სასმელი თაფლი

თაფლი (სასმელი) (ინგლ.

ალკოჰოლური შემცველობა დაახლოებით 3.5%-იდან იწყება და ხანდახან 18% -ზე მეტია. თაფლის სასმელის განმსაზღვრელი მახასიათებელია ისაა, რომ სასმელის დუღილისას შაქრის უმეტესობა თაფლისგან მიიღება. სასმელი შეიძლება იყოს გაზიანი ან ბუნებრივად ცქრიალა, მშრალი, ნახევრადტკბილი ან ტკბილი.

სასმელი თაფლი
თაფლის სასმელი შვედური ანწლის არომატით.

თაფლის სასმელი იწარმოებოდა უძველეს დროში მთელ ევროპაში, აფრიკასა და აზიაში, და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ზოგიერთი ხალხის მითოლოგიაში. მაგალითად, სკანდინავიურ მითოლოგიაში თაფლის სასმელის შესახებ არსებობს ლექსი, რომლის მიხედვითაც სასმელი შეიქმნა ბრძენი არსების კვასირის სისხლიდან და მისი მსმელი პოეტად ან მეცნიერად იქცეოდა.

ტერმინები „მიდი“ და „თაფლის ღვინო“ ხშირად გამოიყენება როგორც სინონიმები. ზოგი კულტურა განასხვავებს თაფლის ღვინოს თაფლის სასმელისგან (მიდი). მაგალითად, უნგრელები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თაფლის სასმელი მზადდება თაფლისგან, წყლისა და ლუდის საფუარისგან (ბარმი), თაფლის ღვინო შეიცავს ფერმენტირებულ თაფლს, რომელსაც ასხურებენ ყურძნის ან სხვა ხილის წვენს.

ისტორია

ჩრდილოეთ ჩინეთში აღმოჩენილ ძვ. წ. 7000 წლით დათარიღებულ ჭურჭელზე დატანილია ქიმიური ხელნაწერები, რომლებიც შეესაბამება თაფლის, ბრინჯის და ორგანული ნაერთების დუღილთან დაკავშირებულს სასმელს. ევროპაში იგი პირველად აღწერილია თასების კულტურის (ძვ. წ. 2800–1800) კერამიკაში.

თაფლის სასმელის ყველაზე ადრეული აღწერა არის რიგვედას, საგალობლებში, სადაც მოხსენიებულია როგორც სომა , ვედური რელიგიისა და (მოგვიანებით) ინდუიზმის ერთ–ერთი წმინდა წიგნი, რომელიც თარიღდება ძვ. წ. 1700–1100 წლებით. ძველი საბერძნეთის ოქროს ხანაში ამბობდნენ, რომ თაფლის სასმელი სასურველი სასმელი იყო. არისტოტელე (ძვ. წ. 384–322) მეტეოროლოგიაში და სხვაგან განიხილავდა თაფლის სასმელს, ხოლო პლინიუს უფროსმა (ახ. წ. 23–79 ) თავის ბუნების ისტორიაში თაფლის სასმელს უწოდა მილიტიტის-ი და განასხვავა თაფლის ტკბილი ღვინო და თაფლის სასმელი.

ფერმენტაციის პროცესი

თაფლის სასმელის ფერმენტაცია უმეტესად მიმდინარეობს ღვინის ფერმენტაციის მსგავსად. ხოლო საფუარი, რომელიც გამოიყენება თაფლის სასმელის დამზადებაში, ხშირად იდენტურია ღვინის წარმოებაში გამოყენებულის (განსაკუთრებით თეთრი ღვინოების მოსამზადებლად). თაფლის სასმელის დამზადებისას, მეწარმეების დიდი ნაწილი ირჩევს გამოიყენოს ღვინის საფუარი.

პირველადი ფერმენტაციას, ჩვეულებრივ, 28-დან 56 დღემდე სჭირდება, რის შემდეგაც იწყება მეორეული ფერმენდაცია და სასმელს ათავსებენ ჭურჭელში 6-დან 9 თვემდე . პირველადი და მეორეული ფერმენტაციის ხანგრძლივობა, შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მრავალი ფაქტორის მიხედვით, როგორიცაა თაფლის ყვავილოვანი წარმოშობა, მისი ბუნებრივი შაქარი და მიკროორგანიზმების შემცველობა, წყლის პროცენტული წილი, გამოყენებული დანამატები და საფუარის შტამი . მიუხედავად იმისა, რომ ტუტის დამატება აზოტის შემცველ მარილებთან ან ვიტამინებთან ერთად გამოცდილია თაფლის სასმელის გასაუმჯობესებლად, არანაირი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ მიკროელემენტების დამატება ამცირებს დუღილის დროს ან აუმჯობესებს ხარისხს.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

სასმელი თაფლი ისტორიასასმელი თაფლი ფერმენტაციის პროცესისასმელი თაფლი ლიტერატურასასმელი თაფლი სქოლიოსასმელი თაფლიალკოჰოლური სასმელითაფლიინგლისური ენანაყოფი (მცენარე)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბახტრიონი (პოემა)ბახტრიონის ბრძოლააფხაზეთიC ჰეპატიტითეატრიბოშებითბილისის ისტორიათვითმმართველობამალტალეიკოციტოზითხის რქა (ასტროლოგია)შავი ზღვაფშავირითმაკამეჩებიმადაგასკარივოლფგანგ ამადეუს მოცარტიგალაკტიონ ტაბიძეგლობალური დათბობაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)კარტოფილიქიმიური რეაქციაიალბუზიპუნიკური ომებივახტანგ I გორგასალიქრისტიანობადაირადედამიწის ისტორიალიონელ მესინიუტონის კანონებიტაო-კლარჯეთისასმელი წყალირიონიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაანა კალანდაძეგელათის მონასტერითბილისის ბოტანიკური ბაღიანდრია მოციქულილეონარდო და ვინჩისხალთის ტაძარისანქტ-პეტერბურგიმზევიკიპედიაქართული ვაზის ჯიშებიძველი თბილისიარაბობა საქართველოშიკეთილშობილი ირემისამეგრელოინსულტიერთეულთა საერთაშორისო სისტემადემეტრე II თავდადებულიმარო მაყაშვილიმასონობაკურდღელიბერლინის კედელილუარსაბ IIლუქსემბურგიპარალელოგრამიაშშ-ის ისტორიაადამიანიჩრდილოეთი კორეაბრუნებამარსიttyltსაქართველო XV საუკუნეშიმერკურიდიმიტრი ყიფიანიაშშ-ის პრეზიდენტების სიაამერიკაამეთვისტოოგანესონირეზოლუციასქესობრივი აქტიმცხეთა25 აპრილიკოლოსეუმიხარება🡆 More