სამაჩაბლო

სამაჩაბლო — ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი სათავადო.

წარმოიშვა XV საუკუნის დასაწყისში მდინარე ლიახვის შუა და ზემო წელზე, ისტორიულ აჩაბეთის ხევში. სახელწოდება მომდინარეობს თავად მაჩაბელთა გვარიდან, რომელთა წინაპრები იყვნენ აზნაური თავხელიძეები (სხვა თვალსაზრისით, ანჩაბაძეები). სამაჩაბლოს რეზიდენცია იყო აჩაბეთი, ხოლო საგვარეულო საძვალე-სამარხი — თირის მონასტერი და საბაწმინდა. ეკლესიურად ექვემდებარებოდა ნიქოზის საეპისკოპოსოს. სამაჩაბლოს სამხრეთი ნაწილის ეკონომიკა ეყრდნობოდა სარწყავ მიწათმოქმედებას. ხეობის ზემო წელზე მისდევდნენ მემინდვრეობას (ითესებოდა ქერი), განვითარებული იყო მესაქონლეობა. სამაჩაბლოს ჩამოყალიბება და ტერიტორიული გაფართოება დაკავშირებული იყო მეფის ხელისუფლების წინააღმდეგობის დაძლევასთან. სამაჩაბლოს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ქსნის საერისთავო, სამხრეთიდან ფავლენიშვილთა და ამილახვართა მამულები, სამხრეთ-დასავლეთით საყაფლანიშვილო, ჩრდილო-დასავლეთით — რაჭის საერისთავო. ჩრდილოეთით მაჩაბელთა ძალაუფლება დვალეთამდე აღწევდა. XV საუკუნეში მაჩაბელთა მებეგრეა დვალეთის ერთ-ერთი ხეობის — ჟღელეს — სოფლები, ხოლო XVII დამლევს — ზროგოს ხეობის სოფლები. სამაჩაბლო გაუქმდა 1850 წელს, როდესაც მაჩაბლებსა და ყმა ოსებს შორის გამწვავებული კლასობრივი ბრძოლის გამო სენატის დადგენილებით მაჩაბელთა 2000 კომლი ყმა სახაზინო უწყებას გადაეცა.

ლიტერატურა

  • ანდღულაძე ნ., თირის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, თბ., 1976;
  • გვალასია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983;
  • ჯანაშია ს., ბარათაშვილთა გენეოლოგიისათვის, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;

რესურსები ინტერნეტში

Tags:

1850XV საუკუნეXVII საუკუნეამილახვრებიანჩაბაძეებიაჩაბეთიდვალეთიზროგოს ხეობათირის მონასტერილიახვიმაჩაბლებიმემინდვრეობამესაქონლეობანიქოზის საეპისკოპოსოოსებიჟღელეს ხეობარაჭის საერისთავოსაქართველოქერიქსნის საერისთავოხეითის საბაწმინდის ეკლესია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მცხეთის ჯვრის მონასტერისაქართველოს პრეზიდენტიდიდება (ჰიმნი)გაზაფხულიბაგრატიონებიოქსიდიქვეყნების სატელეფონო კოდების სიაქართლის სამეფოთეიმურაზ Iფეოლა (ფილმი)ათეროსკლეროზიქანდაკებაგაერთიანებული ერების ორგანიზაციაპუნიკური ომებიშავი ზღვის თევზების სიაMozilla Firefoxირაკლი კობახიძეალექსანდრე ჩივაძესაქართველოს ეროვნული პარკების სიაისლამიინტერნეტიჰექტარიეკვატორული კლიმატური სარტყელისომხური სამოციქულო ეკლესიამგელიჰერაკლექრისტიანობამარტივი რიცხვიმცენარეებიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიოცდაათწლიანი ომიაიეტი (მითოლოგია)ბალკანეთის ნახევარკუნძულიხევსურეთივინსენტ ვან გოგიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითპარაცეტამოლითავისუფლების დიდი ქარტიასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშითრომბოციტებიშოთა არველაძეგარემოს დაბინძურებანილოსიგიორგი V ბრწყინვალენაწლავებიქართულ-სელჩუკური ომებიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითილია ჭავჭავაძემეგრული ენაალავერდისოლომონ Iმარაკანაკუთხევახტანგ VIკოლოსეუმიაფრიკაუფლისციხესაქართველო V საუკუნეშისიურრეალიზმიინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციავერძი (ასტროლოგია)კორუფციაუშგულის თემითეთნულდისიზმარივარძიატემპერამენტის ტიპებიაუტიზმიფემინიზმიკონვექციამდინარემცხეთასომხეთიმონა ლიზავერცხლიმასონობა🡆 More