ანატოლია, მცირე აზია (თურქ.
Anadolu; ბერძ. Aνατολή [Αnatolē] ან Ανατολία [Anatolìa] — „მზის ამოსვლა“ ან „აღმოსავლეთი“) — რეგიონი ჩრდილო-დასავლეთ აზიაში, რომელიც ამჟამად თურქეთის აზიურ ნაწილს ჰქვია. (თურქეთის ევროპულ ნაწილს რუმელია ჰქვია). თურქული სიტყვა Anadolu ბერძნული ვერსიიდან არის გადმოღებული. ქვეყნის ამ ნაწილს ასევე ლათინურად უწოდებენ Asia Minor-ს.
აზიისა და ევროპის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობის გამო, ანატოლია რამდენიმე ცივილიზაციის დასაბამი გახდა პრეისტორიული პერიოდიდან, ნეოლითური დასახლებებით Çatalhöyük (ნეოლითური თიხისწარმოება), Çayönü (თიხამდელი ნეოლითიდან), Nevali Cori (თიხამდელი ნეოლითი), Hacilar (ნეოლითური თიხისწარმოება), Göbekli Tepe (თიხამდელი ნეოლითი). ტროას დასახლება ნეოლითურ ხანაში იწყება და რკინის ხანაში გრძელდება. უდიდეს ცივილიზაციათაგან, რომელთაც აქ დასახლება ჰქონიათ ანდა დაუპყრიათ იყვნენ ხურიტები, ხათები, ხეთები, ჰუნები, კოლხები, იბერიელები, სკვითები, კიმერიელები, კელტები, ფრიგიელები, ლიდიელები, ლუვიელები, ბერძნები, რომაელები, სომხები, აზერბაიჯანელები, სპარსელები, არაბები, ქურთები, სელჯუკები და ოსმალები.
ჩვ. წ. III ათასწლეულში ანატოლიაში ფეხი მოიკიდეს ინდოევროპულმა ტომებმა (ლუკიელებმა, ნესიტებმა და სხვა). ჩვ. წ. II ათასწლეულში ანატოლია ხეთების სახელმწიფოში შედიოდა. ჩვ. წ. I ათასწლეულში აქ ფრიგიის სამეფო იყო. ანატოლია, ძვ. წ. IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოში, ხოლო ძვ. წ. II საუკუნეში შედიოდა რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში. XI საუკუნემდე ანატოლიაში ბიზანტია დომინირებდა, ხოლო XI საუკუნიდან ანატოლია სელჩუკებმა დაიპყრეს და აქტიურად დაიწყეს თურქული ტომების ჩასახლება. სელჩუკთა სახელმწიფოს (რუმის სასულთნოს) დაშლის შემდეგ XIV-XV საუკუნეებში ანატოლია დაიპყრეს თურქ-ოსმალებმა. ამ დროის ანატოლია ეწოდებოდა, როგორც მთელ მცირე აზიას, ისე ვილაიეთს თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ანატოლია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.