სპარსული ლიტერატურა

სპარსული ლიტერატურა არის სპარსულ ენაზე დაწერილი ლიტერატურა.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სპარსულ ლიტერატურაში შედის იმ სპარსი ავტორების ნაწარმოებები, რომლებიც სხვა ენებზეა დაწერილი, მაგალითად ბერძნულად ან არაბულად.

სპარსული ლიტერატურა
ქილილა და დამანა, სპარსული ხელნაწერი, დათარიღებულია 1429 წლით. გამოსახულია ტურა, რომელიც ცდილობს ლომს გაექცეს.

სპარსულ ენაზე სექმნილი პირველი ტექსტები თარიღდება ძვ. წ. 650 წლით. სპარსული ლიტერატურის ძირითადი ტექსტები უკავშირდება ისლამის შემოსვლას ირანში დაახლოებით 650 წელს. სპარსელები წერდნენ როგორც არაბულად ასევე სპარსულად, თანდათანობით ამ უკანასკნელმა უპირატესობა მოიპოვა ლიტერატურულ წრეებში.

კლასიკური სპარსული ლიტერატურა

სპარსული ლიტერატურა 
ღვთისმოსავის ვარდის ბაღის ილუსტრაცია, 1553

პრეისლამური სპარსული ლიტერატურა

ძველი სპარსული ლიტერატურიდან ძალიან ცოტა ნაშთებია შემორჩენილი. მათგან უმეტესობა არის მეფეების ჩანაწერები, მათ შორის დარიოს I-ისა (ძვ. წ. 522-486) და მისი შვილი ქსერქსეს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოროასტრიული ნაწერების უმეტესობა ისლამის შემოსვლის შემდეგ განადგურდა, ინდოეთში თავშეფარებულმა სპარსელებმა თან წაიღეს ზოგიერთი ზოროასტრიული წიგნი, მათ შორის ავესტა და მისი ძველი კომენტარები.

შუა საუკუნეებისა და პრემოდერნისტული სპარსული ლიტერატურა

ხალიფა ომეიიადისა და აბასიდის პერიოდში თანამედროვე სპარსული ენა არაბული ენის ჩრდილში იმყოფებოდა, შემდეგ კი თანდათან ლიტერატურული ენა გახდა ცენტრალური აზიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.

ენის ამგვარ რენესანსს ხშირად უკავშირებენ ისეთ მწერლებს, როგორებიცაა ფერდოუსი, უნსური, დაქიქი, რუდაკი და მათი თაობა, რადგან ისინი პრეისლამურ ნაციონალიზმს იყენებენ ანტიკური სპარსეთის წეს-ჩვეულებებისა და სპარსული ენის გასაცოცხლებლად.

საკუთრივ ირანის გარდა სპარსულ ენაზე იქმნებოდა ლიტერატურა სელჩუკების, დღევანდელი თურქეთის, ავღანეთის, პაკისტანისა და ინდოეთის ტერიტორიაზე.

პოეზია

საწყის ეტაპზე სპარსული პოეზია ძირითადად სასახლის კარის პატრონაჟის ქვეშ ვითარდება. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ე. წ. პანეგირიკი, რაც სახოტბო პოეზიას მიეკუთვნება და ხასიათდება ეგზალტირებული სტილით. პანეგირიკის ყველაზე ცნობილი და ხშირად გამოყენებული ფორმა იყო „კაზიდე“. ასევე პოპულარობით სარგებლობდა ომარ ხაიამის „რაბაიატები“.

ამ პერიოდში გავრცელებული იყო სამეფო მეცენატობის ტრადიცია, რომელსაც არც ერთი სამეფო დინასტია არ ღალატობდა. მეცენატობის პერიოდს უკავშირდება ეპიკური პოეზიის გაჩენა, რომელმაც მწვერვალს მიაღწია ფერდოუსის შაჰ ნამეში. ეპიკური პოეზიის მთავარი მიმართულება იყო ირანისა და მისი ისტორიის განდიდება და მკითხველში ეროვნული სიამაყის გრძნობის გაღვივება. ფერდოუსის ნაწარმოებებმა დიდი გავლენა იქონია შემდგომ თაობებზე. XIII საუკუნეში იწყება ლირიკული პოეზიის აღმასვლა. მთავარ სალექსო ფორმად გვევლინება გაზალი. ეს სტილი ხასიათდება ემოციურობით, მდიდარი მეტრიკით და ენის სისადავით. ამ პერიოდის ელიტას წარმოადგენდნენ რუმი, საადი და ჰაფეზი.

XV საუკუნის შემდეგ სპარსულ პოეზიაში გაბატონდა ინდური სტილი, რომელსაც ეკუთვნის ამირ ხოსრო დელავის შემოქმედება.

თანამედროვე სპარსული ლიტერატურა

ირანული სპარსული ლიტერატურა

XIX საუკუნეში სპარსული ლიტერატურა ძირფესვიან ცვლილებას განიცდის. ეს ცვლილება უკავშირდება რეფორმატორ პრემიერმინისტრს ამირ კაბირს, რომელიც მიხვდა, რომ არსებული სახით ლირიკა ვერ განვითარდებოდა და ამიტომ საჭირო იყო პოეზიაში ახალი ფორმებისა და ცვლილებების შეტანა. პოეზიას იგი საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პრობლემებთან პირდაპირ კავშირში განიხილავდა.

ახალი სპარსული ლიტერატურა უკავშირდება ირანულ ფილოსოფიურ წრეებში ჩასახულ საზოგადოებრივ და ინტელექტუალურ მიმდინარეობებს. ყოველივე ამას დაემატა 1906-1911 წლებში ირანში კონსტიტუციური რევოლუცია, რამაც უკვე ცხადად წარმოაჩინა ლიტერატურაში ცვლილებების აუცილებლობა და მისი დაახლოება საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. პოეზიაში ჩნდება ახალი თემატიკა, იწყება რიტორიკული, ლექსიკოსემანტიკური და სტრუქტურილი ექსპერიმენტები. იგრძნობა ევროპული ლიტერატურისა და აზროვნების გავლენა.

ავღანური სპარსული ლიტერატურა

ტაჯიკური სპარსული ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • კობიძე დავით: სპარსული ლიტერატურის ისტორია. სახელმძღვ. სტუდენტებისათვის - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1975
  • კობიძე დავით:სპარსული ქრესტომათია. წიგნი 1: სპარსული და ტაჯიკური მხატვრული ლიტერატურის კლასიკური პერიოდი. (X-XV საუკ.) / [რედ.: ალექსანდრე გვახარია] თბილისი : ცოდნა, 1963
  • კობიძე დავით:სპარსული ქრესტომათია წიგნი 2 : თანამედროვე პროზა და პოეზია. [სპარს. ენაზე. აღმოსავლეთმცოდნ. ფაკ-ტის სტუდენტებისათვის] თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1967
  • კობიძე დავით:ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი / ტომი 1. [რედ.: ვახუშტი კოტეტიშვილი] - თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა და სტ., 1983
  • კობიძე დავით:ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი / ტომი 2 - : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.
  • კობიძე დავით:ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი/ ტომი 3 - : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1978.

Tags:

სპარსული ლიტერატურა კლასიკური სპარსული ლიტერატურა თანამედროვე სპარსული ლიტერატურა რესურსები ინტერნეტშისპარსული ლიტერატურა იხილეთ აგრეთვესპარსული ლიტერატურა ლიტერატურასპარსული ლიტერატურაარაბული ენაბერძნული ენასპარსული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ევერესტიაშშ-ის ისტორიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიხაბელაშვილების ხიდილეგენდაფეხბურთიორენბურგის ოლქინუსხურისულხან-საბა ორბელიანიმერწყულიგათენებამდე (ტელესერიალი)სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკათურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიმსოფლიოს მოსახლეობადისლექსიასლოვაკეთიბაგრატ III (საქართველოს მეფე)თბოგამტარობასაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიამუშთაიდის ბაღი14 აპრილიაბორტიგამზრდელი (პოემა)აქლემირეფრენიგიორგი მაზნიაშვილივიეტნამინეკერჩხალიაუტიზმისაქართველოს წითელი ნუსხანონა გაფრინდაშვილირიცხვითი სახელიკონსერვატიზმიმაჰმადიაღა-მაჰმად-ხანიიაქანი (გეოლოგია)სომხები საქართველოშირკინაელექტრული დენივლადიმერ ლენინირუსეთ-საქართველოს ომი (2008)მსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითტიციან ტაბიძეგელათის აკადემიაFacebookღვიძლიკანადაჰორმონებიოშკისამეგრელოკვადრატული მეტრისხალთის ტაძარიდავით გოგიჩაიშვილიორალური სექსიშუშანიკის წამებანავთობილიტრიზვიგენებიგორიიაკობ გოგებაშვილიძირაჯიხვითბილისის კურორტების ჯგუფისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიქართული გვარიათონის ივერთა მონასტერიარგენტინაორგაზმიჩემი ცოლის დაქალებინიკო ნიკოლაძეუფლისციხეგურიადინოზავრებიარაგვი🡆 More