კახეთის მეფე დავით Ii

დავით II, იმამყული-ხანი (გ.

კახეთის მეფე დავით Ii სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით II (მრავალმნიშვნელოვანი).
კახეთის მეფე დავით Ii სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იმამყული-ხანი (მრავალმნიშვნელოვნება).

1722) — კახეთის მეფე 1703-1722 წლებში, ერეკლე I-ის ძე.

დავით II
იმამყული-ხანი
კახეთის მეფე დავით Ii
დავით II (კახეთის მეფე)
კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1703
მმართ. დასასრული: 1722
წინამორბედი: არჩილ II
მემკვიდრე: კონსტანტინე II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1678
გარდ. თარიღი: 1722
შვილები: ალექსანდრე, ასლან-მირზა.
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ერეკლე I
ხელმოწერა: კახეთის მეფე დავით Ii

დაიბადა და ბავშვობა გაატარა ირანში. 1703 წლიდან კახეთს განაგებდა როგორც ჯანიშინი (მოადგილე). მისი მმართველობის დროს კახეთში ლეკიანობა მძვინვარებდა. 1706 წელს ჭარ-ბელაქანში კახელთა მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ ლეკებმა დაიკავეს ელისენი. დავით II იძულებული გახდა რეზიდენცია ყარაღაჯიდან თელავსა და მანავში გადაეტანა (ზაფხულობით მაღაროს იდგა). მოხსენიებულია იმამყული-ხანის აკურის შეწირულობის განახლების 1708 წლის სიგელში. 1711 წელს ირანში გაემგზავრა და კახეთის მმართველად თავისი ძმა თეიმურაზი და დედა — დედოფალი ანა დატოვა. ამ პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა კახეთზე ლეკთა თავდასხმები, ფეოდალთა თვითნებობა, გლეხთა ანტიფეოდალური გამოსვლები. ირანიდან დაბრუნების შემდეგ (1715) დავით II ცდილობდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენას. დაუნათესავდა ქართლის მმართველს იესეს და მისი დახმარებით გაილაშქრა ლეკების წინააღმდეგ, მაგრამ მათთან ბრძოლაში კვლავ დამარცხდა. კახელი ფეოდალები იძულებული გახდნენ ლეკებისათვის ზოგი რამ დაეთმოთ და მათთვის ქართლისა და აზერბაიჯანში სათარეშო გზაც მიეცათ. ამ დროს დაიწყო კახეთის რაიონებში ლეკების ჩამოსახლება. კახელი გლეხები (განსაკუთრებით გაღმამხარში) მძიმე ფეოდალური ჩაგვრის გამო მასობრივად გადადიოდნენ ლეკების მხარეზე — „ლეკდებოდნენ“. ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად დავით II-მ დახმარება სთხოვა ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს, მაგრამ მათი ერთობლივი მოქმედება, მიუხედავად ირანის შაჰის მხარდაჭერისა, მაინც ვერ მოხერხდა.

1722 წელს იმამ-ყული ხანი გარდაიცვალა. დაკრძალულია ირანის ქალაქ ყუმში. იმამ-ყული ხანი კარგად იცნობდა ქართულ მწიგნობრობას. იცოდა სპარსული ენა და ლიტერატურა, მუსლიმური ფილოსოფია და კოსმოგრაფია.

ოჯახი

დავით II ორჯერ იყო დაქორწინებული: პირველად მან ცოლად შეირთო ტარკის საშამხლოს მმართველის ქალიშვილი, ხოლო მეორედ კი- იათრი ჯაჰან ბეგუმი, ერევნის ბეგლარბეგის შაჰრუჰზადეს ასული.

  • ლევან ბატონიშვილი (მაჰმუდ რეზა მირზა) (გარდაიცვალა 1734), ჰყავდა სამი ვაჟი: ასან მირზა, ივანე ბატონიშვილი და როსტომ მირზა
  • ალექსანდრე ბატონიშვილი (ნაზარ ალი მირზა) (გარდაიცვალა 1737)
  • ჰასან მირზა (გარდაიცვალა 1750)

ლიტერატურა

წინამორბედი:
არჩილ II
კახეთის მეფე
1703 - 1722
შემდეგი:
კონსტანტინე II

Tags:

17031722ერეკლე Iკახეთის სამეფომეფე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მარტივი და შედგენილი რიცხვებიიმპრესიონიზმიმარტივი რიცხვიჟირაფისებრნიისლამიპოტსდამის კონფერენციალაშა ბექაურირევაზ ინანიშვილიჯიხვილუი XIVკაპიტალიზმიმოსკოვიკორუფციაკვიპროსისუვერენიტეტიგანმანათლებლობასაქართველო XVIII საუკუნეშიბაბუაწვერამაჰათმა განდიკრიშტიანუ რონალდუკრწანისის ბრძოლაYandexჭიამაიასებრნილიხტენშტაინიანტიკური ხანაბირთვული იარაღიგოგონა მარგალიტის საყურითიუდაიზმიდემეტრე Iევროპის საბჭოლაშა ტალახაძემღრღნელებითევზები (ასტროლოგია)ენგურის ჰიდროელექტროსადგურივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიმიხეილ ჯავახიშვილიმართლმადიდებლობალოცვა ეფრემ ასურისასილიციუმიილია თოფურიასეფსისიტერენტი გრანელისოკრატეივანე ჯავახიშვილიაზოინსულტიედუარდ შევარდნაძეთავის ტვინიპრომეთემელაბზობაძველი საბერძნეთიკუებიფაშიზმიპლურალიზმინაციონალ-სოციალიზმიჩინეთის დიდი კედელიმტირალას ეროვნული პარკიანტარქტიდაფრანც შუბერტიამიერკავკასიური ზაზუნაამაზონიგიორგი IV ლაშაქრისტიანობაბერძნული ხელოვნებასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიბახტრიონის ბრძოლააუტიზმიმსოფლიოს მოსახლეობაქართული მითოლოგიაჩინგიზ-ყაენისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიჯორჯ გერშვინისლოვაკეთიკანადაგონიოს ციხეკონსტანტინე გამსახურდიაქუნთრუშა🡆 More