Alexa Internet, Inc.
იგი განთქმულია საიტით, რომელზეც გროვდება საიტების ნახვადობის სტატისტიკა. Alexa არის Amazon.com-ის შვილობილი კომპანია.
ტიპი | შვილობილი |
---|---|
დარგი | ინტერნეტი |
დაფუძნდა | 1 აპრილი, 1996 |
დამაარსებელი | ბრიუსტერ კეილი, ბრიუს გილიატი |
სათავო ოფისი | სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ |
მმართველი | ენდრიუ რამი (პრეზიდენტი) დეივ შერფეზი (ვიცე პრეზიდენტი) |
პროდუქცია | Alexa საძიებიო სისტემა (გაუქმდა 2008) Alexa ხელსაწყოების პანელი |
მფლობელი | Amazon.com |
საიტი | alexa.com |
დაარსდა 1996 წელს როგორც დამოუკიდებელი კომპანია, ბრიუსტერ კეილისა და ბრიუს გილიატის მიერ, ხოლო 1999 წელს 250 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ შეისყიდა Amazon-მა. Alexa-ს ხელსაწყოების პანელი (Alexa Toolbar) აგროვებს ინფორმაციას საიტების ნახვადობაზე და შემდეგ ახდენს პუბლიკაციას მისსავე საიტზე. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს სან-ფრანცისკოში.
2015 წლიდან მოყოლებული, მის საიტს ყოველთვიურად დაახლოებით 6.5 მილიონი მომხმარებელი სტუმრობს. Alexa-ს 2017 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე მონახულებადია Google.com, მეორე ადგილს იკავებს Youtube.com, ხოლო მესამეს – Facebook.com.
This article uses material from the Wikipedia ქართული article Alexa Internet, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.