ლიტერატურა

ლიტერატურა (ლათ.

ვიწრო გაგებით — მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც გამოსახვის საშუალებად იყენებს სიტყვას, მეტყველებას, ენას. ანტიკურ ხანაში მას მხოლოდ ზეპირსიტყვიერების ფორმა ჰქონდა, შემდეგ კი წერილობითი ფორმა მიიღო. დროთა განმავლობაში ლიტერატურამ შეიძინა კერძო ხასიათი და გახდა საზოგადოებრივი ყოფიერების, ადამიანური ურთიერთობებისა და ემოციების გამოხატვისა და კვლევის საშუალება.

ლიტერატურა
მერტონის კოლეჯის ბიბლიოთეკა
ლიტერატურა
ძველი წიგნების შეკვრა მერტონის კოლეჯის ბიბლიოთეკაში.

ლიტერატურის სახეები

განასხვავებენ ლიტერატურული ხელოვნების ორ სახეს: პოეზიას და პროზას. პოეზია არის ემოციების გადმოცემა სიტყვის მუსიკით, რომელიც მეტრიკის გარკვეულ წესებს ემორჩილება, ხოლო პროზა ჩვეულებრივი მონათხრობია ლექსთაწყობის გარეშე. პროზა უფრო ეთანადება ყოველდღიურ სასაუბრო ენას, ვიდრე პოეზია. ანტიკური ლიტერატურული ნაწარმოებები ლექსად იყო შექმნილი, პროზა უფრო გვიანდელი ეტაპია. მხოლოდ XVIII-XIX საუკუნეებში გათანაბრდა ისინი მნიშვნელობის მიხედვით.

ლიტერატურა 
ჟან ონორე დე ფრაგონარი. მკითხველი

პროზაულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:

რომანი, ნოველა, მოთხრობა, დრამა, პიესა, ესეი, პუბლიცისტური ნარკვევი, ეპისტოლე და მემუარები

პოეტურ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:

ლიტერატურულ ნაწარმოებთა განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენს მოკლე გამოთქმები, რომლებიც გამოხატავენ ადამიანთა ნააზრევს ცხოვრების სხვადასხვა ღირებულებების შესახებ:

ლიტერატურათმცოდნეობა, რომელიც შეისწავლის ლიტერატურის ისტორიასა და ფორმებს, იცნობს მისი განვითარების სტილსა და პერიოდებს:

ლიტერატურა შინაარსის მიხედვით

განსაზღვრების თანახმად, ლიტერატურულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება როგორც „ვეფხისტყაოსანი“ და „დავითიანი“, ასევე ბიბლია, ქართლის ცხოვრება და საქართველოს კონსტიტუცია. უფრო ხშირად ტერმინი „ლიტერატურა“ ესმით, როგორც ბელეტრისტიკა ანუ სიტყვაკაზმული მწერლობის (მოთხრობები, რომანები) ნაწარმოებთა ერთობლიობა.

ლიტერატურული ნაწარმოებები შინაარსის მიხედვით შეიძლება იყოს:

  • ჰაგიოგრაფიული, წმინდანთა ცხოვრების ამსახველი, მაგ. „შუშანიკის წამება“;
  • ჰიმნოგრაფიული, საეკლესიო საგალობლები და ჰიმნები მაგ. „დავითის ფსალმუნნი“
  • ისტორიული, მაგ. კ. გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“, თუკიდიდეს „პელორონესის ომი“, ე. გიბონის „რომის იმპერიის რეგრესი და დაცემა“;
  • ბიოგრაფიული, მაგ. პლუტარქეს „კეთილშობილ ბერძენთა და რომაელთა ცხოვრება“;
  • ფილოსოფიური, მაგ. პლატონის „დიალოგები“;
  • სამეცნიერო, მაგ. ჩ. დარვინის „სახეობათა წარმოშობა“, ჟ.–ა. პუანკარეს „მეცნიერება და ჰიპოთეზა“, ზ. ფროიდის ნაწარმოებები;
  • პოლიტიკური, მაგ. ნ. მაკიაველის „მთავარი“, ციცერონის, თ. ჯეფერსონის, უ. ჩერჩილის და სხვათა ნაწარმოებები.
  • სამხედრო, სამხედრო სტარატეგიების და მართვის ხელოვნება, მაგ. სუნ ძი „ომის ხელოვნება“, ქრისტოფერ კოლენდა „მეთაურობა: საბრძოლო ხელოვნება“

ლიტერატურული ჟანრები

სხვადასხვა

ლიტერატურული ფიგურები:

ეროვნული ლიტერატურა:

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ლიტერატურა ლიტერატურის სახეებილიტერატურა შინაარსის მიხედვითლიტერატურა ლიტერატურული ჟანრებილიტერატურა სხვადასხვალიტერატურა რესურსები ინტერნეტშილიტერატურაადამიანილათინური ენახელოვნება

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სამეგრელოსიმონ Iბრაზილიაკორუფციალოცვა ეფრემ ასურისაასტრიდ ლინდგრენივასკო და გამასიტყვაბაბუაწვერასინონიმებიგიორგი მამარდაშვილიქისტებივიკიპედიალიმფოციტებიაბსცისამუსიკაქართული მითოლოგიაალაზანიოქროს საწმისიერითროციტებიროდოსის კოლოსიძველი თბილისიბორჯომის ხეობის ხანძარი (2017)მედეა (მითოლოგია)საქართველოს გეოგრაფიავულკანისამხრეთი კორეააშშ-ის პრეზიდენტების სიაკვადრატიზედსართავი სახელიმდგრადი განვითარებაიუნესკოაია-სოფიას ტაძარიიულიუს კეისარილაშა ტალახაძესომხური სამოციქულო ეკლესიაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემააბას I (ირანი)ძირითადი საშუალების ცვეთაჰომოფობიასარკაზმისიმკვრივებალდუინ IV იერუსალიმელისაქართველოს მუნიციპალიტეტებიმარათონის ბრძოლაინსულტითბილისის ისტორიასაქართველოს ოქროს ხანაჩემი ცოლის დაქალებიპირველი მსოფლიო ომინატრიუმიმეჰმედ IIკლიმატინიკოლოზ ბარათაშვილიწყნარი ოკეანემარკეტინგიკობიინდუსტრიული რევოლუციაზღარბისებრნიმონღოლთა იმპერიარომის იმპერიაკირჩხიბი (ასტროლოგია)ებრაული დღესასწაულებიმონანიება (ფილმი)ქართული ვაზის ჯიშებიბარდა სკლიაროსიადამიანის ჩონჩხი69 (სექსუალური პოზა)ილია IIსეკულარიზმიამერიკაგველის-მჭამელითავისუფლების მოედანი (თბილისი)თითაობაახალქალაქიკუბური მეტრიგოდერძის უღელტეხილი🡆 More