თეოდორ ჰერცლი (ებრ.
2 მაისი, 1860, — გ. 3 ივლისი, 1904) — უნგრელი ჟურნალისტი, თანამედროვე პოლიტიკური სიონიზმის ფუძემდებელი.
ჰერცლი დაიბადა ბუდაპეშტში, უნგრეთის სამეფოში, ებრაულ ოჯახში, რომელიც ზემუნიდან იყო (მაშინდელი უნგრეთის სამეფო, დღეს — სერბეთი). 18 წლის ასაკში ჰერცლი ოჯახთან ერთად ვენაში (ავსტრია-უნგრეთი) გადავიდა. აქ ჰერცლი სამართალს სწავლობდა, თუმცა გატაცებული იყო ჟურნალისტიკითა და ლიტერატურით. იგი მუშაობდა Neue Freie Presse-ეს ჟურნალისტად პარიზში, ლონდონსა და სტამბოლში. შემდგომ გახდა ამავე გაზეთის ლიტერატურული რედაქტორი და დაწერა რამდენიმე დრამა ვენეციის თეატრისთვის.
1896 წელს ჰერცელმა გამოაქვეყნა წიგნი „ებრაული სახელმწიფო“ (გერმ. Der Judenstaat). ამ წიგნში ჰერცელმა ებრაელების პრობლემის პრაქტიკული მოგვარების მეთოდი განსაზღვრა. ეს წიგნი გახდა საფუძველი „პოლიტიკურ სიონიზმის“, რომლის მიხედვით ჯერ მისაღები იყო საერთაშორისო აღიარება ფაქტის, რომ ებრაელების ქვეყანა იყო ერეც ისრაელი და მხოლოდ მას შემდეგ უნდა მომხდარიყო ებრაელების დასახლება პალესტინაში. ეს იდეა ეწინააღმდეგებოდა მენახემ უსიშკინის „პრაქტიკულ სიონიზმს“, რომელიც პალესტინის ებრაელებით დასახლებას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ქადაგებდა.
ჰერცლს ეკუთვნის კიდევ ერთი უტოპიური თხზულება -რომანი, „ალტნოილენდი“ (გერმ. Altneuland) (ახალი ძველი მიწა). ამ წიგნში მისი თქმით პალესტინაში მცხოვრები არაბები გახდებოდნენ ებრაული ქვეყნის მოქალაქეები, თუმცა მას არ განუსაზღვრავს, რომ არაბები ებრაული მოძრაობის წინააღმდეგ გამოვიდოდნენ. ამ პერიოდში არ იყო ჩამოყალიბებული ძლიერი არაბული ნაციონალური მოძრაობა.
1897 ჰერცელმა შეკრიბა პირველი სიონისტური ორგანიზაციები მსოფლიო სიონისტურ კონგრესზე ბაზელში, შვეიცარია. კონგრესის მიზნი იყო ხოვევეი სიონის თანამშრომლობის ქარტიის მიღება. აქ წარმოთქვა ჰერცელმა მისი განთქმული სიტყვა, სადაც პირველად მოიხსენია სიტყვა სიონიზმი. მასვე ეკუთვნის ფრაზა: „ბაზელში დავაარსე ებრაელების სახელმწიფო“. ამ კონგრესში ასევე დაარსდა მსოფლიო სიონისტური ორგანიზაცია, რომელსაც ჰერცლის იდეები უნდა განეხორციელებინა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article თეოდორ ჰერცლი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.