აფრაზიული ენები ანუ სემიტო-ქამიტური, ასევე გავრცელებულია დასახელება ქამიტო-სემიტური — ენათა მაკრო ოჯახია, რომელიც გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.
აფრაზიული ენათა ოჯახი აერთიანებს ენათა ექვს ოჯახს: ბერბერო-ლიბიური ენები, ძველეგვიპტური ენა, ქუშიტური ენები, ომოტური ენები, სემიტური ენები და ჩადური ენები. ის ვრცელი ენათა ოჯახია და შეიცავს 375 ცოცხალ ენას. ამ ენებზე დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი საუბრობს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article აფრაზიული ენები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.