იშხვარი

იშხვარი, შავი ყარყატი ან უბრალოდ ყარყატი (ლათ.

გავრცელებულია ევრაზიის ტყის ზონებში, მათ შორის საქართველოშიც. იზამთრებს სამხრეთ აზიაში. სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს მობინადრე პოპულაცია (ანუ ძირითადად არ მიგრირებს). მსოფლიოში უდიდესი პოპულაცია ბინადრობს ზვანეცის ჭაობებთან ახლოს, ბელარუსში. იშხვარის ცხოვრების წესი და ხასიათი ნაკლებადაა შესწავლილი. თეთრი ყარყატისაგან განსხვავებით არ უყვარს ადამიანებთან მეზობლობა და უპირატესობას მიყრუებულ, ძველ, ბარის ტყეებს ანიჭებს. მაღალმთაში ბინადრობს მხოლოდ წყალსატევებთან (ტბა, მდინარე, ჭაობი) ახლოს. სხვა ყარყატების მსგავსად ლივლივებს ჰაერში. ფრენისას თავი და კისერი წინ, ხოლო გრძელი ფეხები უკან აქვს გაშვერილი. იკვებება უმთავრესად თევზით, აგრეთვე წყლის მცირე უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველებით, რომელთაც იჭერს წყალმარჩხ ადგილებში, ყურეებში და წყალსატევებში სეირნობისას. ზამთარში ძირითადად ჭამს მცირე მღრღნელებს, მსხვილ მწერებს, გველებს, ხვლიკებს და მოლუსკებს. იშხვარი მონოგამური ფრინველია, მრავლდება 3 წლის ასაკიდან. ბუდობს წელიწადში ერთხელ, ბუდეს იკეთებს 10–20 სიმაღლეზე ძველი, მაღალი ხეების გვირგვინებში ან კლდეებზე ადამიანთა საცხოვრისისგან მოშორებით. ზოგჯერ იშხვარმა ბუდე შეიძლება მთებშიც გაიკეთოს, ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე. ბუდე მასიურია, აშენებულია მსხვილი ხეების ტოტებით, სიცარიელეები მიწითა და თიხითაა ამოვსებული. ზოგ შემთხვევაში ერთი ბუდე რამდენიმე თაობის გამოსაჩეკად გამოიყენება. ბუდობის ადგილებში იშხვარები მარტის ბოლოს–აპრილის დასაწყისში ჩადიან. მამალი იპატიჟებს დედალს ბუდისაკენ თეთრი ბოლოს აწევით და ძლიერი სტვენით. ეს უკანასკნელი დებს 4–7 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი, ინკუბაცია 30 დღე-ღამე გრძელდება. იმის გამო, რომ პირველივე კვერცხის დადებისთანავე იწყება კრუხობა, ბარტყები არაერთდროულად იჩეკებიან. ისინი თეთრები ან ნაცრისფერები არიან, ნისკარტის ძირი ნარინჯისფერი აქვთ, წვერი — მომწვანო-ყვითელი. გამოჩეკიდან 10 დღის განმავლობაში ისინი მხოლოდ წვანან ბუდეში, შემდეგ სწავლობენ ჯდომას. 35–40 დღის ასაკში ფეხზე დგებიან. საერთოდ ბუდეში 55–65 დღეს ატარებენ. მშობლები მათ დღე-ღამეში 4–5-ჯერ კვებავენ ამოცოხნილი საკვებით.

იშხვარი
იშხვარი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ყარყატისნაირნი
ოჯახი:  ყარყატისებრნი
გვარი:  ყარყატი
სახეობა:  იშხვარი
ლათინური სახელი
Ciconia nigra (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
იშხვარისაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697669
გავრცელება
იშხვარი
  ბუდობის ადგილი
  წლიური არეალი
  მიგრაცია

ლიტერატურა

  • Бейчек В., Штясны К. Птицы. Иллюстрированная энциклопедия. М.: Лабиринт-пресс
  • Акимушкин И. Мир животных. Птицы, рыбы, земноводные и пресмыкающиеся М.: Мысль 1995
  • Красная книга Российской Федерации М.: АСТ 2001
  • Ганзак Я. «Иллюстрированная энциклопедия птиц». Прага: Артия 1974
  • Жизнь животных т.6. Птицы М.: «Просвещение» 1986.
  • Н. Шпиленок «Белый аист. Посланец неба. Чёрный аист. лесной отшельник» М.: Издательство Белая ворона
  • Ивановский В. В., Самусенко И. Э. Привлечение чёрного аиста на искусственные гнездовья // Аисты: Распространение, экология, охрана: Материалы I и II * Всесоюзных совещаний рабочей группы по аистам ВОО. — Мн. — 1990. — С. 212—214.

სქოლიო

Tags:

აპრილიბელარუსიგველებიევრაზიაზღვის დონეთეთრი ყარყატილათინური ენამარტიმდინარემეტრიმოლუსკებიმონოგამიამღრღნელებიმწერებინისკარტიოჯახი (ბიოლოგია)სამხრეთი აზიასამხრეთი აფრიკასაქართველოტბატყეუხერხემლოებიფრინველებიცხოველებიჭაობიხერხემლიანებიხვლიკები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბერძნული ხელოვნებანიუტონის კანონებიოსმალეთის იმპერიაერეკლე IIსამკურნალო მცენარეებიფუტკრებითევზები (ასტროლოგია)სასმელი წყალინიკეის პირველი საეკლესიო კრებაერითროციტებიიაპონიაივანე ჯავახიშვილისაქართველოს დაცული ტერიტორიებისეკულარიზმიგიორგი გახარიადედამიწის სტრუქტურაჯემალ ქარჩხაძეგოგირდიაფრიკის ქვეყნების სიავენაუილიამ შექსპირიბარსელონაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაფრინველები26 აპრილიაქლემინატრიუმისიმკვრივემეორე მსოფლიო ომიკრწანისის ბრძოლადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიევერესტიილია IIხინკალისაქართველოს ფრინველთა სიაბაზალეთის ტბაჰიდროცეფალიამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითეგზისტენციალიზმიენგურის ჰიდროელექტროსადგურილოცვა ეფრემ ასურისაბერძნული მითოლოგიასვანური ენაიულიუს კეისარისკოლაჯიქიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაირლანდიაგნეუს პომპეუს მაგნუსიდიდგორის ბრძოლაEuropebetალბერტ აინშტაინიმარკ ტვენიმაიმუნებისოფლის მეურნეობაცენტნერიქალწული (ასტროლოგია)ფოთირკინაეგრისის სამეფოაჭარის ავტონომიური რესპუბლიკასახელმწიფოსავანავენის კონგრესირევაზ ინანიშვილიქვეწარმავლებიმეიოზიპარიზიიასამანიმეტაფორააჭარამარშალის გეგმამარილებისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირინიკა არაბიძემიქელანჯელო ბუონაროტილონდონიევროპის საბჭოიმერეთის მხარე🡆 More