თერგი: მდინარე საქართველოში და რუსეთში

თერგი (ყაბ.

Тэрч, ყარაჩ.-ბალყ. Терк суу, ოს. Терк, ინგშ. Тийрк, ჩეჩ. Терк, კუმ. Терек-сув, ნოღ. Терк сув, რუს. Те́рек) — მდინარე საქართველოსა (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) და რუსეთში (ჩრდილოეთი ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი). სიგრძე 623 კმ, აუზის ფართობი 43,2 ათ. კმ². სათავე აქვს კავკასიონის ზილგახოხის მყინვარში. სათავიდან 30 კმ-ზე მიედინება კავკასიონის მთავარსა და გვერდით ქედებს შორის, სოფ. კობთან მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისკენ და კვეთს გვერდით ქედს (დარიალის ხეობა), შემდეგ კლდოვან ქედსა და შავ მთებს. ბარში იტოტება. მდინარე სუნჯის შეერთების შემდეგ მიედინება კასპიისპირა დაბლობზე და ერთვის კასპიის ზღვას. შესართავთან აჩენს დელტას, რომლის ფართობია 4 ათ. კმ².

თერგი
ყაბ. Тэрч, ყარაჩ.-ბალყ. Терк суу, ოს. Терк, ინგშ. Тийрк, ჩეჩ. Терк, კუმ. Терек-сув, ნოღ. Терк сув, რუს. Те́рек
თერგი: მდინარე საქართველოში და რუსეთში
თერგი
სხვა სახელი ლომეკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები მცხეთა-მთიანეთის მხარე (საქართველო)
ყაბარდო-ბალყარეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი (რუსეთი)
ქალაქები სტეფანწმინდა, მოზდოკი, ვლადიკავკაზი, ყიზლარი
მარჯვენა შენაკადები სუნჯა
მარცხენა შენაკადები არდონი, ურუხი, მალკა
სათავე ზილგახოხის მყინვარი
42°37′17″ ჩ. გ. 44°14′51″ ა. გ. / 42.62139° ჩ. გ. 44.24750° ა. გ. / 42.62139; 44.24750
შესართავი კასპიის ზღვა
43°35′43″ ჩ. გ. 47°33′35″ ა. გ. / 43.59528° ჩ. გ. 47.55972° ა. გ. / 43.59528; 47.55972
შესართავის სიმაღლე −28 მ
სიგრძე 623 კმ
აუზის ფართობი 43 200 კმ²
თერგი — კავკასია
თერგი
თერგი
თერგი: მდინარე საქართველოში და რუსეთში — სათავე, თერგი: მდინარე საქართველოში და რუსეთში — შესართავი
თერგი: მდინარე საქართველოში და რუსეთში თერგი ვიკისაწყობში

თერგი შერეული მდინარეა. წყლის საშუალო ხარჯი ქ. ვლადიკავკაზთან 34 მ³/წმ, შესართავიდან 16 კმ-ზე — 305 მ³/წმ. იძგიფება მხოლოდ მკაცრ ზამთარში. მთავარი შენაკადებია: მარცხენა — არდონი, ურუხი, მალკა; მარჯვენა — სუნჯა. საქართველოს ფარგლებში — სნოსწყალი. თერგი საზრდოობს მყინვარული და წვიმის წყლებით, წყლის რეჟიმი ხასიათდება წყალდიდობებით წელიწადის თბილ პერიოდებში, ძირითადად ივლის-აგვისტოში. იყენებენ სარწყავად. ქალაქ მოზდოკის ზემოთ თერგიდან გაყვანილია თერგ-კუმის სარწყავი არხი. მდინარის აუზშია ბაქსანის, გიზელდონისა და სხვა ჰესები. მდიდარია თევზით (კალმახი, თერგის ორაგული, კობრი, ფარგა და სხვა). ნაწილობრივ თერგის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა. თერგის ნაპირებზე მდებარეობს დაბა სტეფანწმინდა, აგრეთვე ქალაქები: ვლადიკავკაზი, მოზდოკი და ყიზლარი.

ლომეკი, თერგის ერთ-ერთი ისტორიული სახელწოდება ქართული წყაროების მიხედვით.

ლიტერატურა

Tags:

დარიალის ხეობადაღესტანიდელტაზილგახოხიინგუშეთიინგუშური ენაკასპიის ზღვაკობიმდინარენოღაური ენაოსური ენარუსეთირუსული ენასაქართველოსუნჯაყაბარდო-ბალყარეთიყაბარდოული ენაყაზბეგის მუნიციპალიტეტიყარაჩაულ-ბალყარული ენაჩეჩნეთიჩეჩნური ენაჩრდილოეთი ოსეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სტიგმაგიორგი მამარდაშვილიქართლითურქეთიალექსანდრე I დიდიდედაპლატამაჰმადირატი ამაღლობელიაპენდიციტინიკო ბაგრატიონიგიორგი ჩაკვეტაძეპირველი მსოფლიო ომიმზესაქართველოს პრეზიდენტისქესობრივი აქტიალაზანიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაწმინდა ნინოლიონელ მესისალამურიცხენიდედოფალამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითდედაენათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრილობივოლფგანგ ამადეუს მოცარტინიკორწმინდის ტაძარისაკურამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითვალტორნანაციონალიზმიფილტვებიუკრაინაასურეთიგოგა ხაინდრავაასტიგმატიზმიცადამაყვანარომიდალი (მითოლოგია)გამზრდელი (პოემა)ანა დოლიძეაზოტიარგონავტებისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამიხეილ სააკაშვილიავტორიტარიზმიალჟირიილია ჭავჭავაძელიმფოციტებიბაგრატის ტაძარიკარტოფილილეგიტიმაციაჯონ მალკოვიჩისიყვარულის დღეალცჰაიმერის დაავადებავიქტორ დოლიძეგველებისაჰარაყიზილბაშებიუნგრეთიდუნაი9 აპრილის ტრაგედიაოსმალეთის იმპერიამარტივი რიცხვიალექსანდრე დუგინიკარლეს პუჩდემონისაქართველოს ფრინველთა სიასოზარ სუბარიდედამიწის სტრუქტურაჰალოგენებიწიგნი სიბრძნე სიცრუისაპარიზის ღვთისმშობლის ტაძარიმიწისძვრადელფინებიიბერიაკახეთის აჯანყება (1659)🡆 More