ანდაზა (ლათ.
დამრიგებლობითი შინაარსის იუმორისტულ-სატირული ხასიათის თქმა. ანდაზათა უმრავლესობა რაიმე საყოველთაოდ მიღებულ ნორმას ან პრაქტიკულ კონცეფციას გამოხატავს. ანდაზა, რომელიც აღწერს ქცევის ნორმას შეიძლება იწოდოს, როგორც „მაქსიმი“. თუ ანდაზა გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი სტილით, მას „აფორიზმი“ ეწოდება.
ანდაზები ხშირად ნასესხებია სხვადასხვა ენებიდან და კულტურებიდან და ზოგჯერ თანამედროვეობაში ერთ ენაზე მეტი წყაროდან მომდინარეობს. ანდაზათა შესწავლას პარემიოლოგია ჰქვია.
მიუხედავად დამრიგებლური ხასიათისა, მცდარია აზრი იმის შესახებ, თითქოს ანდაზა აუცილებლად წარმოადგენს სიბრძნეს (სახალხო სიბრძნეს) ან გვაწვდის პროგრესულ მორალურ-ეთიკურ ნომრას. ხშირია მაგალითი იმისა, რომ ანდაზა ეფუძნებოდეს უმეცარ, მაგრამ ხალხში გავრცელებულ საერთო აზრს. არ არის გამართლებული ანდაზის ჩართვა ბავშვთა აღმზრდელობით პრაქტიკაში - ახსნისა და დასაბუთების გარეშე.
მაგალითი: ანდაზა „გემოვნებაზე არ დაობენ“. აქ მოყვანილი აზრი, თითქოს გვანიჭებს თავისუფლებას შემოქმედებაში, მეორე მხრივ კი იგი გვათანაბრებს უმეცრების, გაუნათლებელი საზოგადოების, არაკომპეტენტურობის ჩარჩოში, მნიშვნელობას უკარგავს ჭეშმარიტ სილამაზეს და ამ გზით, ირიბად ასრულებს უსამართლო ცენზურულ სამსახურს, შედეგად ზღუდავს პროგრესული პიროვნების თავისუფლებას.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ანდაზა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.