2009 წლის ფილმი ავატარი

„ავატარი“ (ინგლ.

ფილმის რეჟისორი, ისევე, როგორც იდეისა და სცენარის ავტორი ჯეიმზ კამერონია. სიუჟეტი ვითარდება 2154 წელს, როდესაც ადამიანები უძვირფასეს მინერალზე, ანობტანიუმზე ნადირობენ ალფა კენტავრის ვარსკვლავური სისტემის დედამიწის მსგავს ბუნებრივ თანამგზავრზე, პანდორაზე. კოლონისტთა ექსპანსია საფრთხეს უქმნის როგორც პანდორას მკვიდრ ნა'ვი-ს ჰუმანოიდთა რასას, ისევე მის მთელ ეკოსისტემას. პანდორას მოსახლეობასთან დასაკავშირებლად ადამიანები გენური ინჟინერიის მეშვეობით შექმნილ სხეულებს იყენებენ.

„ავატარი“
2009 წლის ფილმი ავატარი
ფილმის პოსტერი
ჟანრი ფანტასტიკა
რეჟისორი ჯეიმზ კამერონი
პროდიუსერი ჯეიმზ კამერონი
ჯონ ლანდაუ
სცენარის ავტორი ჯეიმზ კამერონი
როლებში სემ უორთინგტონი
ზოი სალდანა
სტივენ ლენგი
მიშელ როდრიგეზი
ჯოვანი რიბისი
სიგურნი უივერი
კომპოზიტორი ჯეიმზ ჰორნერი
მუსიკა ჯეიმზ ჰორნერი
ოპერატორი მაურო ფიორე
მონტაჟი ჯეიმზ კამერონი
ჯონ რეფუა
სტივენ რივკინი
მხატვარი უეინ ბარლოუ, ჯორდუ შელი,
სტუდია
  • Lightstorm Entertainment
  • Dune Entertainment
  • Ingenious Film Partners
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი 10 დეკემბერი, 2009 (2009-12-10)
(ლონდონური პრემიერა)
17 დეკემბერი, 2009
(ინგლისი)
18 დეკემბერი, 2009
(აშშ)
ხანგრძლივობა 161 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 237 მილიონი აშშ დოლარი
9 მილიონი აშშ დოლარი (ხელახალი გამოცემა)
შემოსავალი 2.788 მილიარდი აშშ დოლარი
საიტი avatarmovie.com

„ავატარზე“ მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო, როდესაც კამერონმა ფილმის 80 გვერდიანი კინოსცენარი დაწერა. გადაღებები 1997 წლის „ტიტანიკზე“ მუშაობის დასრულების შემდგომ უნდა დაწყებულიყო, ფილმის გამოსვლა კი 1999 წელს იგეგმებოდა, თუმცა რეჟისორის განმარტებით, იმდროინდელი ტექნოლოგიები ფილმის საკუთარი ვერსიის შექმნას ვერ უზრუნველყოფდა. ნა'ვი-ს უცხოპლანეტელთა რასის სასაუბრო ენაზე მუშაობა 2005 წლის ზაფხულში დაიწყო, 2006 წლის დასაწყისიდან კი კამერონი შეუდგა სცენარისა და „ავატარის“ გამოგონილი სამყაროს დახვეწა-განვითარებას.

ფილმის ოფიციალური ბიუჯეტი $237 მილიონს შეადგენს. სხვა წყაროები იტყობინება, რომ „ავატარის“ გადაღება მიახლ. $280–310 მილიონი დაჯდა, პლიუს $150 მილიონი მარკეტინგისთვის. ფილმი გამოვიდა როგორც ტრადიციული ორ-განზომილებიანი, ისევე 3D (სამ-განზომილებიანი) ფორმატით. „ავატარი“ დიდ გარღვევად შეფასდა კინოწარმოების ტექნოლოგიებში. კამერები, რომლებითაც მას იღებდნენ, სპეციალურად ფილმის შესაქმნელად დამზადდა. კრიტიკულ და კომერციულ წარმატებას ადასტურებს მისი გამოსვლის პირველივე დღეს შემოსული 27 მილიონი დოლარი.

„ავატარის“ პრემიერა 2009 წლის 10 დეკემბერს შედგა ლონდონში, მსოფლიო-მასშტაბით კი 16 დეკემბრიდან გავიდა. საოცრად მოკლე დროში „ავატარმა“ წარმოუდგენელი მოგება ნახა და მსოფლიოს ყველა დროის მაღალ-შემოსავლიან ფილმთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა, უკან ჩამოიტოვა რა „ტიტანიკი“, რომელიც 12 წლის მანძილზე ფლობდა ამ საპატიო ტიტულს. კამერონის დაპირებისამებრ, 2020, 2021, 2024 და 2025 წლებში გამოვა „ავატარის“ შემდეგი ნაწილებიც.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

2154 წელი. ჯეიკ სალი ყოფილი სამხედროა, რომელიც საზღვაო ძალებში მსახურობდა. ის დაჭრეს ვენესუელაში, რის გამოც ინვალიდის ეტლზე სამუდამოდ მიჯაჭვული დარჩა. მისი ტყუპისცალი ძმა, რომელიც მეცნიერია, აპირებს 4.3 სინათლის წელიწადის მანძილზე არსებულ პლანეტა პანდორაზე, სადაც კორპორაციები მოიპოვებენ მინერალ ანობტანიუმს, რომელიც დედამიწაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს.

ავატარები წარმოადგენენ გენური ინჟინერიის დახმარებით შექმნილ ჰიბრიდებს, რომლებიც შედგენილები არიან ადამიანის და პლანეტა პანდორას ძირძველი მოსახლეების, ნა'ვის დნმ-ის კომბინირებით. შესაძლოა ავატარის დისტანციურად მართვა - ოღონდ მხოლოდ ისეთი ოპერატორის მიერ, რომლისთვისაც ის იქნა შექმნილი (ან მისი გენეტეკური ტყუპისცალის მიერ).

ჯეიკის ძმა უცნაურ ვითარებაში იღუპება პანდორაზე გაფრენის წინ. ვინაიდან ახალი ავატარის შექმნა ძვირი ჯდება, ჯეიკს (რომელიც ძმის ტყუპისცალია) შესთავაზებენ პლანეტაზე ავატარის მართვას, მიუხედავად იმისა, რომ მას მეცნიერული გამოცდილება არ გააჩნია. თავდაპირველად ის თანხმდება ამაზე, ვინაიდან იმედი აქვს, რომ შესძლებს ოპერაციისათვის ფულის დაგროვებას და კვლავ სიარულს (ჯეიკი ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული).

პანდორაზე ჯეიკის ავატარის ამოცანას წარმოადგენს ნა'ვის ტომის მხრიდან სიმპატიებისა და ნდობის გამოწვევა, სინამდვილეში კი მან უნდა დაარწმუნოს აბორიგენები, გადასახლდნენ სხვაგან, ვინაიდან ადამიანების ამოცანებში შედის მათი მთავარი საცხოვრებლის, გიგანტური ხის ქვეშ მდებარე ანობტანიუმის დიდი მარაგის დედამიწაზე გადაზიდვა. ამასთან ერთად, ჯეიკს ავალებენ სხვა სასარგებლო ინფორმაციის მოპოვებასაც, იმ შემთხვევისათვის, თუკი აბორიგენები გაჯიუტდებიან და საჭირო გახდება მათ მიმართ ძალის გამოყენება. ნეიტირი, ულამაზესი აბორიგენი ქალი, ერთ-ერთი ტომის წინამძღოლის შვილი, გადაარჩენს ჯეიკს და სწორედ აქედან მოყოლებული ის შედის ტომთან კონტაქტში. ჯეიკი სწავლობს მათთან ცხოვრებას, მათ ადათ-წესებს და ბრძოლას.

რაც უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს ჯეიკი და ნეიტირი, მით უფრო პატივს სცემს ის ნა'ვის ჰარმონიულ სამყაროს. მალე კოლონიის მმართველობა გადაწყვიტავს, გააგდოს აბორიგენები. ამავე დროს ჯეიკი ყველაზე მეტად დაახლოებულია ნეიტირისთან. მან იცის, რომ ადამიანების შემოტევა კატასტროფის ტოლფასია. მისი თხოვნა ძალისმიერი საშუალებებით პლანეტის აღებაზე შედეგს არ გამოიღებს. მაშინ ჯეიკი აჯანყებას იწყებს.

თანამოაზრეებთან ერთად იგი იპარავს ავატარების მართვის მოწყობილობებს და გადადის ნა'ვის მხარეს. ის აერთიანებს ნა'ვის ყველა ტომს და ადამიანების წინააღმდეგ აჯანყებს. მწარე ბრძოლის დროს განადგურებულია ჯარების დიდი რაოდენობა და მოკლულია მთავარი მოწინააღმდეგე - პოლკოვნიკი კუორიჩი, რომელიც ნა'ვის განადგურებას აპირებდა. ცოცხლად დარჩენილები გაგდებულები არიან პლანეტიდან დანაგვიანებულ და ბუნებრივი რესურსების გარეშე დარჩენილ დედამიწაზე - იმ პირობით, რომ ანობტანიუმის მოპოვება შეწყდება.

ჯეიკი რჩება აბორიგენებს შორის და საბოლოოდ წყვეტს კავშირს ადამიანურ სხეულთან, გადასახლდება რა ავატარში სიცოცხლის ხის ეივას ბიოლოგიური ენერგიის დახმარებით.

როლები და პერსონაჟები

ადამიანები

  • სემ უორთინგტონი — ჯეიკ სალი, საზღვაო ჯარების ყოფილი სამხედრო, რომელიც ავატარის პროგრამაში მონაწილეობს მას შემდეგ, რაც მისი ტყუპი ძმა მოკლული იქნა.
  • სტივენ ლენგი — პოლკოვნიკი მაილ ქუორიჩი, სამხედრო სამსახურის ერთგული, ფილმის მთავარი უარყოფითი გმირი.
  • სიგურნი უივერი — გრეის ოგასტინი, ასტრობიოლოგი, სალის ზედამხედველი და ნა'ვისთან მოლაპარაკებების მონაწილე. მისი ინიციატივით დაარსებული იქნა სკოლა, რომელშიც ნა'ვის ხალხს ინგლისურ ენას ასწავლიდნენ.
  • მიშელ როდრიგეზი — ტრუდი ჩეკონი — ავატარის პროგრამის მონაწილე პილოტი.
  • ჯოვანი რიბისი — პარკერ სელფრიჯი
  • ჯოელ დევიდ მური — ნორმ სპელმენი — ქსენოანტროპოლოგი
  • დილიპ რაო — მაქს პეიტელი — ავატარის პროგრამის მონაწილე მეცნიერი.
    ნა'ვი
  • ზოი სალდანა — ნეიტირი, ომატიკაიას (ნა'ვის კლანის) ბელადის ასული
  • კ.კ.ჰ. პაუნდერი — მო'ატი, ომატიკაიას სულიერი ბელადი, ნეიტირის დედა.
  • ვეს სტუდი — ეიტუკანი, ომატიკაიას ბელადი
  • ლაზ ალონსო — ტსუ'ტეი, ომატიკაიას მებრძოლი.

ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში

2009 წლის ფილმი ავატარი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

2009 წლის ფილმი ავატარი სიუჟეტი2009 წლის ფილმი ავატარი როლები და პერსონაჟები2009 წლის ფილმი ავატარი ჯილდოები2009 წლის ფილმი ავატარი რესურსები ინტერნეტში2009 წლის ფილმი ავატარი სქოლიო2009 წლის ფილმი ავატარი2009ბუნებრივი თანამგზავრიგენეტიკური ინჟინერიადედამიწაეკოსისტემაეპიკური ფილმიზოი სალდანაინგლისური ენასამეცნიერო ფანტასტიკასემ უორთინგტონისიგურნი უივერიჯეიმზ კამერონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დიდი ხუთშაბათიქუნთრუშამარტივი რიცხვიეკოლოგიავულკანიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშისაქართველოს ქალაქებიაბსცისაისლამიქართული სამზარეულობაში-აჩუკი (ფილმი)ვირუსებიადოლფ ჰიტლერიჩარლზ დიკენსისამკურნალო მცენარეებისასმელი წყალიქუთაისიინსულტინავთობიმეორე მსოფლიო ომიგლობალური დათბობაპუნიკური ომებიამაზონიწნევაპარაცეტამოლიევროპის პარლამენტილომი (ასტროლოგია)გიორგი ყიფშიძემოგზაურობა ევროპაშიმეტაფორასომხეთ-საქართველოს ომიივერია (გაზეთი)მარსიშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიპრიზმაბაგრატის ტაძარიბათუმიდავით გურამიშვილიმსოფლიოს შვიდი საოცრებაშვედეთითურქეთითბილისის პანსიონებიხელოვნებასაქართველოს სახელმწიფო დროშამარტივი და შედგენილი რიცხვებისაქართველოს კონსტიტუციაირაკლი კობახიძექართული მითოლოგიაოლიმპიური თამაშებივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიანტიკური ხანამერაბ კოსტავამთავარი გვერდიკონსტანტინოპოლიკუთხეავსტრალიანოქალაქევინინო ლაცაბიძეთავისუფლების მოედანი (თბილისი)არგონავტებიბიპოლარული აშლილობაბასიანის ბრძოლამცხეთის ჯვრის მონასტერიქაქუცა ჩოლოყაშვილილამპრობაკონსტანტინოპოლის დაცემაბუნებრივი რესურსებიბარბიტურატებივერძი (ასტროლოგია)ეპითეტისუვერენიტეტიხეოფსის პირამიდამაცივარიაფრიკის ქვეყნების სიათხის რქა (ასტროლოგია)ფემინიზმისოკოებიქართლის სამეფო🡆 More