აკნე

აკნე ანუ ფერიმჭამელა — თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია.

მისი მთავარი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობა, რომელსაც ჰორმონული დარღვევები (გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების ჭარბი სეკრეცია), სებორეა, შაქრიანი დიაბეტი, ფუნქციონალური ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა უწყობს ხელს.

აკნე
აკნე
აკნე 14-წლის ბიჭზე გარდატეხის ასაკში
დარგი დერმატოლოგია, family medicine Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 10765
ICD-10 L70.0
ICD-9 706.1
MedlinePlus 000873
eMedicine eMedicine: derm/2
Patient UK აკნე

აკნეს განვითარებას აგრეთვე ხელს უწყობს ინფექციური დაავადებები, ავიტამინოზი, კანის არასაკმარისი ჰიგიენა. აკნე ხშირია სქესობრივი მომწიფების (გარდატეხის) ასაკში. ამ დროს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით ძლიერდება ცხიმის გამოყოფა და ეპითელიუმის გარქოვანება. ფოლიკულები კერატინით (გარქოვანებული ეპითელიუმი) და ცხიმით იხშობა. ჩნდება კომედონი.

სიმპტომები და მიმდინარეობა

აკნეს განვითარების საწყის ეტაპზე წარმოიქმნება მიკროკომედონები, რომლებიც იზრდება და დახურულ, ე.წ. თეთრ (წერტილების ან კვანძების მსგავს) და ღია, ე.წ. შავ კომედონებად იქცევა.

პაპულოზური და პაპულო-პუსტულოზური ფერიმჭამელები მეორეული ანთებითი ელემენტებია, რომლებსაც კომედონებში ბაქტერიების გამრავლება იწვევს. კომედონის ადგილას წარმოიქმნება 2-5 მმ დიამეტრის ვარდისფერი კვანძი - პაპულა. შემდგომი განვითარებისას მის მწვერვალზე კონუსისებრი პუსტულა ჩნდება. პუსტულის შიგთავსი, ჩირქოვანი ექსუდატი, ან ხმება და ქერქს აჩენს, ანდა იხსნება და კანის ზედაპირზე გამოდის. უკუგანვითარების შემდეგ პუსტულის ადგილას რჩება პიგმენტური ლაქა ან პატარა ნაწიბური.

დახურული და ღია კომედონების, პაპულოზური და პაპულო-პუსტულოზური ფერიმჭამელების არსებობისას მსუბუქ აკნეზე ლაპარაკობენ.

ინდურაციული ფერიმჭამელა (acne indurata) პაპულო-პუსტულოზური ფერიმჭამელას შედარებით რთული ფორმაა და მისგან ანთების კერის ღრმა მდებარეობით განსხვავდება. პაპულა მაგარია, ამასთანავე, ანთებითი პროცესი (უმთავრესად - გამონაყარის სიმრავლის გამო) ირგვლივ მდებარე ქსოვილებზეც ვრცელდება. ამგვარი კვანძები უკუგანვითარებისას ატროფიულ ან ინდურაციულ ნაწიბურებს წარმოქმნის. აღინიშნება კანის მყარი პიგმენტაციაც. სათანადო მკურნალობისას ასეთი გამონაყარი მთლიანად გაიწოვება, თუმცა უფრო ნელა, ვიდრე პაპულო-პუსტულოზური ფერიმჭამელები. მკურნალობა ისეთივეა, როგორიც პაპულო-პუსტულოზური ფერიმჭამელების დროს.

შემდგომი განვითარებისას ინდურაციული ფერიმჭამელების ადგილას ჩნდება ჩირქით სავსე კისტოზური (ბუშტუკოვანი) ღრუები, რომლებიც შეიძლება შეერთდეს. ასეთ წარმონაქმნებს ფლეგმონოზურ ფერიმჭამელებს უწოდებენ.

ინდურაციულ და ფლეგმონოზურ ფერიმჭამელებს ხშირად კვანძოვანკისტოზურადაც იხსენიებენ. მათი არსებობა აკნეს მძიმე მიმდინარეობაზე მეტყველებს.

შესაძლოა, კანის ამა თუ იმ უბანზე ერთდროულად სხვადასხვა ელემენტი არსებობდეს, მაგრამ ყველა მათგანი ცხიმოვანი ჯირკვლების არეშია განლაგებული. ამიტომ არის, რომ აკნეს დროს გამონაყარი უმთავრესად შუბლზე, საფეთქლებზე, ლოყებზე, ცხვირზე, ცხვირ-ტუჩის არეში, ნიკაპზე, გულმკერდსა და ზურგის ზედა ნაწილში ჩნდება.

მკურნალობა

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა, რაც დერმატოლოგის პრეროგატივაა, ექიმი კოსმეტოლოგი კი კანის ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ.

თუ აკნეს მიზეზი ჰორმონული დარღვევები აღმოჩნდა, საჭირო გახდება ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის აკნეს დროს მიმართავენ კანის ადგილობრივ თერაპიას მალამოებით, გელით, ლოსიონით, რომლებიც კომედონების საწინააღმდეგო, ცხიმის გამოყოფის შემამცირებელ და ანთების საწინააღმდეგო აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს.

ჰორმონული დარღვევების დროს შეიძლება დაინიშნოს სასქესო ჰორმონები.

ფერიმჭამელებისგან კანის გასაწმენდად გამოიყენება ქიმიური პილინგი - ხილის სუსტი მჟავების დახმარებით კანის ზედა შრის მოშორების პროცედურა.

პროფილაქტიკა

  • ერიდეთ ნახშირწყლებსა და ცხიმს, გაიმდიდრეთ რაციონი რძის ნაწარმით, ხილით, ბოსტნეული კულტურებით. მარილის შემცირებაც არ იქნება ურიგო.
  • ხელი არ ახლოთ გამონაყარს - გამორწყვისას კანს უფრო მეტად დაიზიანებთ და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას.
  • დღეში ორჯერ დაიბანეთ პირი ცხიმიანი ან პრობლემური (აკნესადმი მიდრეკილი) კანისთვის განკუთვნილი საპნით და ნაზად შეიმშრალეთ პირსახოცით.
  • გამოიყენეთ მხოლოდ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც აქვს წარწერა "non comedogenic".
  • ერიდეთ მზის სხივებს - ნამზეური აკნეს მხოლოდ ნიღბავს.
აკნე  გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!

ლიტერატურა

  • ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" #14 (152) 2007 წ.

Tags:

აკნე სიმპტომები და მიმდინარეობააკნე მკურნალობააკნე პროფილაქტიკააკნე ლიტერატურააკნესეკრეციაფსიქიკური აშლილობაშაქრიანი დიაბეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აშშ-ის ისტორიაკავკასიონივიტამინებიოტელო (ვერდის ოპერა)გამზრდელი (პოემა)საქართველოს მთებიბრუნებადასავლეთ რომის იმპერიის დაცემაფრიდერიკ შოპენინარკოტიკიწიგნი სიბრძნე სიცრუისათბილისის ბოტანიკური ბაღიქართლის სამეფოალცჰაიმერის დაავადებაუჯრედიაია-სოფიას ტაძარიკახა კალაძეფესახიჩინეთიოქტავიანე ავგუსტუსიბუღა თურქის შემოსევაქაშვეთის ეკლესიაქართვლის დედასანტიმეტრისაქართველოს სამოქალაქო ომილებომბოს მთებიიაკობ გოგებაშვილიბათუმიდუნაიადამიანის ჩონჩხიასომთავრულინახშირწყლებიერითროციტებიქალწული (ასტროლოგია)სქესობრივი აქტიდავით კაკაბაძეგიორგი გახარიამერკურიჭიამაიასებრნითევზებიხარებასაქართველო XII-XIII საუკუნეებშიმსოფლიო მიზიდულობის კანონისასწორი (ასტროლოგია)ნარიყალა29 აპრილიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითავსტრალიამარშალის გეგმაგიორგი VIIIანბანიჩუტყვავილასაქართველოს სახელმწიფო გერბიაბანოთუბანითახვიფოთისამკურნალო მცენარეებისინგაპურიხევისბერი გოჩაკაპიტალიზმითხის რქა (ასტროლოგია)მუსიკადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიპორტუგალიაანტონიმისუნთქვადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისიონის ტაძარიექსპრესიონიზმიმტკვარიგიორგი მამარდაშვილიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებატონაჰეკლააბრეშუმის დიდი გზასაქართველოს პრეზიდენტისაქართველოს დემოგრაფია🡆 More