ისააკი, ბიბლიური პერსონაჟი, აბრაამისა და სარას ძე.
ებრაელთა ერთ-ერთი მითიური მამამთავარი. იაჰვეს ბრძანებით, აბრაამს ისააკი უნდა შეეწირა მსხვერპლად, მაგრამ მსხვერპლშეწირვის დროს ღმერთმა ისააკის ნაცვლად მას სამსხვერპლო ვერძი მიუვლინა (დაბადება, თ. 22). ისააკის თქმულება განეკუთვნება ბიბლიური პატრიარქების ლეგენდათა ციკლს. თავდაპირველად ისააკი სავარაუდოდ ისრაელთა ერთ-ერთი ტომის „წინაპარ-ღმერთად“ ითვლებოდა. პირმშო ძის მსხვერპლად შეწირვა გამოძახილია პირველყოფილი რელიგიის კულტებისათვის დამახასიათებელი წესისა. მსხვერპლშეწირვის სცენა აისახა ხელოვნებაშიც (დონატელოს რელიეფი, რემბრანდტის სურათი და სხვა).
ისააკი | |
---|---|
დაიბადა | არაუადრეს ძვ. წ. 2066 და არაუგვიანეს ძვ. წ. 1851 |
გარდაიცვალა | არაუადრეს ძვ. წ. 1970 და არაუგვიანეს ძვ. წ. 1544 ქანაანი |
დასაფლავებულია | პატრიარქების მღვიმე |
ხსენების დღე | 25 მარტი |
მოღვაწეობა | herder |
ენა | Canaanite |
ეროვნება | Hebrews |
მეუღლე | რებეკა |
შვილ(ებ)ი | იაკობი[1] და ესავი[2] |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ისააკი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.