კახეთი გაღმამხარი

გაღმამხარი, გაღმა მხარი — ისტორიული მხარე კახეთში.

კახეთი გაღმამხარი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაღმამხარი.

მოიცავდა ძველი ჰერეთის ტერიტორიის ნაწილს, რომელიც მოქცეული იყო მდინარე ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის. ეს ტერიტორია შიდა კახეთის მიმართ „გაღმა მხარი“ იყო. ეკონომიურად იგი კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დაწინაურებულ კუთხეს წარმოადგენდა. განსაკუთრებით განვითარებული იყო მევენახეობა და მეაბრეშუმეობა. გაღმა მხარის დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა მისმა სიახლოვემ გილან - შემახის სავაჭრო გზასთან. ეკონომიურმა განვითარებამ განაპირობა გვიანი ხანის კახეთის სამეფოს პოლიტიკური ცენტრის გაღმამხარში (გრემში) გადანაცვლება. XVII-XVIII საუკუნეებში გაღმა მხარის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა და დაღესტნელ ფეოდალთა თავდასხმებმა. ეს მხარე დიდხანს გაუკაცრიელებული და აოხრებული იყო. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით გაღმა მხარი მოიცავს ლაგოდეხის, ყვარლისა და ნაწილობრივ თელავის რაიონების ტერიტორიას.

ვახუშტი ბაგრატიონი გაღმა მხარის მდებარეობასა და საზღვრების შესახებ აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„ხოლო ამის აღმოსავლით (შიგნით კახეთი) არს გაღმა მჴარი, რომელსა მზღვრის: აღმოსავლით კავკასი ლეკეთისა, დიდოეთისა და თუშეთისა და ამას შორისი, სადაცა გარდავლენანცა გზანი მათ შინა გაღმა მჴრიდამ; სამჴრით ელისენის საზღვარი; დასავლით ალაზნის მდინარე; ჩრდილოთ მთა კავკასი, ამასა და თუშეთს შორისი, სადაცა გარდავალს გზა თუშეთს, და საზღვარი პანკისისა.“

ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკიტხები, ტ. 1-3, თბ., 1964-1966;
  • გვასალია ჯ., თოდრია თ., გვიანფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს პოლიტიკური საზღვრები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიული კრებული», 1971, ტ. 4;
  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;

სქოლიო

Tags:

აბას Iალაზანიგრემითელავის რაიონიკავკასიონიკახეთილაგოდეხის რაიონიყვარლის რაიონიჰერეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდასამცხე-ჯავახეთის მხარეაზოტიშუშანიკის წამებატურიზმიერლინგ ჰოლანირეფერენდუმიალავერდიჰარი პოტერიცხენიალაზანიეპითეტიეგრისის დიდი ომიკორუფციაკომუნიზმიკახა კალაძეალექსანდრე ყაზბეგითითაობაარაბთა სახალიფოშავი ზღვაკახეთიიურიდიული პირიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)ზურაბ ჟვანიაჯანსუღ ჩარკვიანიგველებიუნგრეთიკავკასიარუსეთ-საქართველოს ომი (1921)დომენტი მშვენიერაძეირაკლი კობახიძენიკო ბაგრატიონიკაცია-ადამიანი?!არჩვიშინაური ძაღლიასპინძის ბრძოლაევროპა-აზიის საზღვარიალეკო ელისაშვილისისხლიჯაყოს ხიზნებიკურდღელიეგვიპტის პირამიდებიბუნების დაცვამიკროორგანიზმებილითიუმიაშშ-ის ისტორიასაქართველო IV საუკუნეშიაზერბაიჯანიმერაბ მამარდაშვილივარძიაპუნიკური ომებიასურელი მამებისოლომონ Iგნეუს პომპეუს მაგნუსიუქმე დღეები საქართველოშიიულიუს კეისარილუკა მოდრიჩიმინერალებივიკისაწყობიგიორგი IV ლაშაანდებისაქართველო XV საუკუნეშიავსტრალია (კონტინენტი)ვიკიპედიაფემინიზმილუქსემბურგიოპერატიული მეხსიერებაანარქიზმილომი (ასტროლოგია)ინგლისური ენასპილოსებრნიკლიმატი🡆 More