კაკაო

კაკაო, შოკოლადის ხე (ლათ.

კაკაო სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაკაო (მრავალმნიშვნელოვანი).

აქვს მუქი მწვანე, პრიალა ფოთლები და ყვითელი ან მოწითალო ყვავილები. ნაყოფი (კოლოფა) ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელია, მისი სიგრძეა 30 სმ, სიგანე — 10—12 სმ, 300—600 გ იწონის და 25—60 თესლს შეიცავს. ყოფაცხოვრებაში „კაკაოს პარკს“ უწოდებენ.

კაკაო
კაკაო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  სტერკულიასებრნი
გვარი:  კაკაო
ლათინური სახელი
Theobroma cacao
კაკაო
Theobroma cacao

ველურად იზრდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ძველთაგანვე კულტივირებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ამრავლებენ უმთავრესად თესლით. კარგად ხარობს ორანჟერეებში. თეობრომინისა და მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობის გამო თესლს მწარე, მწკლარტე გემო აქვს. საგემოვნო თვისებების გასაუმჯობესებლად რბილობმოცლილ თესლს 2—7 დღე-ღამის განმავლობაში უტარებენ ფერმენტაციას, რის შედეგადაც იგი სასიამოვნო გემოსა და არომატს იძენს.

კაკაოს თესლის შედგენილობაა (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით %-ში): წყალი 4—6; ცხიმი, კაკაოს ზეთი 51—54; სახამებელი 7—19; გლუკოზა, ფრუქტოზა 1—2; ცილა 10—12; თეობრომინი, კოფეინი 1—1,5; მთრიმლავი ნივთიერებები 4—7; მჟავები 1—2; მინერალური ნივთიერებები 2-3. კაკაოს ნაყოფისაგან იღებენ ბურღულს, ბურღულის წვრილად დაქუცმაცებით — „სრესილ კაკაოს“, რომლისგანაც კაკაოს ზეთსა და შოკოლადს ამზადებენ. სრესილი კაკაოს დაწნეხით იღებენ კაკაოს ზეთს, დარჩენილი კოპტონისაგან კი — კაკაოს ფხვნილს.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ლათინური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფურისულაშამქორის ბრძოლა (1195)სვეტიცხოველილოცვა ეფრემ ასურისათურქეთიბაგრატიონებითხის რქა (ასტროლოგია)გეოგრაფიული გარსიწითელი წიგნიბათუმიქართული მითოლოგიასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკადიმა ობოლაძერუსეთ-საქართველოს ომი (2008)შოთა არველაძემღრღნელები28 მარტიათენიოსმალეთის იმპერიაინდუსტრიული რევოლუციალუვრიალეგორიაჰობიტი (რომანი)დალი (მითოლოგია)თეთრი დათვიჰამბურგიბაყაყივახტანგ გორგასლის ორდენიგარემოს დაბინძურებაირაკლი აზაროვირაგბიჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმთლიანი შიდა პროდუქტიკათოლიციზმითბილისის ფუნიკულიორირუმინეთიბასიანის ბრძოლასახელმწიფოაფხაზეთინიადაგიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითკონგოძირითადი საშუალებებიიოჰან სებასტიან ბახისაქართველოს პარლამენტივლადიმერ გუცაევირელიგია საქართველოშიკანონიერი ქურდიქართველებიკორუფციაბიზანტიის იმპერიაბახტრიონი (პოემა)შხარაწყარო (გეოგრაფია)ტერენტი გრანელიეკოსისტემაSARS-CoV-2გია ყანჩელისალონიკიისლანდიანაკიანი წელიწადიგაპიროვნებაევროკავშირიელექტრონული მუსიკარომის რესპუბლიკააბრეშუმის დიდი გზაგიორგი სააკაძეჟორჟი ამადუჰოლოკოსტიცივი ომიელდარის დაბლობინორვეგიააჭარის ავტონომიური რესპუბლიკაოქროს საწმისიგალაკტიონ ტაბიძემონღოლეთიშიდსირითმა9 აპრილის ტრაგედია🡆 More