ისრაელის საგარეო ურთიერთობები

ისრაელის საგარეო ურთიერთობები მსოფლიოს სხვა სახელმიწფოებთან ისრაელის დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობებს აღნიშნავს.

ისრაელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და არაერთი სხვა საერთაშორისო ორგანზიზაციის წევრია. ისრაელი დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს მის მეზობელ ორ არაბულ სახელმწიფოსთან, ეგვიპტესა და იორდანიასთან, რომლებთანაც 1979 და 1994 წლებში დადო სამშვიდობო შეთანხმებები. 2020 წელს ისრაელმა ხელი მოაწერა არაბული ქვეყნების ლიგის ოთხ სახელმწიფოსთან: ბაჰრეინთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, სუდანთან და მაროკოსთან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარების შესახებ ხელშეკრულებას. 2021 წლისთვის ისრაელს ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები აქვს მსოფლიოს 168 სახელმწიფოსთან.

ისრაელის საგარეო ურთიერთობები
ქვეყნები, რომლებთანაც ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

ისრაელის საგარეო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა ახლო აღმოსავლეთში, არაბეთ-ისრაელის კონფლიქტი, ირანთან კონფლიქტი და რეგიონული სახელმწიფოს მიერ უარყოფა. ისრაელის საგარეო პოლიტიკის მიზანია დიპლომატიური იზოლაციისგან თავის დაღწევა და რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოსგან აღიარება და მეგობრული ურთიერთობების დამყარება როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონის, ისე მსოფლიოს სხვა რეგიონების სახელმწიფოებთან. ეროვნული მიზნების მისაღწევად ისრაელი იყენებს როგორც ღია, ისე საიდუმლო დიპლომატიას, მაგალითად: კომერციულ ვაჭრობისას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობისას, ნედლეულის იმპორტისას, შეიარაღების შესყიდვისას, იარაღის ექსპორტისა და სამხედრო მხარდაჭერის დროს, მოკავშირეებთან სადაზვევრო თანამშრომლობისას, სამხედრო ტყვეების გაცვლისას და სხვა შეთანმებები დროს. ისრაელი ხელს უწყობს ებრაელი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას და იცავს ებრაულ თემებს დიასპორებში. სახელმწიფო ეხმარება განვითარებად სახელმწიფოებს და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს იმ ქვეყნებს, რომლებიც დიდი კატასტროფების წინაშე დგანან.

საერთაშორისო ორგანიზაციები

ისრაელის საგარეო ურთიერთობები 
ისრაელის დროშა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობის წინ

პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც ისრაელი გაწევრიანდა, მარცვლეულის საერთაშორისო საბჭო იყო. ისრაელი გაერთიანებული ერების ორგანზიაციის წევრი 1949 წლის 11 მაისს გახდა.

ისრაელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მრავაი სააგენტოს წევრია, მათ შორის: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის. ისრაელი გაწევრიანებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.2019 წელს აშშ-სთამ ერთად ისრაელმა იუნესკო დატოვა. იუნესკოში ყოფნისას ისრაელი მრავალი საერთაშორისო პროგრამისა და ორგანიზაციის წევრი იყო. ისრაელი მონაწილეობდა პროგრამაში „ადამიანი და ბიოსფერი“, სამთავრობოთაშორის ოკეანოგრაფიულ კომისიაში, საერთაშორისო ჰიდროლოგიურ პროგრამასა და გეომეცნიერებათა საერთაშორისო პროგრამაში. ისრაელი „განათლება ყველასთვის“ პროგრამის, უმაღლესი განათლების ევროპული ცენტრის, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის, კულტურული საკუთრების შენახვისა და აღდგენის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს აქტიური წევრი იყო.

1994 წელს ისრაელი ევროპის კავშირის კვლევითი და ტექნოლოგიური განვითარების ჩარჩო-პროგრამას შეუერთდა. არის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის, მოლეკულური ბიოლოგიის ევროპული ორგანიზაციისა და მოლეკულური ბიოლოგიის ევროპული ლაბორატორიის წევრი.

2010 წლის 10 მაისს ისრაელი ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში მიიწვიეს. ისრაელი ნატოს ხმელთაშუაზღვის დიალოგის ფორუმის წევრია. 2014 წელს გაწევრიანდა პარიზის კლუბში.

ორმხრივი ურთიერთობები

ისრაელის საგარეო ურთიერთობები 
ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების სტატუსის მაჩვენებელი მსოფლიო რუკა

აზია

იორდანია

ისრაელს სრული მშვიდობიანი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს იორდანიასთან 1994 წელს დადებული ისრაელ-იორდანიის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, თუმცა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ზოგჯერ იძაბება. იორდანიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს პალესტინელი ლტოლვილები შეადგნენ, რომლებსაც ისრაელის მიმართ ძალიან უარყოფითი შეხედულებები აქვთ.

ყაზახეთი

ისრაელსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 აპრილს დაიწყო. ისრაელის საელჩო ყაზახეთში იმავე წლის აგვისტოში გაიხსნა, ხოლო ყაზახეთის საელჩო ისრაელში 1996 წლის მაისში გაიხსნა. ისრაელის საელჩო ასტანაში მდებარეობს, ხოლო ყაზახეთის საელჩო თელ-ავივშია განლაგებული.

სამხრეთი კორეა

ისრაელსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1962 წლის 10 აპრილს დაარსდა. ისრაელის საელჩო სეულში 1968 წლის აპრილში გაიხსნა, თუმცა ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით 1978 წელს დაიხურა. საელჩო ხელახლა გაიხსნა 1992 წლის იანვარში, ხოლო სამხრეთ კორეის საელჩო თელ-ავივში 1993 წლის დეკემბერში გაიხსნა.

აღმოსავლეთი ტიმორი

ისრაელის საგარეო ურთიერთობები 
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმში

აღმოსავლეთ ტიმორსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის აგვისტოში დამყარდა. ისრაელი აღმოსავლეთ ტიმორში სინგაპურში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი. აღმოსავლეთ ტიმორი განსაკუთრებით დაინტერესებულია ისრაელთან სტრატეგიულ ურთიერთობეაში სოფლის მეურნეობისა და საზღვაო უსაფრთხოების სფეროში.

კვიპროსი

ისრაელის საელჩო ნიქოზიაში მდებარეობს, ხოლო კვიპროსის საელჩო თელ-ავივშია განლაგებული. ორივე სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის კავშირის, ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია.

1980-1990-იან წლებში კვიპროსი უკმაყოფილო იყო ისრაელის პოლიტიკის მიმართ, რომელიც თურქეთთან ახლო თავდაცვითი ურთიერთობებით ხასიათდებობა. ახლო-აღმოსავლეთის კონფლიქტში კვიპროსი ღიად უჭერდა მხარს პალესტინელებს და ოფიციალურად აღიარა პალესტინა დე-ფაქტო სახელმწიფოდ. კვიპროსის პირველი ლედი, ანდროულა ვასილიუ ისრაელში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა, როდესაც დელეგაციამ, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, იასირ არაფატთან შეხვედრა სცადა (ეს უკანასკნელი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა).

ქვეყნებს შორის ურთიერთობა 1993 წლიდან გაუმჯობესდა. ისრაელსა და კვიპროსს შორის მრავალ ორმხრივ შეთანხმებას მოეწერა ხელი და ოფიციალური ვიზიტებიც შედგა, მათ შორის ისრაელის პრეზიდენტის ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი კვიპროსში და კვიპროსის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტი ისრაელში.

ბაჰრეინი

2020 წლის 11 სექტემბერამდე ბაჰრეინსა და ისრაელს შორის ოფიციალური ურთიერთობები არ იყო დამყარებული. ბაჰრეინის მთავრობა არ აღიარებდა ისრაელს, როგორც სახელმწიფოს, თუმცა ისრაელის მოქალაქეებს ვიზის ქონის შემთხვევაში ბაჰრეინში შესვლის უფლება ჰქონდათ. არაოფიციალური ურთიერთობები 2016 წლის ბოლოს დაიწყო ირანთან ურთიერთობის დაძაბვისა და ისრაელისადმი არაბული ლიგის ბოიკოტის უარყოფის შემდეგ. 2020 წლის 11 სექტემბერს ბაჰრეინსა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას მოეწერა ხელი, რის შემდეგაც ორივე მხარემ აღიარა ქვეყნების სუვერენიტეტი და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ისრაელის საგარეო ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებიისრაელის საგარეო ურთიერთობები ორმხრივი ურთიერთობებიისრაელის საგარეო ურთიერთობები იხილეთ აგრეთვეისრაელის საგარეო ურთიერთობები რესურსები ინტერნეტშიისრაელის საგარეო ურთიერთობები სქოლიოისრაელის საგარეო ურთიერთობები20202021არაბთა გაერთიანებული საამიროებიარაბული ქვეყნების ლიგაბაჰრეინიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაეგვიპტეიორდანიაისრაელიმაროკოსუდანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს დიდი სოფლებიევროპული საბჭოემი უაინჰაუსიზვიად გამსახურდიაასტრიდ ლინდგრენიC ჰეპატიტიგიორგი ყარყარაშვილიტკიპებითეიმურაზ Iგერმანიის გაერთიანება (1871)თამარ მეფებასიანის ბრძოლანაპოლეონ ბონაპარტიცისფერყანწელებიილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო)ალექსანდრე მაკედონელიეთიოპიავინსენტ ვან გოგიდავით IV აღმაშენებელიმიქელანჯელო ბუონაროტიბერლინის კედელიმერაბ მამარდაშვილიერთეულთა საერთაშორისო სისტემაუჯრედიქართული გვარისოციალიზმიდედა ენავლადიმერ ლენინიხელისუფლების დანაწილებაბახტრიონი (პოემა)თავისუფლების მოედანი (თბილისი)გველის პერანგიესპანეთისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტივიკიპედიავარდების რევოლუციააჭარის ავტონომიური რესპუბლიკამტკვარისალომე ზურაბიშვილისაქართველოს სოფლებიმალდივის რესპუბლიკაიმანუელ კანტიხორვატიაინგლისიაზერბაიჯანიეკოლოგიაქრისტიანობაგამზრდელი (პოემა)ქალწული (ასტროლოგია)ჩინეთიწყალბადინიადაგიშინაური კატასაქართველოს სამეფოარასამთავრობო ორგანიზაციამსოფლიოს შვიდი საოცრებაალექსანდრე ყაზბეგივეფხისტყაოსანიფსიქოლოგიასაქართველოს ქალაქებიმეტამორფოზირომილაშა შავდათუაშვილირითმაქაქუცა ჩოლოყაშვილინოე სულაბერიძესენსიტიურობაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშითევზები (ასტროლოგია)ოქსიდინერვული სისტემანიკა გვარამიავიტამინებისამეგრელოსაქართველოს კონსტიტუციაუფლისციხეზმნიზედატოლგვერდა სამკუთხედი🡆 More