რუსეთ-ჩერქეზეთის ომი

რუსეთ-ჩერქეზეთის ომი (1763–1864) — ჩერქეზეთში მომხდარი ბრძოლების გაერთიანება, რომელიც კავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიის დაპყრობის დროს.

რუსეთ-ჩერქეზეთის ომი
თარიღი 1763 – 2 ივნისი [ძველი სტილით 21 მაისი] 1864
მდებარეობა ჩერქეზეთი, ჩრდილო-დასავლეთი კავკასია, თანამედროვე კრასნოდარის მხარეს, ადიღეს, ყარაჩაი- ჩერქეზეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები
შედეგი რუსეთის გამარჯვება, ჩერქეზეთის ანექსირება, ჩერქეზების გენოციდი

ომი რუსებსა და ჩერქეზებს შორის 1763 წელს დაიწყო, როდესაც რუსებმა სტრატეგიულ ადგილებში ციხესიმაგრეების აშენება დაიწყეს. ომი მხოლოდ 101 წლის შემდეგ დასრულდა 1864 წლის 2 ივნისს ჩერქეზი ლიდერების მიერ ერთგულების ფიცის ხელმოწერით. რუსეთ-ჩერქეზეთის ომი კავკასიის ომის (1817–1864, დასავლეთ ფრონტზე მომხდარ ბრძოლებს აერთიანებს.

ომის დასრულების შემდეგ ოსმალეთის იმპერია მუსლიმანი ჩერქეზებისთვის თავშესაფრად იქცა, რომლებას არ სურდათ ქრისტიანი მონარქის მმართველობის მიღება. ამის გამო ბევრი ჩერქეზი ემიგრაციაში წავიდა ანატოლიაში, ოსმალეთის ოსმალეთის იმპერიის ცენტრალურ ნაწილში. თურქეთი, სირია, იორდანია, პალესტინა, ისრაელი, ერაყი და კოსოვო ეს ის ქვეყნებია, სადაც დღესაც ცხოვრობს ჩერქეზი მოსახლეობა. 1860-იან წლებში რუსეთმა გააძევა მაღალმთიანი კავკასიის 500 000 მკვიდრი. მათი დიდი ნაწილი გარდაიცვალა დაავადებებისჰამ. ზოგიერთი მათგანი, ვინც რუსეთის ერთგული დარჩა, დაბლობში, მდინარე ყუბანის მარცხენა სანაპიროზე დასახლდა.

რუსეთ-ჩერქეზეთის ომი
ჩერქეზეთის რუკა 1700 წლისთვის

ურთიერთობა რუსებსა და ჩერქეზებს შორის

ჩერქეზეთი წარმოადგენს რეგიონს, რომლის მოსახლეობის უმეტესობა 1860-იან წლებამდე იყო ადიღეური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. ჩერქეზები არასოდეს არ ყოფილან პოლიტიკურად გაერთიანებულები.

1550-იანი წლების ბოლოს, ყაბარდა ერთ-ერთმა მმართველმა თემრიუკმა დადო პოლიტიკურ-სამხედრო ალიანსი რუსეთის მეფე ივანე IV-სთან ("ივანე მრისხანე") სპარსეთისა და ოსმალეთის ექსპანსიონისტული თავდასხმების წინააღმდეგ ურთიერთდახმარების მიზნით. ისტორიის ამ პერიოდში ჩერქეზები ქრისტიანები იყვნენ, მომდევნო საუკუნეებში კი რეგიონში ისლამის გავრელება დაიწყო.

ომი

რუსეთ – ჩერქეზეთის ომს არ ჰქონდა აშკარა დასაწყისი. დიდი ბრძოლები და ლაშქრობები არ ყოფილა. საბრძოლო მოქმედებები თანდათანობით იზრდებოდა. ომი შედგებოდა ასობით მცირე ბრძოლისაგან და ათასობით კონტრშეტევისგან.

დაახლოებით 1777 წლიდან რუსებმა ააშენეს ციხესიმაგრეების მოზდოკიდან ჩრდილო – დასავლეთიდან აზოვამდე. 1785 წელს შეიხ მანსურმა ჩეჩნეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და ომი გამოაცხადა. ის დასავლეთით ჩერქეზეთში გადავიდა, სადაც რუსებმა ტყვედ აიყვანეს, ანაპას დაცემის დღეს, 1791 წელს. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს (1787-1792) რუსებმა ანაპას აღება სამჯერ სცადეს, რის გამოც ჩერქეზეთის ტერიტორიას ჰკვეთდნენ. მეორე მცდელობის შემდეგ ჩერქეზებმა რუსების შევიწროება დაიწყეს.

1800 წელს, რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობის დროს, რუსეთმა დაიპყრო დასავლეთ საქართველო და მოგვიანებით, 1806 წელს მთლიანი კავკასია ჩაიგდო ხელში შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე.

რუსეთ-ჩერქეზეთის ომი 
მდინარე ყუბანი და ის ტერიტორია, სადაც ჩერქეზები ცხოვრობდნენ.

გენოციდი

რუსების მიერ, ჩერქეზების ჩრდილო კავკასიიდან გასახლება, დაიწყო ჯერ კიდევ ცოტა ხნით ადრე ვიდრე დამთავრდებოდა რუსეთ-ჩერქეზეთის ომი. ჩერქეზების გენოციდმა ეთნიკურმა წმენდამ და იძულებითმა მიგრაციამ ველაზე მასშტაბური სახე მიიღო 1867 წელს. გადასახლებულ პირებს შორის ძირითადად იყვნენ: ჩერქეზები, ადიღელები, უბიხები, აფხაზები და აბაზები.

უცნობია დეპორტირებულთა რიცხვი, თუმცა ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი შეიძლება რამდენიმე ასეულ ათასსაც კი აღწევდეს.

ამავე პერიოდში, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა მუსლიმი ხალხებიც გახდნენ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მსხვერპლი. შედეგად ისინიც გადასახლებულ იქნენ ოსმალეთის იმპერიისა და ყაჯარული ირანის სხვადასხვა პროვინციებში.

საქართველო 2011 წლიდან პირველი ქვეყანაა მსოფლიოში რომელიც ჩერქეზების გენოციდს აღიარებს.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

რუსეთ-ჩერქეზეთის ომი ურთიერთობა რუსებსა და ჩერქეზებს შორისრუსეთ-ჩერქეზეთის ომი ომირუსეთ-ჩერქეზეთის ომი გენოციდირუსეთ-ჩერქეზეთის ომი ლიტერატურარუსეთ-ჩერქეზეთის ომი სქოლიორუსეთ-ჩერქეზეთის ომი17631864კავკასიაკავკასიის ომირუსებირუსეთის იმპერიაჩერქეზებიჩერქეზეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართველები რუსეთშიმარტივი რიცხვიენგურის ჰიდროელექტროსადგურიაფხაზეთის ომი (1992-1993)ზებულონისაქართველოს ტერიტორიული მოწყობამარკ ტვენიბუნებრივი რესურსებივიკიპედიაინსულტიპოლონეთიგლობალური დათბობაბენიტო მუსოლინიაშშ-ის ისტორიაქართული საბჭოთა ენციკლოპედიადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაბუღა თურქის შემოსევაერთეულთა საერთაშორისო სისტემაადამიანის ჩონჩხიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებინოე სულაბერიძეგერმანიაქართული სამზარეულოელდარის დაბლობირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკრიშტიანუ რონალდუბახტრიონი (პოემა)ხაჭაპურიკონტინენტიძალაქაშვეთის ეკლესიაბაგრატის ტაძარილადო გუდიაშვილისაქართველოს სამოქალაქო ომიხელისუფლების დანაწილებაეგვიპტესერვიტუტი (უფლება)შოთა რუსთაველიიაპონიარომისაქართველო IV საუკუნეშიეიფელის კოშკიჰარი პოტერიპარალელოგრამიჩონგურიღორის სოლიტერიფსორიაზიგურამ დოჩანაშვილიმეტაფორადიდი პანდაარაბთა დაპყრობითი ომებიაღდგომაალაზანიევროპავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ჩარლი ჩაპლინიქართველებივეფხვიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიალოგისტიკაძუძუმწოვრებიკანადარომის დაარსებასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიანილოსიმურა დათვიკონსტანტინე გამსახურდიასვანური კოშკიცილებინიკო ფიროსმანიისლამიგიორგი გახარიადიმიტრი ყიფიანიმტაცებელი ფრინველებიილია IIტროპიკული სარტყლები🡆 More