სან-ფრანცისკო

სან-ფრანცისკო (ინგლ.

San Francisco; [sæn frənˈsɪskoʊ], ოფიციალურად სან-ფრანცისკოს ქალაქი და ოლქი) — ჩრდილოეთ კალიფორნიისა და სან-ფრანცისკოს ყურის ფინანსური და კულტურული ცენტრი.

ქალაქი
სან-ფრანცისკო
San Francisco
სან-ფრანცისკო
სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭე
დროშა
სან-ფრანცისკო
Oro en paz. Fierro en guerra.[1] [2] [3] [4]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
შტატი კალიფორნია
ოლქი სან-ფრანცისკო
შიდა დაყოფა 64 უბანი
კოორდინატები 37°46′45″ ჩ. გ. 122°25′09″ დ. გ. / 37.77917° ჩ. გ. 122.41917° დ. გ. / 37.77917; -122.41917
ქალაქის მერი ედვინ მ. ლეე
დაარსდა 29 ივნისი, 1776
ფართობი 600.7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 16
მოსახლეობა 825 863 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 6 803 კაცი/კმ²
აგლომერაცია 4 335 391
სასაათო სარტყელი UTC-8, ზაფხულში UTC-7
სატელეფონო კოდი 415
საფოსტო ინდექსი 94101-94188
ოფიციალური საიტი sfgov.org
ფოტო სატელიტიდან სან-ფრანცისკო
სან-ფრანცისკო — აშშ
სან-ფრანცისკო
სან-ფრანცისკო — კალიფორნია
სან-ფრანცისკო

სან-ფრანცისკოს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, კალიფორნიაში შექმნილი ეს თვითმართვადი ქალაქი გადაჭიმულია 121 კმ²(46.9 კვადრატული მილი)-ის ფართობის ტერიტორიაზე. აქ ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 6,803 ადამიანი ცხოვრობს. იგი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია მთელ კალიფორნიაში, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე, პირველი ადგილი კი ნიუ-იორკს ეკუთვნის. სან-ფრანცისკოს მოსახლეობა 2013 წლის აღწერით 837,442-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით იგი კალიფორნიის შტატში მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია ლოს-ანჯელესის, სან-დიეგოსა და სან-ხოსეს შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი მხოლოდ მეთოთხმეტე. ქალაქი ასევე წარმოადგენს თავისი რეგიონის კულტურულ და ფინანსურ ცენტრს.

სან-ფრანცისკოს დაარსება 1976 წლის 29 ივნისით თარიღდება და ესპანელ კოლონიზატორებს მიეწერებათ.. 1849 წელს დაწყებულმა კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელებამ ქალაქის მოსახლეობის სწრაფი ზრდა გამოიწვია და ამ დროისთვის სან-ფრანცისკო უკვე ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ყველაზე ხალხმრავალ ქალაქი არის. მოსახლეობის ზრდამ კი 1856 წელს, თავის მხრივ, ქალაქის თვითმართვად ერთეულად ჩამოყალიბება განაპირობა. სან-ფრანცისკოს სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1906 წლის მიწისძვრამ და ხანძარმა, რამაც მისი სამი-მეოთხედი ნაწილი მიწასთან გაასწორა, თუმცაღა იგი მალევე ფეხზე დადგა და 1915 წელს პანამის კონტინენტურ ექსპოზიციას უმასპინძლა. ქალაქი აქტიურად იყო ჩართული მეორე მსოფლიო ომშიც. ომის შემდეგ მასიურმა იმიგრაციამ, მოსახლეობის ლიბერალურმა მისწრაფებებმა და მრავალმა სხვა ფაქტორმა ქალაქს სიყვარულის ზაფხულისკენ უბიძგა, რამაც სან-ფრანცისკო ლიბერალიზმის კერად აქცია მთელ ამერიკაში.

სან-ფრანცისკოს, რომელიც ცნობილია თავისი თავბრუდამხვევი ზაფხულით, ნისლით, ციცაბო ბორცვებით, დახვეწილი არქიტექტურითა და ისეთი ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა: ოქროს კარიბჭე, ტრამვაი ქსელი, ალკატრასის ციხე, ალკატრასის კუნძული, ჩაინა თაუნი და ლომბარდიის ქუჩა, მუდამ აღტაცებაში მოჰყავს ტურისტები.

ისტორია

ესპანეთის იმპერია 1776–1821

მექსიკის პირველი იმპერია 1821–1823
მექსიკა 1823–1848

აშშ 1848–დღემდე

ადამიანთა მოსახლეობის უძველესი კვალი სან-ფრანცისკოს ტერიტორიაზე ძვ.წ 3,000 წლით თარიღდება. სან-ფრანცისკოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1769 წლის 2 იანვრამდე მხოლოდ ადგილობრივი იელამუს ტომი მოსახლეობდა, სანამ აღნიშნულ ტერიტორიას ესპანელი კოლონიზატორები არ მოადგნენ გასპარ დე პორტოლას მეთაურობით. 7 წლის შემდეგ, 1776 წლის 28 მარტს ფრანცისკე ასიზელის ორდენის წევრებმა ხუან ბაუტისტა დე ანზას თაოსნობით პრესიდიო დააარსეს.

1821 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს ტერიტორია მექსიკამ იგდო ხელთ. მექსიკის შემადგენლობაში ყოფნისას სან-ფრანცისკოს ტერიტორიაზე ორდენის მმართველობა დასრულდა და მიწების პრივატიზება დაიწყო. პირველი თავისუფალი მესაკუთრე ინგლისელი უილიამ რიჩარდსონი არის, რომელმაც 1835 წელს ააშენა კარმიდამო დღევანდელი პორტსმუთის სკვერის ტერიტორიაზე.მერთან ერთად სწორედ ამ პიროვნებას მიუძღვის უდიდესი წვლილი ამ მზარდი ტერიტორიის დაპროექტებასა და ქალაქ იერბა-ბუენად ჩამოყალიბებაში. ამერიკა-მექსიკის ომისას, 1846 წლის 7 ივლისს კომოდორ ჯონ დრეიკ სლოუტიმ იერბა-ბუენა მოითხოვა. მომდევნო წლის 30 იანვარს ქალაქს სახელი შეუცვალეს და სან-ფრანცისკო დაარქვეს და ქალაქიც ოფიციალურად გადავიდა ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებაში. მიუხედავად მიმზიდველი მდებარეობის, როგორც საპორტო, ისე სანაოსნო თვალსაზრისით, სან-ფრანცისკო მაინც პატარა დასახლებად რჩებოდა, რომელსაც გეოგრაფიული თავისებურებები კიდევ უფრო არასტუმართმოყვარეს ხდიდა.

სან-ფრანცისკო 
სან-ფრანცისკოს პორტი 1851 წელს
სან-ფრანცისკო 
პორტსმუთის სკვერი 1851 წელს

სან-ფრანცისკოს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება 1848 წელს. კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელებამ ქალაქში საფუარით გამომცხვარი პურის კმაყოფაზე მყოფი უამრავი ოქროს მაძიებელი შეყარა, რამაც მოსახლეობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია: თუ 1848 წელს სან-ფრანცისკოს მოსახლეობა 1,000-ს უდრიდა, 1849 წლისთვის ეს რიცხვი 25,000-მდე გაიზარდა. ჯადოსნური გამდიდრების სურვილითა და იმედით შეპყრობილი ჯგუფები უკანმოუხედავად ტოვებდნენ გემებს და თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ ოქროს საბადოებისკენ. სან-ფრანცისკო მომთაბარეთა მცირე დასახლებიდან დიდ ქალაქად იქცა, მოკირწყლული ქუჩებით, ეკლესიებით, სკოლებით და სამთავრობო დაწესებულებებით. მრავალი ქალაქი აშენდა მთელს კალიფორნიაში. შეიქმნა კანონთა სისტემა და მთავრობა, რის გამოც კალიფორნია 1850 წელს აშშ-ის შტატად გამოცხადდა. ვერცხლის საბადოების აღმოჩენამ კი 1959 წელს ოპორტუნისტთა ახალი ჯგუფი მიიზიდა. მიუხედავად ბევრი დადებითი შედეგისა ოქროს ციებ-ცხელებამ სან-ფრანცისკო გარყვნილების, თაღლითობის, პროსტიტუციისა და უკანონობის კერად აქცია.

მეწარმეებმა სცადეს ოქროს ციებ-ცხელებისას დაგროვებული ქონების კაპიტალიზირება. ყველაზე ადრე დაწინაურდა საბანკო ინდუსტრია და 1852 წელს წარმოიქმნა კალიფორნიის ბანკი, ხოლო 1864 წელს უელს ფარგო. 1869 წელს გაყვანილი პირველი ტრანსკონტინენტალური რკინიგზის (რომლის მშენებლობაშიც ქალაქი უხალისოდ მონაწილეობდა) მეშვეობით სან-ფრანცისკო მალე აღმოსავლეთის შტატებს დაუკავშირდა, რამაც მის სავაჭრო პოტენციალის ამაღლებას შეუწყო ხელი. მოსახლეობის კიდევ უფრო ზრდამ, ისევე, როგორც მათი მოთხოვნებისამ, ახალი ბიზნეს იდეების გაღვივებას შეუწყო ხელი და ამდენად, მალევე დაარსდა ლევი სტრაუსის ჯინსების კომპანია და დომინგო ჩირარდელის შოკოლადის მწარმოებელი კომპანია. იმიგრირებული მუშები ქალაქის ყურადსაღებ ნაწილს შეადგენდნენ, მაგალითად, 1870 წლისთვის აზიელები ქალაქის მოსახლეობის 8%-ს შეადგენდნენ. მოსახლეობის ამგვარმა ეთნიკურმა სურათმა ასახვა ჰპოვა ქალაქის შემდგომ განვითარებაზე და შეიქმნა ჩინური კვარტალიც, რომელსაც ჩაინათაუნის სახელით ვიცნობთ. 1870 წელს ქლეი სთრითზე პირველი ტრამვაი გამოჩნდა. აქაურები თანდათან აშენებდნენ სკოლებს, ეკლესიებს, თეატრებსა და პარკებს სამოქალაქო ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ამავე პერიოდში შეიქმნა ცნობილი გოლდენ გეით პარკიც. ამ ხანებში პრესიდიო ამერიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს სამხედრო კომპლექსად იქცა. 1890 წლისთვის ქალაქის მოსახლეობამ 300,000 შეადგინა და ამ მაჩვენებლით მან ამერიკის ქალაქებს შორის სიდიდის მიხედვით მერვე პოზოცია დაიკავა.

XX საუკუნის დასაწყისში ქალაქს სერიოზული წინააღმდეგობების გადალახვა მოუხდა. მას ჯერ ჭირის ეპიდემია დაატყდა თავს, რომელმაც 1900-დან 1904 წლამდე გასტანა. 1906 წლის 18 აორილის დილის ექვსის თორმეტ წუთზე კი სან-ფრანცისკო და ჩრდილოეთ ცალიფორნია მიწისძვრის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მიწისძვრამ შენობების ნგრევასთან ერთად მწყობრიდან გამოიყვანა გაზის სისტემა. გაზის მილები დაზიანდა, რაც ხანძრის მიზეზი შეიქნა, ხანძრისა, რომელიც მელაევე მთელ ქალაქს მოედო და მდგომარეობა რამდენიმე დღე უკონტროლო იყო. ვინაიდან მწყობრიდან გამოვიდა სახანძრო სისტემა ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა არტილერისტებს მოუხდათ. ისინი შენობებს აფეთქებდნენ და ცდილობდნენ იგი ერთგვარ ჯებირად ექციათ. ხანძრის შედეგად ქალაქის 3/4 ნაწილი ნანგრევებად იქცა, მათ შორის იყო ქალაქის საქმიანი ნაწილი. თანადროული წყაროების მიხედვით ამ უბდურებას 498 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცაღა თანამედროვენი თვლიან, რომ მათი რიცხვი რამდენიმე ათას ადამიანს უნდა შეადგენდეს. ქალაქის 400,000 მოსახლიდან ნახევარი სახლის თავშესაფრის გარეშე დარჩა. მათ თავი პრესიდიოში, გოლდენ გეით პარკსა და ოკეანის სანაპიროზე სახელდახელოდ შექმნილ კარვების ქალაქს შეაფარა თავი, ხოლო ნაწილმა თავს აღმოსავლეთ სანაპიროზე გაქცევით უშველა.

"ისტორიას არ ახსოვს არცერთი ქალაქი, რომელიც ასე ერთბაშად განადგურებულა. სან-ფრანცისკო გაქრა." – ჯეკ ლონდონის სიტყვები, წარმოთქმული 1906 წლის სან-ფრანცისკოს მიწისძვრის შემდეგ.

ადგილობრივებმა დახმარების ლოდინს საქმის სწრაფად დაწყება ამჯობინეს და მართლაც, აღდგენითი სამუშაოები სწრაფად და მასშტაბურად დაიწყო და ასევე გაგრძელდა. დაზარალებულებს გვერდში ამოუდგა ამერიკის ბანკის დამაარსებელი და დირექტირი ამადეო გიანინი, რომელმაც სესხები გასცა მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც უსახლკაროდ დარჩა. 1910 წელს შეიქმნა სან-ფრანცისკოს დაგეგმარებისა ურბანული კვლევის ასოციაცია, რომელსაც მოსახლეობის ხელახლა დასახლებაზე უნდა ეზრუნა. მიწისძვრამ დააჩქარა ქალაქის დასავლეთით მდებარე დასახლებების განვითარება, მათ შორის ფასიფიქ ჰეითი, სადაც მრავალმა მდიდარმა დაიდო ბინა. მენშენ ჰილზე დანგრეული სასახლეების ადგილი სასტუმროებმა დაიკავეს. ხელახლა, ბოზ-არტის სტილში აშენდა სან-ფრანცისკოს სითი ჰოლი და ქალაქმა საბოლოოდ ხელახლა დაბადება 1915 წელს აღნიშნა პანამის კონტინენტურ ექსპოზიციაზე.

გეოგრაფია

სან-ფრანცისკო 
სან-ფრანცისკოს ნახევარკუნძული

სან-ფრანცისკო მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროსა და სან-ფრანცისკოს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით და მოიცავს სან-ფრანცისკოს ყურესა და წყნარი ოკეანის ნაწილს. ქალაქის შემადგენლობაში ასევე შედის: თრეჟერ აილენდი, ალკატრასის, იერბა ბუენას კუნძულები და წითელი კლდის კუნძულის, ალამედას კუნძულისა და ენჯელ აილენდის ნაწილი. იგი ასევე მოიცავს სანაპიროდან 43 კილომტრით (27 მილი) დაშორებულ ფარალონის დაუსახლებელ კუნძულებს. საბოლოოდ, სან-ფრანცისკოს ტერიტორია, მის შემადგენლობაში არსებული წყნარი ოკეანის ნაწილის ჩეთვლით, დაახლოებით 600.7 კმ² (232 კვადრატული მილი) არის.

სან-ფრანცისკო 
რაშენ ჰილიდან მომავალი მანქანები ლომბარდიის ქუჩაზე

ქალაქი ცნობილია გორაკებით, რომელთა რაოდენობაც 50-ს აღწევს. აქ ზოგიერთი ქუჩას, ნობ ჰილის, რასელ ჰილისა და პოტრერო ჰილის ჩათვლით, იმ გორაკის სახელი ჰქვია, რომელზეც მდებარეობს. ქალაქის გეოგრაფიულ ცენტრთან ახლოს, სამხრეთ-დასავლეთით ნაკლებად დასახლებული გორაკებია განლაგებული. თვინ პიქსი კი, რომელიც სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ ყველაზე მაყალი წერტილია, საუკეთესო ადგილს წარმოადგენს ქალაქის ხედების საცქერად. სან-ფრანცისკოს უმაღლეს გორაკს კი 282 მეტრი (103 ფუტი) სიმაღლის დევიდსონის ბორცვი წარმოადგენს, რომელსაც 1934 წელს აღმართული 31 მეტრიანი ჯვარი ამშვენებს. ამავე არეალში მდებარეობს სუტრო თოუერი, წითელ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ტელე-რადიო გადამცემი ანძა.

სან-ფრანცისკო სეისმურად არცთუ უსაფრთხო ადგილზე მდებარეობს, რამეთუ მასთან ახლოსაა სან-ანდრეასისა და ჰეიარდის ნაწევები, რომლების გამოც მოხდა 1905 და 1989 წელს მიწისძვრა. აქ უმნიშვნელო მიწისძვრები რეგულარულად ხდება, მნიშვნელოვანი მიწისძვრის შიში კი არსებით როლს თამაშობს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. სან-ფრანცისკოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურმა ააგო წყლის მიწოდების სისტემა. ქალაქის მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს ძველი შენობების მოდერნიზებასა და ახალი შენობების თანამედროვე სტანდარტებით აგებაზე. სან-ფრანცისკოს ხელმძღვანელობის თავდადებული შრომის მიუხედავად ქალაქში მაინც ათასობით პატარა დაუცველი შენობაა.

სან-ფრანცისკოს სანაპირო უკვე გასცდა თავის ბუნებრივ საზღვრებს. მთელი რიგი უბნები, ისეთები როგორებიცაა: მარინას ოლქი, ჰანტერს ფოინთი და მიშენ ბეი ოკეანეში ხელოვნურად შექმნილ ტერიტორიაზე მდებარეობენ. ასეთი ნაპირი კი მიწისძვრის დროს სიმყარით, რა თქმა უნდა, არ გამოირჩევა. მსგავს ტერიტორიებზე გრუნტის გათხელების დიდი საფრთხე არსებოსბს, რაც მარინას ოლქმა 1989 წლის მიწისძვრისას საკუთარ თავზე იწვნია..

ქალაქის ხედები

სან-ფრანცისკოს საქმიანი ნაწილის ხედი თვინ პიკსიდან 05.52 საათი, 27 ოქტომბერი, 2006 წელი
სან-ფრანცისკოს საქმიანი ნაწილის ხედი თვინ პიკსიდან ღამე, 2011 წელი

უბნები

კლიმატი

დემოგრაფია

ენები

2010 წლის მონაცემებით სან-ფრანცისკოს მოსახლეობის 54.58% (411,728)-თვის დედაენა ინგლისურია, იმ დროს, როდესაც დედაენად ქალაქის 18.60% (140,302) - ჩინურს, 11.68% (88,147) - ესპანურს, 3.42% (25,767) - ტაგალურს, 1.86% (14,017) - რუსულს, 1.45% (10,939) - ვიეტნამურს, 1.05% (7,895) - ფრანგულს, 0.90% (6,777) - იაპონურს, 0.88% (6,624) - კორეულს, 0.56% (4,215) - გერმანულს, ხოლო 0.53% (3,995) - იტალიურს მიიჩნევს. საბოლოოდ კი სან-ფრანცისკოს მოსახლეობის მხოლოდ 45.42% (342,693)-თვის არ წარმოადგენს ინგლისური მშობლიურ ენას.

ეკონომიკა

კულტურა და თანამედროვე ცხოვრება

გასართობი და საშემსრულებლო ხელოვნება

მუზეუმები

სპორტი და გართობა

პლაჟები და პარკები

სამართალი და მთავრობა

კრიმინალი

განათლება

კოლეჯები და უნივერსიტეტები

დაწყებითი და საშუალო სკოლები

მედია

ტრანსპორტი

გზატკეცილები და გზები

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

აეროპორტები

ნავსადგურები

უსაფრთხოება

ცნობილი პიროვნებები

საკონსულოები და დაძმობილებული ქალაქები

ასევე იხილეთ

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ბიბლიოგრაფია

დამატებითი საკითხავი

დამატებითი ბმულები

სქოლიო

Tags:

სან-ფრანცისკო ისტორიასან-ფრანცისკო გეოგრაფიასან-ფრანცისკო დემოგრაფიასან-ფრანცისკო ეკონომიკასან-ფრანცისკო კულტურა და თანამედროვე ცხოვრებასან-ფრანცისკო სპორტი და გართობასან-ფრანცისკო პლაჟები და პარკებისან-ფრანცისკო სამართალი და მთავრობასან-ფრანცისკო განათლებასან-ფრანცისკო მედიასან-ფრანცისკო ტრანსპორტისან-ფრანცისკო ცნობილი პიროვნებებისან-ფრანცისკო საკონსულოები და დაძმობილებული ქალაქებისან-ფრანცისკო ასევე იხილეთსან-ფრანცისკო ლიტერატურასან-ფრანცისკო რესურსები ინტერნეტშისან-ფრანცისკო დამატებითი საკითხავისან-ფრანცისკო დამატებითი ბმულებისან-ფრანცისკო სქოლიოსან-ფრანცისკოინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ერთა ლიგა (უეფა)ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონირუსუდანიხემარწყვანივთიერებათა ნარევისანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)ქართლის გაქრისტიანებაინდოეთისაჭმლის მომნელებელი სისტემალეონარდო და ვინჩიA-GPSლიტრიაბსცისაკარლეს პუჩდემონიმაგნიუმიკონგოდავით გურამიშვილიიააფრიკის ქვეყნების სიამიგრაციათვითმმართველობანიადაგითინათინიგეორგიევსკის ტრაქტატისამხრეთი კორეამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიანარკოტიკიმიხეილ მესხის სტადიონისამკუთხედინინო მუმლაძებრაზილიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიმიუზიკლიაზიაინგლისის რევოლუციაპროტესტანტიზმიადიშის ოთხთავილუვრინავთობიძველი საბერძნეთიმეტაფორაგიორგი მიქაუტაძენოე ჟორდანიაარგენტინაილია ჭავჭავაძესაქართველოს სამეფოპლანეტაისლამური სახელმწიფოიბრაჰიმ ტრაორესაქართველოს საფეხბურთო სტადიონების სიამონღოლებიკონტინენტიბუდუ ზივზივაძეპერსონალური კომპიუტერიერეკლე II-ის ოჯახიფოთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004კაცია-ადამიანი?!კუთხეთბილისის ძეგლებიაბსოლუტური მონარქიაყვავილოვანი მცენარეებისოლომონ Iპოსტიმპრესიონიზმისაბა ლობჟანიძერუსთავისულეიმან Iლევან კობიაშვილირომის რესპუბლიკასაქართველოს პირველი არხინიკოლა ტესლაგამზრდელი (პოემა)პელეახალციხელათინური ენაკილიან მბაპემერაბ მამარდაშვილისასანიანთა იმპერია🡆 More