ლაშა თოთაძე (დ.
24 აგვისტო, 1988, ახალციხე) — ქართველი ფეხბურთელი, „დინამო თბილისის“ მცველი. თამაშობს როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლაშა თოთაძე | ||
დაბადების თარიღი | 24 აგვისტო, 1988 | ||
დაბადების ადგილი | ახალციხე, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 188 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | დინამო თბილისი | ||
ნომერი | 3 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2005-2007 | გაგრა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007–2008 | გაგრა | 23 | (4) |
2008–2010 | დინამო კიევი | 0 | (0) |
2008–2009 | დინამო-2 კიევი | 14 | (0) |
2009–2010 | გაგრა | 13 | (1) |
2010–2012 | დიორი | 8 | (1) |
2011–2012 | → ლომბარდ-პაპა | 14 | (0) |
2012 | → დილა გორი | 11 | (0) |
2012 | დინამო ბათუმი | 6 | (0) |
2012–2013 | დილა გორი | 4 | (0) |
2013–2014 | სიონი ბოლნისი | 20 | (3) |
2014–2015 | დინამო თბილისი | 26 | (3) |
2015 | → საბურთალო | 13 | (0) |
2015–2016 | საბურთალო | 13 | (0) |
2016–2017 | სიონი ბოლნისი | 13 | (0) |
2017– | დინამო თბილისი | 47 | (9) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2009–2010 | საქართველო 21 წლ. | 7 | (2) |
2015 | საქართველო | 0 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 მარტი, 2017 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 6 მარტი, 2017 |
კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“. პირველი მწვრთნელები იყვნენ თამაზ კოსტავა და თენგიზ კაცია. 2008 წელს გადავიდა კიევის „დინამოში“, სადაც მხოლოდ მეორე გუნდში ითამაშა. 2009 წელს დაბრუნდა „გაგრაში“, 2010 წელს კი უნგრულ „დიორში“ გადავიდა, სადაც 8 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო. 2011 წლის 1 ივლისიდან, იმავე წლის 1 დეკემბრამდე თოთაძე იჯარის წესით განათხოვრებული იყო ასევე უნგრულ „ლომბარდ-პაპაში“. იჯარის დასრულების შემდეგ თოთაძე „დიორში“ არ დარჩენილა, ამჯერად გორის „დილაში“ გაანათხოვრეს. 2012 წლის აგვისტოში თოთაძემ „დიორი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ამავე წლის სექტემბერში ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა, სადაც 6 უგოლო მატჩი ჩაატარა. დეკემბერში გორის „დილაში“ დაბრუნდა, თუმცა მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2013 წლის ივლისში ლაშა ბოლნისის „სიონში“ ჩაირიცხა, უმაღლეს ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო, ხოლო თასზე 5 მატჩი, გოლი არ გაუტანია.
2014 წლის ივნისიდან იცავდა „დინამო თბილისის“ ღირსებას. „დინამოს“ რიგებში მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩების შემდეგ კახაბერ ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. 2015 წლის ივლისში, 6 თვიანი იჯარით „საბურთალოს“ შეუერთდა. იჯარის დროის ამოწურვის შემდეგ „საბურთალომ“ მისი კონტრაქტი კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას თოთაძე ბოლნისის „სიონში“ გადავიდა.
2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ლაშა თოთაძე „დინამო თბილისში“ დაბრუნდა, გუნდს თურქეთში, შეკრებაზე შეუერთდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ლაშა თოთაძე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.