ცეცხლის შეწყვეტა
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
არაბული ქვეყნების ლიგა ისრაელის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნები ისრაელი პალესტინა | |||||
თარიღი | 1948–დღემდე ძირითადი ეტაპი: 1948–1973 | ||||
მდებარეობა | შუა აღმოსავლეთი | ||||
შედეგი |
| ||||
ტერიტორიული ცვლილებები | მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში დაარსდა პალესტინის ტერიტორიები | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ვიკისაწყობში |
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი (არაბ. الصراع العربي الإسرائيلي ალ-სირა'ა ალ'არაბი ა'ისრაილი; ებრ. הסכסוך הישראלי-ערבי ჰა'სიხსუხ ჰა'იისრაელი-არავი) — პოლიტიკური დაძაბულობა და სამხედრო კონფლიქტების არაბული ქვეყნების ლიგასა და ისრაელს, არაბებსა და ისრაელელებს შორის. თანამედროვე არაბულ-ისრაელიანური კონფლიქტი ეფუძნება XIX საუკუნის ბოლოს, სიონიზმისა და არაბული ნაციონალიზმის ზრდას. ტერიტორიას ებრაელები საკუთარ სამშობლოდ, პანაარაბისტული მოძრაობა კი პალესტინელი არაბების ისტორიულ კუთვნილებად, ხოლო პანისლამისტურ კონტექსტში, ისლამურ მიწად თვლიან. დაპირისპირება პალესტინელ ებრაელებსა და პალესტინელ არაბებს შორის XX საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა და მრავალეტაპიან დაპირისპირებებს, 1948 წლის მაისში თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს შექმნა მოჰყვა.
კონფლიქტი, რომელიც დაიწყო ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, როგორც არაბებსა და ებრაელებს შორის პოლიტიკური და ნაციონალისტური კონფლიქტი ტერიტორიულ ამბიციებზე, გადაიზარდა უფრო ლოკალურ ისრაელურ-პალესტინურ კონფლიქტში. საომარი მოქმედებები დიდწილად დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რომელიც იომ-ქიფურის ომის დასრულებას მოჰყვა. შესაბამისად, სამშვიდობო შეთანხმებებს ხელი მოეწერა ისრაელსა და ეგვიპტეს შორის 1979 წელს და ისრაელსა და იორდანიას შორის 1994 წელს. ოსლოს ხელშეკრულებამ 1993 წელს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია შექმნა განაპირობა, თუმცა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას დღემდე ვერ მიაღწია. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ისრაელსა აკავშირებს სირიასა და 2006 წლიდან ლიბანს შორის. კონფლიქტი ისრაელსა და ღაზას შორის, რომელიც დასრულდა 2009 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით (მიუხედავად ამისა ბრძოლები დღემდე გრძელდება), თუმცა პირდაპირ არ უკავშირდება არაბული ქვეყნების ლიგას, განიხილება, როგორც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტისა და შესაბამისად არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეგვიპტესა და იორდანიასთან სამშვიდობო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებები, არაბულ სამყაროსა და ისრაელს შორის ტერიტორიული კონფლიქტი ჯერაც არ დასრულებულა.
ებრაელებს, მუსლიმანებსა და ქრისტიანებს თავიანთი უკომპრომისო პოზიციის გასამყარებლად რელიგიურ არგუმენტები მოჰყავთ. კონფლიქტის თანამედროვე ისტორიაში ძალიან დიდ როლს რელიგიური რწმენა და რჩეული ერისა იდეის ინტერპრეტირება, აღთქმული მიწა და წმინდა ქალაქი, იერუსალიმი თამაშობს.
1896 წელს ებრაელმა-უნგრელმა ჟურნალისტმა და თანამედროვე პოლიტიკური სიონიზმის ფუძემდებელმა თეოდორ ჰერცლმა გამოაქვეყნა წიგნი „ებრაელების სახელმწიფო“ (გერმ. Der Judenstaat). ამ წიგნში ჰერცელმა ებრაელების პრობლემის პრაქტიკული მოგვარების მეთოდი განსაზღვრა. ეს წიგნი გახდა საფუძველი „პოლიტიკურ სიონიზმისა“, რომლის მიხედვით ჯერ მისაღები იყო საერთაშორისო აღიარება ფაქტის, რომ ებრაელების ქვეყანა იყო ერეც ისრაელი და შემდეგ უნდა მომხდარიყო ებრაელების დასახლება პალესტინაში.
მუსლიმანებიც ყურანზე დაყრდნობით, ასევე გამოთქვამენ პრეტენზიას ამ მიწაზე. ამის საპირისპიროდ ებრაელები ამტკიცებენ, რომ ღმერთმა ეს მიწა აბრაამის უმცროსი ვაჟის, ისააკის შთამომავლებს არგუნა, ხოლო არაბები კი აღთქმულ მიწას აკუთვნებენ აბრაამის სხვა ვაჟს, ისმაელს, რომლიდანაც არაბები წარმოიშვნენ. მუსლიმანები ასევე სცემენ თაყვანს ებრაელებისთვის ისეთ წმინდა ადგილებს, როგორებიცაა: პატრიარქების მღვიმე და მონასტრის მთა. ბოლო 1,400 წლის განმავლობაში მუსლიმებმა ანტიკურ-ებრაელთა მემკვიდრეობა გადააკეთეს და ისლამური სახე მისცეს. მათ შორის: კლდის გუმბათი და ელ-აკსა.
ქრისტიანი სიონისტები აღიარებენ „ისრაელის“ უფლებას იარსებოს პალესტინის მიწაზე. ქრისტიანი–სიონისტები აცხადებენ, რომ თანამედროვე ებრაელები ფლობენ ღვთივბოძებულ უფლებას პალესტინის წმინდა მიწაზე, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ „ღვთივრჩეულ ერს“. ისინი მხარს უჭერენ ისრაელის სახელმწიფოს, რადგან მიაჩნიათ, რომ მემკვიდრული უფლებები წმინდა მიწაზე ებრაელებს გააჩნიათ, ამის ერთ-ერთ დასტურად მოჰყავთ პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეს მეთერთმეტე თავი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.