კანი

კანი (ლათ.

კანი ტერმინს „კანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კანი (მრავალმნიშვნელოვანი).

cutis) – ადამიანისა და ცხოველების სხეულის ზედაპირული საფარველი. კანი შედგება ორი ნაწილისაგან — ეპიდერმისისა და დერმის ანუ კორიუმისაგან, რომლებიც ერთიმეორისაგან ბაზალური მემბრანით არიან გამიჯნული. კანის უმთავრესი ფუნქცია არის შეინარჩუნოს ორგანიზმის ჰომეოსტაზი გარემოს ყოველდღიური ზემოქმედების მიუხედავად. იგი ქმნის ბარიერს სხეულის სითხეებისთვის და იცავს ქვეშ მდებარე ქსოვილებს მიკროორგანიზმების, მავნე ნივთიერებებისა და რადიაციის მოქმედებისაგან. იგი ახდენს ვიტამინ D-ს სინთეზს. თმა, ფრჩხილები, ბრჭყალები, ბეწვი, ოფლის და ქონის ჯირკვლები კანის დანამატებია. კანი და კანის დანამატები ასაკთან ერთად ცვლილებებს განიცდიან. ადამიანის კანი სხეულის ყველაზე მძიმე ორგანოა, რომელზეც მოდის სხეულის წონის დაახლოებით 16 პროცენტი და ფარავს 1,2-დან 2,3 კვადრატულ მეტრ ფართობს. იგი შეიცავს სამ შრეს ეპიდერმისს, დერმას(საკუთრივ კანს) და კანქვეშა ქსოვილებს. ყველაზე ზედაპირული შრე ეპიდერმისი თხელია, მოკლებულია სისხლძარღვებს და იყოფა ორ შრედ: მკვდარი კერატიზებული უჯრედებისგან შემდგარ გარეთა რქოვან შრედ და შიდა უჯრედულ შრედ, სადაც მელანინი და კერატინი ფორმირდება. ეპიდერმისის ქვედა შრიდან ზედასკენ მიგრაციას დაახლოებით 1 თვე ესაჭიროება. ეპიდერმისის კვება ქვეშმდებარე დერმაზე. დერმა კარგად მარაგდება სისხლით. იგი შეიცავს შემაერთებელ ქსოვილს, ქონის ჯირკვლებს, საოფლე ჯირკვლებს და თმის ფოლიკულებს. ის ქვემოთ ერწყმის კანქვეშა ქსოვილს ან ადიპოზურ ქსოვილს. ნორმალური კანის ფერი დამოკიდებულია ოთხძირითად პიგმენტზე: მელანინი, კაროტინი, ოქსიჰემოგლობინი და დეოქსიჰემოგლობინი. მოყავისფრო პიგმენტ მელანინის რაოდენობა გენეტიკურად დეტერმინირებულია და იზრდება მზის სხივების ზემოქმედებით. კაროტინი არის ოქროსფერ-ყვითელი პიგმენტი, რომელიც უხვად არის წარმოდენილი კანქვეშა ცხიმში და ისეთ უბნებში, როგორიცაა ხელისა და ფეხის გულები.

კანი
ადამიანის კანის დიაგრამა
თმიანი და უთმო კანის შრეები
თმიანი და უთმო კანის შრეები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

კანი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

ადამიანიბრჭყალებითმაკაროტინილათ.ფრჩხილიშემაერთებელი ქსოვილიცხოველებიჰომეოსტაზი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პეპ გვარდიოლაშვეიცარიაკონსერვატიზმილუდვიგ ვან ბეთჰოვენიისკო დასენიმორალიგიორგი IV ლაშაჯაყოს ხიზნებითევზებისოლომონ Iარაბთა გაერთიანებული საამიროებიპოლიმერებითბილისიშალვა პაპუაშვილიანემიაგიორგი მაზნიაშვილიირანისუვერენიტეტიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითნიდერლანდებიმერცხლისებრნიგორის ციხელითიუმიბიზანტია-საქართველოს ურთიერთობებიბორჯომიკვარციმსოფლიოს მოსახლეობამღრღნელებილომისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაკასპიის ზღვაგონიოს ციხეგარემოს დაცვაწნევაჩინეთისაქართველოს რევოლუციური კომიტეტიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოვულკანითამარ მეფეღეროვანი უჯრედიმაცივარისაქართველოს წითელი ნუსხაციყვიუფლისციხენარიყალაკანონიერი ქურდიდემოკრატიაქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშილავრენტი ბერიაილია ჭავჭავაძეჯონ მალკოვიჩიისლანდიავატიკანიქვეყნების სიადედა ენაერლინგ ჰოლანიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაბოლნისის სიონისალადინიშხარაოქტავიანე ავგუსტუსისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიზაფხულიბახტრიონი (პოემა)ალექსანდრე მაკედონელიპროპაგანდაკოსმოპოლიტიზმიადამიანიმინერალების სიამიხეილ ხერგიანიცადამაყვანა9 აპრილის ტრაგედიასპილოსებრნიძალადემაგოგიაThe Beatlesსაქართველოს გეოგრაფიანაკრძალი🡆 More