ჩეჩნეთისრესპუბლიკა Нохчийн Республика
| |||||
Chechen%20Republic | |||||
დედაქალაქი | გროზნო | ||||
ფართობი - სულ | 76-ე 17 000 კმ² | ||||
მოსახლეობა - სულ | 49-ე დაახ. 1 436 981 (2018) | ||||
ფედერალური ოლქი | ჩრდილოეთ კავკასიის | ||||
ეკონომიკური რაიონი | ჩრდილოეთი კავკასია | ||||
სახელმწიფო ენა | ჩეჩნური, რუსული | ||||
პრეზიდენტი | რამზან კადიროვი | ||||
მთავრობის თავმჯდომარე | ოდეს ბაისულთანოვი | ||||
საავტომობილო კოდი | 20, 95 | ||||
სასაათო ზონა | MSK±0 (UTC+03:00) |
ჩეჩნეთი (რუს. Чечня, ჩეჩ. Нохчийчоь), ოფიციალური სახელია ჩეჩნეთის რესპუბლიკა (რუს. Чеченская Республика, ჩეჩ. Нохчийн Республик) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში.
დედაქალაქი — გროზნო.
ესაზღვრება ინგუშეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, სტავროპოლის მხარე, დაღესტანი და საქართველო.
დაფუძნდა 1922 წლის 30 ნოემბერს.
ჩეჩნეთი მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში.
რუსეთ-ჩეჩნეთის მუდმივი ურთიერთობის დაწყება 1567 წელს მიეკუთვნება, როდესაც სუნჯა-თერგის შესართავთან პირველი რუსული ციხე-სიმაგრე გაჩნდა. ეს კავშირი მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე 1588 წელს ავიდა, როდესაც მოსკოვს პირველი ჩაჩნური ელჩობა ეწვია ბატა-მურზა ოკოცელის მეთაურობით. ფორმალურად ვიზიტი დასრულდა ჩეჩნეთის ერთ-ერთი ფეოდალურ სამფლობელოსა და მოსკოვის მთავარს შორის ვასალური ურთიერთობების გაფორმებით.
ჩეჩნეთის დიდი ნაწილი რუსეთის შემადგენლობაში XIX საუკუნეში შევიდა. 1860 წელს იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებით ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში თერგის ოლქი შეიმნა, რომლის შემადგენლობაშიც ჩეჩნეთის, იჩქერიის, ინგუშეთისა და მთის ოლქები შევიდა.
საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ, 1920 წლის მარტში თერგის ოლქი გაუქმდა და ჩეჩნეთის (იჩქერიულთან გაერთიანებული) და ინგუშეთის (მთიანთან გაერთიანებული) ოლქები დამოუკიდებელ ტერიტორიულ წარმონაქმნებად გადაკეთდა.
ერთი წლის თავზე, 1921 წლის 20 იანვარს, ჩეჩნეთი და ინგუშეთი ყარაჩაი-ჩერქეზეთთან, ყაბარდო-ბალყარეთთან და ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად შევიდნენ ახლადშექმნილ მთის ასსრ-ში.
1922 წლის 30 ნოემბერს მთიელთა ასსრ-დან ჩაჩნეთის ავტონომიური ოლქი გამოიყო, 1924 წლის 7 ნოემბერს კი მთიელთა ასსრ ლიკვიდირებულ იქნა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჩეჩნეთი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.