Internet Archive: ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია

Internet Archive (ქართ.

არქივი აგროვებს ვებგვერდების ასლებს, გრაფიკულ მასალებს, ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს, სურათებს, ვიდეო თამაშებს და პროგრამულ უზრუნველყოფას. იგი მოიცავს 3 მილიონამდე საერთო მოხმარების წიგნს. Internet Archive უზრუნველყოფს მოძიებული მასალების გრძელვადიან არქივაციას და თავის მონაცემთა ბაზაზე უფასოდ წვდომას პუბლიკისთვის. მისი მიზანი არის ცივილიზაციის კულტურულ-ისტორიული ფასეულობების შენარჩუნება ინტერნეტის ეპოქაში და ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა და მხარდაჭერა. 2014 წლის მონაცემით, არქივის მოცულობა შეადგენდა 15 პეტაბაიტს, ხოლო 2016 წლის მონაცემით იგი მოიცავს ვებგვერდების 502 მილიარდ ასლს.

Internet Archive
Internet Archive: ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია
საიტი Archive.org
კომერციულობა არა
საიტის ტიპი ელექტრონული ბიბლიოთეკა
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
დამფუძნებელი ბრიუსტერ კეილი
გაეშვა 12 მაისი, 1996; 27 წლის წინ (1996-05-12)
Alexa-ს რეიტინგი Internet Archive: ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია 260 (ოქტომბერი, 2016)
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

არქივი მომხმარებლებს აძლევს ციფრული მასალების ატვირთვა/ჩამოტვირთვის საშუალებას, თუმცა მონაცემების უმეტესობა გროვდება ავტომატურად, სხვადასხვა საძიებო სისტემების მეშვეობით. მისი ვებარქივია Wayback Machine, რაზეც ხელმისაწვდომია საიტების 150 მილიარდამდე სკრინშოტი.

ბიბლიოთეკის ყოველწლიური ბიუჯეტი არის 10 მილიონი ამერიკული დოლარი და შემოსავალს ღებულობს სხვადასხვა წყაროებიდან: გრანტები, შემოწირებულობები და ა.შ. შტაბ-ბინა მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნია და ჰყავს 200-მდე თანამშრომელი, რომელთა უმეტესობა მუშაობს წიგნების სკანირების ცენტრში. არქივს აქვს მონაცემთა ცენტრები კალიფორნიის სამ ქალაქში: სან-ფრანცისკო, რედვუდ-სიტი, რიჩმონდი. იგი არის International Internet Preservation Consortium-ის წევრი (ბიბლიოთეკების საერთაშორისო ორგანიზაცია). 2007 წელს ოფიციალურად მიენიჭა ბიბლიოთეკის სტატუსი.

ლიტერატურა

  • Kahle, Brewster (1996 ნოემბერი). „Archiving the Internet“. Scientific America.
  • Kahle, Brewster. (6 ნოემბერი, 2013) Scanning Center Fire — Please Help Rebuild.
  • Lepore, Jill (26 იანვარი, 2015). „The Cobweb“. The New Yorker.
  • Ringmar, Erik (10 აპრილი, 2008). „Liberate and Disseminate“. Times Higher Education Supplement.

რესურსები ინტერნეტში

Internet Archive: ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ბრიუსტერ კეილივებგვერდივიდეო თამაშისან-ფრანცისკოქართული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

არაგვითერგდალეულებიდისკრიმინაციასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024მოგზაურობა ევროპაშიბეჰემოთიჯაყოს ხიზნებიალკენიმამებისა და შვილების ბრძოლანეიტროფილებიქართლის ცხოვრებავახტანგ I გორგასალიშველიმწვერვალიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიიგავ-არაკისაბერძნეთიThe Beatlesბორჯომივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიანბანიბაქტერიებისასანიანთა იმპერიააზერბაიჯანიავსტრიამარტივი და შედგენილი რიცხვებისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიდედამიწის სტრუქტურაირემისაქართველო XVII საუკუნეშინიკო ფიროსმანინარკოტიკიდეციმეტრივულკანიოლიმპიური თამაშებირომის იმპერიააბრეშუმის ჭიარუსუდანიკორდილიერებიიმპრესიონიზმიგიორგი IV ლაშასამებაკურდღელიავტომობილიცისფერყანწელებიკონტინენტიევთანაზიაქართული ფილმების სიალარიგრიგოლ რობაქიძეფსორიაზირითმასახელმწიფოზურა ყიფშიძეგენოციდიღამურამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიფრინველებიხევსურეთიკულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდედაპლატაფსიქოლოგიამიხეილ სააკაშვილიინსულტიზაფხულიინტერნეტიბახტრიონი (პოემა)კაცია-ადამიანი?!სანტიმეტრიAndroidთორნიკე ერისთავისიყვარულისოკრატეადამიანიოქროს საწმისი🡆 More