მედიცინა

მედიცინა — მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგი, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ.

საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.

მედიცინა
ასკლეპიო კვერთხით
მედიცინის ძველბერძნული სიმბოლო

ისტორია

სამკურნალო ხელოვნების მწვერვალი ძველ სამყაროში იყო ჰიპოკრატეს საქმიანობა. ახ. წ. II საუკუნეში ანტიკური მედიცინის წარმოდგენები სისტემატიზებულ იქნა გალენოსის მიერ. მისი სისტემა, შევსებული ავიცენას მიერ, და კანონიზებულ იქნა ეკლესიის მიერ, ბატონობდა თითქმის ახალი ეპოქის დასაწყისამდე. XVI-XVII საუკუნეებში ა. ვეზალიუსის, უ. ჰარვის, აღმოჩენებმა, პარაცელსუსის შრომებმა, ა. პარეს და ტ. სიდენჰემის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო მედიცინის დაბრუნებას ცდისეულ ცოდნის საფუძვლებში. ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის მიღწევებმა, კლინიკურ-ანატომიური და კლინიკურ-ექსპერიმენტული მიმართულებების განვითარებამ, ავადმყოფობის კვლევის ობიექტურმა მეთოდებმა განაპირობებს მეცნიერული მედიცინის ჩამოყალიბება.

მედიცინის განვითარების პროცესში მოხდა მისი დიფერენცირება რამდენიმე დამოუკიდებელ დარგად, რომლებიც შეისწავლიან:

მედიცინის დარგები

  • ანესთეზიოლოგია - შეისწავლის გაუტკივარების საკითხებს ოპერაციის გასაკეთებლად
  • გასტროენტეროლოგია - შეისწავლის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოებს და მათ დაავადებებს
  • გენეტიკა - შეისწავლის ორგანიზმების მემკვიდრეობასა და ცვალებადობას
  • გინეკოლოგია - შეისწავლის ქალის სასქესო ორგანოებს და მათ დაავადებებს
  • დერმატოლოგია - შეისწავლის კანის სნეულებებს
  • ენდოკრინოლოგია - შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების აგებულებას და ფუნქციებს
  • ვენეროლოგია - შეისწავლის ვენერიულ სნეულებებს
  • იმუნოლოგია - შეისწავლის ადამიანის იმუნიტეტს
  • კარდიოლოგია - შეისწავლის გულის დაავდებებს
  • ლოგოპედია - შეისწავლის მეტყველების ნაკლს და მის მკურნალობას
  • ნარკოლოგია - შეისწავლის ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ადამიანთა მის მიმართ დამოკიდებულებას და მათ მკურნალობას
  • ნეფროლოგია - შეისწავლის თირკმლების დაავადებებს
  • ონკოლოგია - შეისწავლის სიმსივნეებს და მათი მკურნალობის მეთოდებს
  • ორთოპედია - შეისწავლის ხერხემლისა და კიდურების დეფორმაციას
  • ოსტეოლოგია - შეისწავლის ძვლების ფორმასა და სტრუქტურას
  • ოტორინოლარინგოლოგია - შეისწავლის ყურის, ცხვირისა და ყელის დაავადებებს
  • ოფთალმოლოგია - შეისწავლის თვალის სნეულებებს და მათ მკურნალობას
  • პათოლოგია - შეისწავლის ავადმყოფობის პროცესებს
  • პედიატრია - შეისწავლის ბავშვთა სნეულებებს
  • პროქტოლოგია - შეისწავლის ადამიანის უკანალის სნეულებებს და მათ მკურნალობას
  • რადიოლოგია - მეცნიერება რადიუმისა და სხვა რადიოაქტიური ელემენტების მოქმედებისა და მედიცინაში მათი გამოყენების შესახებ.
  • რევმატოლოგია - შეისწავლის რევმატულ დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს
  • საოჯახო მედიცინა - შეისწავლის ოჯახის ექიმების მომსახურებას და მათი მომსახურების მეთოდებს
  • სექსოლოგია - შეისწავლის ადამიანის სექსუალური აღზრდის მეთოდებს
  • სტომატოლოგია - შეისწავლის პირის ღრუს და კბილების დაავადებებს
  • ტოქსიკოლოგია - შეისწავლის შხამების თვისებებს და მათ ზეგავლენას ორგანიზმზე
  • ტრავმატოლოგია - შეისწავლის ტრავმულ დაზიანებებს და მათ მკურნალობას
  • ტრანსფუზიოლოგია - მეცნიერება სისხლის და სისხლის შემცველების დონორის ორგანიზმში გადასხმის შესახებ
  • ფარმაკოლოგია - შეისწავლის სამკურნალო ნივთიერებათა მოქმედებას ორგანიზმზე
  • ფარმაცევტიკა - იგივეა რაც ფარმაცია
  • ფარმაცია - შეისწავლის სამკურნალო საშუალებების მოპოვების, დამუშავების, დამზადების წესებს
  • ფიზიოლოგია - შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო ფუნქციებს
  • ფსიქიატრია - შეისწავლის ფსიქიკურ დაავადებებს და მათ მკურნალობას
  • ფტიზიატრია - შეისწავლის ფილტვების ტუბერკულოზს და მის მკურნალობას
  • ჰემატოლოგია - შეისწავლის სისხლის შემადგენლობას, თვისებებს და დაავადებებს
  • ჰისტოლოგია - შეისწავლის ადამიანის ორგანიზმის ქსოვილთა აგებულებას

იხილეთ აგრეთვე

  • ჯანდაცვა
  • ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

რესურსები ინტერნეტში

Tags:

მედიცინა ისტორიამედიცინა მედიცინის დარგებიმედიცინა იხილეთ აგრეთვემედიცინა რესურსები ინტერნეტშიმედიცინადაავადებამეცნიერებასიცოცხლეხალხური მედიცინაჯანდაცვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნატრიუმირომის დაარსებააზოტიციყვილუკა მოდრიჩიმიტოზიბახტრიონის ბრძოლათბილისური ეზოვიქტორ დოლიძევოლფგანგ ამადეუს მოცარტიკავკასიაზოდიაქოგია ყანჩელიხევისბერი გოჩამერწყულინაღვლის ბუშტიილია ჭავჭავაძეერთა ლიგაავსტრიაზაფხულიშინაური კატაადამიანიასტრიდ ლინდგრენიადოლფ ჰიტლერიცილებითამარ მეფელანა როუდსილონდონიმდინარეთბილისის კურორტების ჯგუფიალპური დანაოჭებათავისუფლება (ფილოსოფია)ბორჯომი (წყალი)სლოვაკეთიპირველი მსოფლიო ომიპეპ გვარდიოლაკრიშტიანუ რონალდუქართველებისვანური კოშკიკრწანისის ბრძოლატუბერკულოზიტელეფონების ნომრები საქართველოშიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდასაქართველოს რევოლუციური კომიტეტიფილების ტექტონიკალექსი ვეფხისა და მოყმისაუქმე დღეები საქართველოშისაკურავულკანიქართული საბჭოთა ენციკლოპედიალავრენტი ბერიამთავარი გვერდიკილომეტრიირაკლი ღარიბაშვილიიოჰან სებასტიან ბახიიულიუს კეისარიალექსანდრე I დიდიერთიანი ნაციონალური მოძრაობასალადინისვეტიცხოველიდეკლარაციაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობასაქართველოს პოლიტიკური კრიზისი (2007)YouTubeქუთაისიქართული მითოლოგიაჩინეთიტემპერატურაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაისლანდიააშშ-ის ისტორიაგიორგი ჩაკვეტაძეპეტრე I დიდიევოლუციამერაბ მამარდაშვილინუსხურიარწივი🡆 More