუმერი, „სუნამოების პრინცად“ წოდებული. დაკრძალულია ლონგ–აილენდის სასაფლაოზე, ნიუ–იორკში, აშშ.

გიორგი მაჩაბელი
გიორგი მაჩაბელი
დაბადების თარიღი 1885
გარდაცვალების თარიღი 1935, 31 მარტი
ნიუ–იორკი
პროფესია ქიმიკოსი, გამომგონებელი, პოლიტიკოსი
მეუღლე(ები) ნარინა ჯილი
მშობლები მამა: ვასილ მაჩაბელი
დედა: ნინო ვეზირიშვილი

ბიოგრაფია

გიორგი მაჩაბელი 1885 წ. დაიბადა. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. სწავლის პერიოდში სათავეში ედგა მოსწავლეთა წრეს. სწავლა ბერლინის სამთო აკადემიაში გეოლოგიურ ფკულტეტზე გააგრძელა, სადაც ის გაერთიანდა მიიღეს ტევტონთა ორდენში. ამ პერიოდში შეძენილი გერმანელი მეგობრები შემდგომი პოლიტიკური მოღვაწეობისას გიორგის დიდ დახმარებას გაუწევენ. აკადემიაში სტუდენტებს, როგორც მუშებს, თვეების მანძილზე ამუშავებდნენ მაღაროებში, ამან მაჩაბელი თეთრი და შავი სამუშაოს თანაბარი დაუზარლობით შესრულებას მიაჩვია. აკადემიის დამთავრების შემდეგ გიორგი მაჩაბელმა თავისი შრომით მოიარა მთელი მსოფლიო — ხან მეზღვაური იყო, ხან მძღოლი და ხან შიკრიკი.

ქორწინება

გიორგი მაჩაბელი 
ნორინა ჯილი (მარია კარმი)

1916 წელს გიორგი მაჩაბელი დაქორწინდა ევროპის მასშტაბით ძალიან პოპულარულ, იტალიელ მსახიობ ნორინა ჯილიზე, რომლის სცენური ფსევდონიმია მარია კარმი. მარიამ სახელი განსაკუთრებით მადონას როლის შესრულებისას გაითქვა, თავისი პირველი ქმრის, დრამატურგ მაქს რეინჰარტის პიესაში – „სასწაული“. გიორგიმ ნორინას სიყვარული იტალიური ენის უმოკლეს ვადაში შესწავლით დაუმტკიცა. 1933 წელს ნორინა ჯილი და გიორგი მაჩაბელი ერთმანეთს დაცილდნენ. მიზეზი ქალის ინდუსური სპირიტუალური სეანსებით გატაცება იყო.

პოლიტიკური საქმიანობა

პირველი მსოფლიო ომის დროს ბელგიაში იმყოფებოდა. ბელგიაში ის დაუკავშირდა გუბერნატორ ფონ ჰოლცს, რომელსაც გააცნო საქართველოს დამოუკიდებლობის გეგმა გერმანიის მხარდაჭერის შემთხვევაში. მაჩაბლის გეგმით საქართველო უნდა გამხდარიყო მონარქია. გიორგი მაჩაბელი მომხრე იყო გერმანელი პრინცის იოახიმის, კაიზერ ვილჰელმ II-ის უმცროსი ვაჟისა და რომელიმე ქართველი პრინცესას დაქორწინებით, გერმანული დინასტიით სათავეში ქართული მონარქიის აღდგენისა. კანდიდატიც შერჩეული ჰყავდა მიშო მაჩაბლის ასული მარინა. ამის შემდეგ გერმანიაში გადავიდა, სადაც კავშირი დაამყარა 1914 წელს შექმნილ „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტთან“. 21 ოქტომბერს მაჩაბელი თბილისში ჩავიდა და გახსნა კომიტეტის ფილიალი. ის იყო გერმანული წყალქვეშა ნავებით იარაღის საქართველოში შეტანის ინიციატორი და შემსრულებელი. ნოემბერში გიორგი მაჩაბელი ვენაში ჩავიდა და გერმანიასა და ოსმალეთთან დადებული შეთანხმების ანალოგიური შეთანხმება დადო ავსტრია-უნგრეთთან.

საქართველოს სახელმწიფო დემოკრატიული რესპუბლიკის დროს გიორგი მაჩაბელი საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი იყო იტალიაში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იტალიაში უსახსროდ დარჩენილი ოჯახის ფეხზე დასაყენებლად ნორინა სცენას დაუბრუნდა. ამერიკელმა რეჟისორმა მორის გეტმა ის ნიუ–იორკში მიიწვია, ხელახლა დადგა „სასწაული“, წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ სპექტაკლი ათასჯერ წარმოადგინეს.

1922 წ. ის ამერიკაში გადასახლდა. გიორგი მაჩაბელი, წარმატებული ბიზნესის მიუხედავად, არ ჩამოშორებია საზოგადოებრივ საქმეებს. ის იყო 1931 წ. შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი. გიორგი მაჩაბელი დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა არა მარტო სათვისტომოს, არამედ ყველა გაჭირვებულ ქართველს.

ამერიკული წლები

1924 წელს გახსნა ანტიკვარული მაღაზია „წითელი და შავი“ და როგორც საქმოსანმა სულ მალე გაითქვა სახელი. თუმცა არ ივიწყებდა თავის ძველ გატაცებას – სუნამოების შეზავებას და 1926 წ. დააარსა პარფიუმერული კომპანია „Prince Matchabelli“, რომელიც 1920-1930–იან წლებში აშშ–ს უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ეს მიგნება ეკუთვნოდა მის მეუღლეს. პირველი სუნამო, რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა, იყო „საქართველოს დედოფალი“, მას მოჰყვა „პრინცესა ნორინა“, „დიუშეს ოფ იორკ“, „ოქროს შემოდგომა“, სააბაზანო ზეთი „აბანო“, ოდეკოლონი „ქარის სიმღერა“, დაპრესილი პუდრი და ტუჩსაცხი.

ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელიც ნახევრად ავტომატური მეთოდით კეთდებოდა, მაგრამ ოქროთი მოვარაყება, ორქოსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება ხელით ხდებოდა. სულ მალე გიორგი მაჩაბლის გვირგვინები მთელ ამერიკას მოედო.

ფირმის პირველი მუშები გიორგი მაჩაბლის მეგობრები იყვნენ, მასავით ლტოლვილი არისტოკრატები, მათი ცოლები და ქალიშვილები, ამიტომ ფირმის თანამშრომლებმა შეადგინეს ყველაზე დიდგვაროვანი, თავაზიანი პერსონალი მთელ ამერიკაში.

გიორგი მაჩაბელმა უბრალო ჰობიდან ათ წელიწადში შექმნა არა მარტო მილიონიანი ბიზნესი, არამედ გახდა ნოვატორიც. როდესაც მაჩაბელმა თავისი ბიზნესი წამოიწყო, ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ არ გააჩნდა. რაც მზადდებოდა, ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო ძირითადად. ასე რომ, გიორგი მაჩაბელმა შეავსო ის სიცარიელე, რაც იმ დროს არსებობდა ამერიკულ სპარფიუმერიო წარმოებაში.

1935 წ. ივნისისთვის მე-5 ავენიუზე გიორგი მაჩაბელს დაგეგმილი ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა. მარტში კი ფილიალების გახსნის მიზნით იმოგზაურა შანხაისა და კალიფორნიაში, მაგრამ გზაში გაცივდა. 1935 წლის 31 მარტს ნიუ-იორკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

ნორინა ჯილიმ გახსნა ბრწყინვალე სადემონსტრაციო სალონი, სადაც გამოფენილი იყო გიორგის პორტრეტი სამეფო რეგალიებით, 1936 წ. კი ბრენდი „Prince matchabelli“ სუნამოების მწარმოებელ სოლ გენცს 250 ათას დოლარად მიჰყიდა. ფირმა კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელით და რეცეპტით გამოდის და საფირმო ნიშანიც იგივეა – ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები. დღესდღეობით „პრინცი მაჩაბელი“ ითვლება მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკად.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

გიორგი მაჩაბელი ბიოგრაფიაგიორგი მაჩაბელი იხილეთ აგრეთვეგიორგი მაჩაბელი რესურსები ინტერნეტშიგიორგი მაჩაბელი1885193531 მარტიაშშივანე მაჩაბელინიუ–იორკიშექსპირი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიასაათი (ერთეული)ჭიამაიასებრნიბაგრატ III (საქართველოს მეფე)სიყვარულიამერიგო ვესპუჩიკილოგრამითვითმფრინავის ბიჭების საქმესაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიბაგრატიონებიალავერდიმალდივის რესპუბლიკასამხრეთი კორეაათენიმსოფლიოს მოსახლეობაYouTubeქეთევან დედოფალიისლანდიასეფსისისაქართველო VI საუკუნეშიწყნარი ოკეანეალკანითეთრი დათვიისრაელიშინაური ძაღლისამკურნალო მცენარეებიოქროს კვეთააფრიკის ქვეყნების სიაარაბთა გაერთიანებული საამიროებიდიდგორის ბრძოლაფენიქსი (მითოლოგია)ბათუმიდავით კაჭარავანიუტონის კანონებიგამარჯვების დღერევაზ ინანიშვილითბოგამტარობაენდომეტრიოზიშიზოფრენიამზის დაბნელებაქრისტეს თორმეტი მოციქულიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებირენესანსიარქიტექტურაოქსიდილომი (ასტროლოგია)ალაზანიდისკრიმინაციასაქართველო XV საუკუნეშისასარგებლო წიაღისეულიპარიზიფრინველებიენგურის ჰიდროელექტროსადგურიჭადრაკიEuropebetსტუმარ-მასპინძელივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიზებრებიზურა ყიფშიძეპოლიტიკური გეოგრაფიამონაკოღამურალუვრიმეორე მსოფლიო ომიკორუფციაბიზანტიის იმპერიაჩრდილოეთი ამერიკააპენდიციტიაფხაზეთის ომი (1992-1993)დინოზავრებიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაედუარდ შევარდნაძედადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმილითონებისტივენ სიგალი🡆 More