თეიმურაზ Ii

თეიმურაზ II (დ.

თეიმურაზ Ii სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეიმურაზი.

1700, თბილისი — გ. 8 იანვარი 1762, სანქტ-პეტერბურგი) — კახეთის გამგებელი 1709-1715, მეფე 1733-1744, ქართლის მეფე 1744-1762. პოეტი.

თეიმურაზ II
თეიმურაზ Ii
ქართლის და კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1732
მმართ. დასასრული: 1762
წინამორბედი: კონსტანტინე II
მემკვიდრე: ერეკლე II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1700
გარდ. თარიღი: 1762 წლის 8 იანვარი
გარდ. ადგილი: სანქტ-პეტერბურგი რუსეთის დროშა
მეუღლე: თამარ ერისთავი
თამარი
ანა ბარათაშვილი
შვილები: ერეკლე II
ქეთევანი
ელენე
ანა
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ერეკლე I
დედა: ანა ჩოლოყაშვილი
რელიგია: მართლმადიდებლობა
ხელმოწერა: თეიმურაზ Ii

ბიოგრაფია

წარმოშობა

თეიმურაზ II დაიბადა თბილისში 1700 წელს. მამამისი იყო ქართლის მეფე ერეკლე I (1688-1703), ხოლო დედა — ანა ჩოლოყაშვილი.

კახეთში გამეფება

XVIII საუკუნის დასაწყისში, აღმოსავლეთ საქართველოში სპარსელები იყვნენ გაბატონებული. 1703 წელს, თეიმურაზის მამას, ერეკლე პირველს, ირანის შაჰმა კახეთის მეფობა უბოძა, მაგრამ ირანში დაიტოვა და მის მაგივრად, 1703 წლიდან, კახეთში მისი ვაჟი, დავითი (იმამყული-ხანი) გაამეფეს. 1709 წელს ერეკლე პირველი გარდაიცვალა და ახლა დავითი გაიწვიეს ირანში. მეფობა მის უმცროს ძმას, მცირეწლოვან თეიმურაზ მეორეს გადაეცა, თუმცა ფაქტობრივად კახეთს თეიმურაზის დედა და ეპისკოპოსი, ნიკოლოზ ალავერდელი მართავდნენ.

კახეთში თეიმურაზი 1715 წლამდე მეფობდა. 1710 წელს, თეიმურაზის ძმამ, დავით II-მ, თბილისში ვახტანგ VI მოინახულა და თხოვა, რომ მისი ქალიშვილი თამარი, თეიმურაზის მეუღლე გამხდარიყო. რამდენიმე წელიწადში ეს ქორწინებაც მოხდა, თეიმურაზმა ვახტანგ მეექვსის ქალიშვილი, თამარი შეირთო ცოლად. ამ ქორწინებით ბაგრატიონთა ორი შტო, ქართლისა და კახეთისა, გაერთიანდა. 1720 წელს, მათ პირველი შვილი – ერეკლე შეეძინათ.

1715 წლიდან დავითი (იმამყული-ხანი) დაბრუნდა და გარდაცვალებამდე,1722 წლამდე იმეფა. ამ პერიოდში, ახალგაზრდა თეიმურაზი მის გვერდით იყო. 1722 წლიდან კახეთში თეიმურაზის მეორე ძმა, კონსტანტინე (მაჰმად ყული-ხანი) გამეფდა.

ხიზნობა

1723 წელს, ოსმალებმა დასუსტებული სპარსელები დაამარცხეს და აღმოსავლეთი საქართველოც მათი ბატონობის ქვეშ მოექცა. 1724 წლიდან თურქებმა ქართლში ვახტანგ მეექვსის ძმა, იესე (ალიყული-ხანი) გაამეფეს და მუსტაფა უწოდეს. კახეთში კი, 1722 წლიდან, ერეკლე პირველის ვაჟი, დავითისა და თეიმურაზის ძმა, კონსტანტინე II (მაჰმად ყული-ხანი) მეფობდა. 1727 წელს, იესეს გარდაცვალების შემდეგ, ოსმალებმა ფაქტობრივად გააუქმეს ქართლის სამეფო, ის ექვს ნაწილად დაყვეს და მსხვილ თავადებს დაურიგეს.

ოსმალები კახეთსაც შეესიენ. კახეთში, კონსტანტინე ოსმალების ბატონობის წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა უშედეგოდ. ამ პერიოდში, თეიმურაზი ძმის გვერდით იდგა და ოსმალების და ლეკების საწინააღმდეგოდ აქტიურად მოქმედებდა. მაგრამ, ცოტა ხანში, თეიმურაზი იძულებული იყო ოსმალებს გარიდებოდა და ოჯახით ფშავში გაიხიზნა. კონსტანტინე ოსმალებს შემოურიგდა, მეფობა განაგრძო. 1732 წელს ოსმალებმა ის ღალატით მოკლეს.

კახეთის გამგებლობა

1733 წელს, კახელების მოთხოვნით, თეიმურაზი ფშავიდან დაბრუნდა და ოსმალთა თანხმობის შემდეგ კახეთში გამეფდა. „თურქები მწარედ ტყუვდებოდნენ,როცა თეიმურაზის მარიონეტულ მმართველად გამოყენების იმედი ჰქონდათ. მეფე თეიმურაზი არაჩვეულებრივი სიმტკიცითა და სამშობლოს სიყვარულით გამოირჩეოდა. ის და მისი ვაჟი ერეკლე მხოლოდ შესაფერის მომენტს ელოდნენ, რომ სახალხო მოძრაობას ჩასდგომოდნენ სათავეში თურქების აღმოსავლეთ საქართველოდან გასაძევებლად“, – წერდა დევიდ ლენგი.

1728–1729 წლებიდან სპარსეთი თანდათან ძლიერდებოდა. მათი ლიდერი იყო თამაზ ყული-ხანი. 1730 წლიდან მან თურქებს შეუტია. 1735 წელს, ყარსის მიდამოებში, მდინარე არფა-ჩაის ნაპირებთან სპარსელებმა საბოლოოდ დაამარცხეს თურქები. ქართლ-კახეთი ისევ სპარსელების მმართველობაში მოექცა. 1736 წლიდან თამაზ ყული-ხანი, სპარსეთში ნადირ-შაჰის სახელით გამეფდა. თეიმურაზი სპარსელების მხარეს დადგა, რადგან ის „ყიზილბაშობას“, „ოსმალობასთან“ შედარებით, საქართველოსათვის ნაკლებ უბედურებად თვლიდა. ჯერ კიდევ 1735 წელს ნადირ-შაჰი თბილისში შემოვიდა. თეიმურაზი მას ზეიმით შეხვდა. თბილისი დარბევას გადაურჩა, მაგრამ ქართლის ის ნაწილი, სადაც სპარსელთა მოწინააღმდეგე ფეოდალები ბატონობდნენ ნადირ-შაჰმა სასტიკად ააოხრა. მიუხედავად იმისა, რომ თეიმურაზს თითქოს ენდობოდა, მისი დაპატიმრება მაინც ბრძანა შაჰმა.

1736 წელს ნადირ-შაჰი ისპაჰანიდნ ყანდაარისკენ დაიძრა ჯარით და თეიმურაზიც თან გაიყოლა. თეიმურაზი ცოტა ხანში კახეთში დააბრუნა, ოღონდ მძევლებად მისი შვილები, ერეკლე და ქეთევანი მოითხოვა. ერეკლე თავის მებრძოლ რაზმში ჩარიცხა, ქეთევანი – ნადირ-შაჰის ძმისშვილმა, ალიყული-ხანმა მოიყვანა ცოლად.

ლაშქრობიდან დაბრუნებულმა ნადირ-შაჰმა, 1741 წელს დაღესტნის დაპყრობა გადაწყვიტა, მართალია მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ ამ ლაშქრობით ქართველებისათვის სასარგებლო მდგომარეობა შეიქმნა, აღიკვეთა ლეკთა თარეში, სპარსელებმა საქართველოდან გაასახლეს მტკვრის ნაპირებზე დასახლებული თურქმენული ტომის მრავალი ოჯახი.

1741 წელს ნადირ-შაჰმა, ქართლის იმჟამინდელ მმართველს, გივი ამილახვარს დიდძალი ხარკი მოსთხოვა. გივი განუდგა სპარსელებს, ოსმალების და ლეკების მხარე დაიჭირა და სპარსელების საწინააღმდეგო აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. ამის გამო თეიმურაზი და ერეკლე გივი ამილახვარს დაუპირისპირდნენ. მათ შორის ბრძოლები იმართებოდა.

გორსა და რუისს შორის მომხდარ შეტაკებაში ამლახვარმა ოსმალების დახმარებით დაამარცხა თეიმურაზი. შემდეგ, აჩაბეთში დამარცხდა გივი ამილახვარი. თეიმურაზმა და ერეკლემ იერიში მიიტანეს გივი ამილახვარსა და მის მომხრეებზე, საგურამოსთან ერეკლემ თავის ხელით მოკლა ლეკების ბელადი. თეიმურაზის და ერეკლეს ჯარმა, ოკამამდე და სხვილოს ციხემდე სდიეს ამილახვრის მომხრე ლეკებსა და ოსმალებს. გაქცეული გივი ამილახვარი სურამის ციხეში ჩაიკეტა. თეიმურაზმა და ერეკლემ ალყა შემოარტყეს სურამის ციხეს და გივის დანებება უბრძანეს. ხანგრძლივი ალყის შემდეგ, გივი დანებდა, მაგრამ ერთი პირობით, რომ ის მხოლოდ თეიმურაზის მეუღლეს, თამარ დედოფალს ენდობოდა და მხოლოდ მას ჩაბარდებოდა. თამარი სურამის ციხეში შევიდა და ამილახვარს ხელშეუხებლობის პირობა მისცა. გივიმ ხმალი შემოიხსნა დედოფალს მიაწოდა, მის წინაშე დაიჩოქა და დანებდა. თამარმა ის ციხიდან უვნებლად გამოიყვანა.

ქართლში გამეფება

თეიმურაზს დიდი სახელი ჰქონდა მთელს სპარსეთში. ნადირ-შაჰმა გადაწყვიტა, რომ ჯობდა ქართველები ისევ ქრისტიანების ხელით ჰყოლოდა მორჩილებაში, ასე, რომ 1744 წელს, ნადირ-შაჰმა თეიმურაზ მეორე ქართლის მეფედ დანიშნა, ერეკლე კი კახეთის მეფედ. თეიმურაზი ამ დროს 44 წლის იყო.

ნადირ-შაჰი თეიმურაზს ყველაფერში ენდობოდა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განლაგებული სახანოები, ნადირის ბრძანებით თეიმურაზს ემორჩილებოდნენ.

1745 წელს ნადირმა შემოუთვალა თეიმურაზს „ვითაც თქვენი მეფობის რიგი იყოსო, ეგრევე კურთხევა მიიღეო“.

ქრისტიანული წესით გამეფების ცერემონიალის წარმართვის წესი ქართლში უკვე დავიწყებული იყო, რადგან აქ 130 წელია ქრისტიანი მეფე არ მჯდარა. ეს საქმე კათალიკოს- პატრიარქმა, ანტონ პირველმა ითავა.

1745 წელს, 1 ოქტომბერს, სვეტიცხოველში დიდი ზეიმით აკურთხეს მეფედ თეიმურაზი. წელში გამართული ქართველები, გამარჯვებად მიიჩნევდნენ ამ ამბავს და სიხარულის ზეიმი ჰქონდათ გამართული.

თეიმურაზ Ii 
„ჩვენ კეთილმსახურმან მეფემან თეიმურაზ მიუბოძეთ დროშა ესე წინამძღოლსა ჩვენსა ამირ-სპასალარს ქაიხოსრო ორბელიანს, ოდეს ცხებულ ვიქმენით საცხებელითა სამეფოთა, თვესა ოკდონბერსა ა, დღესასწაულსა კათოლიკე ეკლესიისა სვეტისა ცხოველისასა, ქრისტეს აქეთ ჩღმე, ქრონიკონსა ულგ.“

ერეკლე და თეიმურაზი, შეხმატკბილებულ, ერთიან საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას ატარებდნენ და საჭიროების მიხედვით, მტერთან საბრძოლველად ქართლის და კახეთის ჯარსაც აერთიანებდნენ. ხშირად უხდებოდათ ქართველ მეფეებს საერთო მტრის მოგერიება.

თეიმურაზ Ii 
საქართველო XVIII საუკუნის პირველ ნახევარში. დეტალი რობერტ დე ვოგონდის რუკიდან, პარიზი, 1748

1746 წელს დედოფალი თამარი გარდაიცვალა. 40 დღის გასვლის შემდეგ თეიმურაზი, ბეჟან ოთარაშვილის შვილზე, ანა-ხანუმზე დაქორწინდა.

1746 წელს, ნადირ-შაჰმა ქართლს დიდი ხარკი დაადო. ამან წინააღმდეგობა გამოიწვია, ქვეყანა აჯანყების პირას მივიდა. შაჰმა ერეკლე თავისთან დაიბარა, მაგრამ თეიმურაზმა, რომელსაც თავისი დიპლომატიური ნიჭის იმედი ჰქონდა, ახალგაზრდა ერეკლე შაჰის რისხვისაგან დაზოგა და თავად გადაწყვიტა წასვლა დაუნდობელ შაჰთან. ამით თეიმურაზმა, შვილის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის თავი გადადო და საკუთარი სიცოცხლე განსაცდელში ჩააყენა.

1747 წლის ზაფხულში თეიმურაზი სპარსეთისკენ დაიძრა და სანამ ჩავიდოდა, გზაში ნადირ-შაჰის სიკვდილის ამბავი გაიგო, რომელიც შეთქმულებს მოეკლათ.

სპარსეთში ჩასულ თეიმურაზს ირანის ტახტზე თავისი სიძე, ქალიშვილის, ქეთევანის ქმარი, ნადირის ძმისშვილი ალი–ყული–ხანი დახვდა, უკვე ადილ-შაჰად წოდებული. ის ნადირის მკვლელობის თანამონაწილე იყო. ადილ-შაჰმა სიხარულით და დიდი პატივით მიიღო სიმამრი. მალე ადილ-შაჰი თავისივე ძმამ, იბრაჰიმმა დაამარცხა და თავად გამეფდა. იბრაჰიმიც პატივს სცემდა თეიმურაზს. სპარსეთში თეიმურაზი ორი წელი დარჩა.

1749 წელს საქართველოში დაბრუნებულმა თეიმურაზმა შაჰის სიგელი ჩამოიტანა საქართველოს საზღვრების გაფართოების შესახებ. ვასალობაც ფორმალური გახდა და საქართველომ ირანს ხარკის მიცემა შეუწყვიტა. მეზობელი სახანოების მმართველები დიდ პატივს სცემდნენ თეიმურაზსა და ერეკლეს. განჯის, ერევნის და ნახჭევნის სახანოები მათი მოხარკე იყვნენ. მათ დაქვემდებარებაში შევიდა ყაზახი და ბორჩალო. ირანის ახალმა შაჰმა როჰმა, თეიმურაზს „ერანის და აზერბაიჯანის სპასალარობა უბოძა“.

ბრძოლები ავტორიტეტის განმტკიცებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის არ ილეოდა. ბოლო არ უჩანდა ლეკთა თავდასხმებს. 1749 წელს თეიმურაზმა და ერეკლემ, ერევნის სახანოს დამრბევი, მაჰმად-ხანი დაამარცხეს. 1745 წელს, ყარაბაღის მფლობელი, ფანა-ხანი, ყარათაფად წოდებულ მთიან ადგილას დაამარცხეს და დიდი ზარალით განდევნეს. ქართველი მეფეები, შაქის მფლობელმა, გამაჰმადიანებულმა სომეხმა აჯი-ჩალაბმა ორჯერ დაამარცხა, მაგრამ 1752 წლის სექტემბერში, თულქითეფეს ველზე, ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს აჯი-ჩალაბი და მისი ვაჟი აღა-ქიში. ამ ბრძოლიდან მობრუნებული თეიმურაზი და ერეკლე სეიდაბადთან დაქვეითდნენ, მხლებლებთან ერთად ფეხთ გაიხადეს და ფეხშიშველნი, მივიდნენ სიონამდე, სადაც სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს.

თეიმურაზისა და ერეკლეს ძალისხმევით, საქართველოს უკეთესობა დაეტყო, გალამაზდა და გაძლიერდა თბილისი. შენდებოდა სხვადასხვა საწარმო, დიდი ყურადღება ექცეოდა განათლებას, იბეჭდებოდა წიგნები, ძლიერდებოდა ეკლესია, განვითარდა ვაჭრობა. თეიმურაზმა შექმნა მუდმივი ჯარის ტიპის მსგავსი სამხედრო შენაერთი „ნოქარი“.

1754 წელს, ხუნძახის ბატონი, ნურსალ-ბეგი, დიდძალი ჯარით ქართლში შემოიჭრა. ლეკებმა გზად დაწვეს ახმეტა და რუისპირი, დაარბიეს არაგვის ხეობა, დუშეთი და მჭადიჯვრის ციხეს ალყა შემოარტყეს. თეიმურაზმა და ერეკლემ ჯარი გააერთიანეს და მჭადიჯვრის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ავარიელები.

1755 წელს, ნურსალ-ბეგმა მეზობელი სახანოები მიიმხრო, კახეთში გადმოვიდა და ყვარლის ციხეს შემოარტყა ალყა. მტერს ჯერ კახეთის დაპყრობა უნდოდა, მერე კი ქართლსაც იოლად დაიპყრობდა. თეიმურაზის და ერეკლეს ერთიანი, გონივრული მოქმედებით, ყვარლის ბრძოლა ისე წარიმართა, რომ ქართველებმა მინიმალური დანაკარგით მიაღწიეს მიზანს, მტერი ყვარლის ციხეს ჩამოაშორეს და ქვეყნიდან გააძევეს.

მიუხედავად იმისა, რომ თეიმურაზსა და ერეკლეს დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ რეგიონში, ოსმალეთისაგან წაქეზებული ლეკების თითქმის ყოველდღიური თავდასხმები არ ილეოდა. საქართველო სისხლისგან იცლებოდა.

რუსეთში დიპლომატიური მისიით

თეიმურაზ Ii 
თეიმურაზ II. ლითოგრაფია. 1761

თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დიპლომატიური მიზნით, თეიმურაზმა რუსეთში გადაწყვიტა წასვლა.

რუსეთში თეიმურაზი 1760 წლის დადგომისთანავე უნდა წასულიყო, მაგრამ მისი შვილიშვილი, ერეკლეს უფროსი ვაჟი, ვახტანგ კარგი, ყვავილისაგან გარდაიცვალა და წასვლა მცირე ხნით გადაიდო. თეიმურაზმა ძალზე განიცადა შვილიშვილის გარდაცვალება.

თეიმურაზ მეორე, თანმხლები 72 კაცის ამალით, რუსეთისკენ 1760 წლის აპრილის შუა რიცხვებში გაემგზავრა. აპრილის ბოლოს ყიზლარში ჩასული თეიმურაზი, თავის თანმხლებ პირებთან ერთად, ერთი თვის განმავლობაში „კარანტინში“ ამყოფეს, ამის გარდა, ვითომდა სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხის მოგვარების მიზნით, კიდევ სამი თვე გააჩერეს მეფე ყიზლარში. სინამდილეში კი მისი დაბრკოლების მიზეზი ის იყო, რომ იმპერიის დიპლომატიის მესვეურები მას დიდი სიხარულით არ ხვდებოდნენ. ყიზლარიდან ოქტომბრის დასაწყისში გასული თეიმურაზი, ასტრახანს ოქტომბრის შუა რიცხვებში მიუახლოვდა. 1761 წლის 21 იანვარს, ასტრახანიდან, მეფე თანმხლებ პიირებთან ერთად დაიძრა მოსკოვისკენ. მოსკოვიდან 8 მარტს გასული დელეგაცია 19 მარტს პეტერბურგს მიადგა.

თეიმურაზი თავის მიზნებს ყველასთან არ გამოხატავდა და როგორც „ირანის წარმომადგენელი“ ისე წარადგენდა თავს. მისი ძირითადი მიზანი იყო დაერწმუნებინა რუსები, რომ თუ ისინი მოინდომებდნენ ირანი მორჩილებაში ჰყოლოდათ, ქართველები ამ საქმეში დაეხმარებოდნენ. სამხედრო და ფულადი დახმარების მიღების შემდეგ ქართველები, ირანში ჯარით შევიდოდნენ, იქ წესრიგს დაამყარებდნენ და ირანის შაჰის ტახტზე მათთვის სასურველ კანდიდატურას დასვამდნენ. თუმცა, მანამდე აუცილებელი იყო ლეკების თავდასხმების აღკვეთა ქართლ-კახეთზე. ამისათვის თეიმურაზი მაშველ ჯარს ითხოვდა და პირდებოდა რუსეთს, რომ როგორც კი ქართლ-კახეთში სიმშვიდეს დაამყარებდა, მაშინვე ირანისკენ დაიძრებოდა, რათა რუსებისათვის დადებული პირობა შეესრულებინა. ყოველივე ეს საქართველოს მდგომარეობის შემსუბუქების საწინდარად მიაჩნდა თეიმურაზს. თეიმურაზმა რუსეთში ორ წელზე მეტი დაჰყო, მაგრამ მის თავგამოდებულ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. რუსეთს ამ პერიოდში კავკასიისათვის არ ეცალა.

გარდაცვალება

თეიმურაზ Ii 
თეიმურაზ II-ის საფლავის ქვა

1762 წლის 8 იანვარს, პეტერბურგში, თეიმურაზ II გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მეფეს ჩქარი და გაუგებარი ლაპარაკი დაუწყია, ყურს თუ დაუგდებდით მიხვდებოდით, რომ ლოცვას ამბობდა. იქვე მდგომმა, ზიარებისათვის მისულმა მოძღვარმა, სვიმონ დეკანოზმა ჩასძახა: თუ ენით ვერა სთქვამ, გონებაში გქონდესო. თეიმურაზმა უპასუხა – მესმის და გულში მაქვსო. მოძღვარი, რომელმაც მისი ბოლო სიტყვები ვერ გაარჩია, ჩაეკითხა – რას ბრძანებო? თეიმურაზმა წარმოსთქვა – კათოლიკებს ხომ შეიწყნარებენო? მოძღვარმა დაუდასტურა – დიახ შეიწყნარებენო. თეიმურაზმა უპასუხა – მეც ხომ აღმოსავლეთის კათოლიკე ვარო! – ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, თავისი ქვეყნის მოყვარული მეფე ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ გარდაიცვალა.

1762 წლის თებერვლის ბოლოს, დამწუხრებულმა და მგლოვიარე ქართლ-კახეთის ელჩობამ, პეტრბურგიდან სამშობლოსაკენ წამოასვენა თეიმურაზის ცხედარი. 22 თებერვალს მოსკოვში ჩავიდნენ. აქ მთავრობის მიერ დამტკიცებული, მათი მოძრაობის მარშრუტი გააცნეს – ქართველები, სახმელეთო გზით ყაზანამდე უნდა მისულიყვნენ. ყაზანიდან კი, ასტრახანამდე, მდინარე ვოლგის სანაოსნო გზით უნდა ემგზავრათ, მაგრამ ვოლგა გაყინული იყო და მასზე ნაოსნობა მხოლოდ ყინულის გალღობის მერე, გაზაფხულის ძალაში შესვლისას იქნებოდა შესაძლებელი. ასეთი მგზავრობით გზაში ძალზე დაუგვიანდებოდათ, ამასობაში ზაფხულიც მოვიდოდა და ცხედარის საქართველოში ჩამოსვენებაც შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ ქართველებმა მოითხოვეს, რომ თუ არ იქნებოდა მეფის გადასვენებისათვის ხელსაყრელი პირობები და დროულად, სიცხეების დადგომამდე ვერ მოახერხრბდნენ საქართველოში გადასვლას, რუსეთის მთავრობას ნება უნდა დაერთო რათა თეიმურაზი ასტრახანში დაესაფლავებინათ – განმარტავს ვალერიან მაჭარაძე.

1762 წლის 26 აპრილს ქართველები ყაზანიდან სახმელეთო გზით გავიდნენ და 26 მაისს უკვე ასტრახანში იყვნენ.

1762 წლის 4 ივნისს, მეფე-პოეტი თეიმურაზ II, ასტრახანში, მიძინების ტაძარში, თავისი სიმამრის, ვახტანგ VI-ის გვერდით დაკრძალეს.

შემოქმედება

თეიმურაზ II ე. წ. აღორძინების ხანის ქართული მწერლობის წარმომადგენელია. იგი იყო პოეტი და მთარგმნელი. მის თხზულებათაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია პოემა „დღისა და ღამის გაბაასება“ ანუ „სარკე თქმულთა“, რომლის პირველი ნაწილი სასულიერო შინაარსისაა. ქრისტიანული აღმსარებლობის სხვადასხვა საკითხზე მსჯელობასთან ერთად მასში გალექსილია ბიბლიური ეპიზოდები. მეორე ნაწილი ეხება ქართველთა ზნეობისა და ყოფა-ცხოვრების საკითხებს. დღისა და ღამის გაბაასების ფონზე თეიმურაზ II თხზულებაში გვაძლევს ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საინტერესო ცნობებს. ავტორის მიერ აღნუსხულია ძველი საქართველოს არაერთი ზნე-ჩვეულება და ტრადიცია. ნაწარმოები ეხმაურება ანალოგიური საკითხებისადმი მიძღვნილ არჩილ II-ის თხზულებას „საქართველოს ზნეობანი“.

ისტორიული რეალობაა გადმოცემული თეიმურაზ II-ის ავტობიოგრაფიული ხასიათის ლექსში „თავგადასავალი“. საყურადღებოა მისი ნაწარმოები „სასახლის ქება“, რომელშიც აღწერილია როსტომ მეფის, ერეკლე I-ისა და ვახტანგ VI-ის სასახლეები. წუთისოფლის სიმუხთლით შეწუხებულ პოეტს წარმავლად მიაჩნია ყოველივე. თხზულებაში „სოფლის მდურვის“ მოტივი გამოსჭვივის. ხსნის საშუალებად პოეტს ქრისტიანული ზნეობის წმინდად დაცვა მიაჩნია. თეიმურაზ II-ის ლირიკული ლექსების უმრავლესობაში გამოხატულია ქრისტიანული რელიგიური განწყობილება. პოეტის ლიტერატურული მრწამსის გასათავისებლად მნიშვნელოვანია მისი „გაბაასება რუსთველთან“. თეიმურაზ II იზიარებს არჩილს II-ის მიერ ქართულ მწერლობაში დამკვიდრებულ „მართლის თქმის“ პრინციპს, ილაშქრებს ფანტასტიკური სიუჟეტების დამუშავების წინააღმდეგ.

თეიმურაზ II-ს ეკუთვნის იმხანად პოპულარულ თემაზე დაწერილი „ხილთა ქება“, თავშესაქცევი და ფორმალისტური ხასიათის ანბანთქებები, კიდურწერილობა და ა. შ. მან სპარსულიდან თარგმნა იგავ-არაკების კრებული „თიმსარიანი“.

მოლაპარაკებები საქართველოში გადმოსასვენებლად

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები თეიმურაზ II-ს (ასევე ვახტანგ VI) საქართველოში გადმოსასვენებლად. 2011 წლის ნოემბრის ბოლოს მოსკოვში ვიზიტად მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის რუსეთის პატრიარქთან და პრეზიდენტთან შეხვედრების დროს, განხილვის ერთ-ერთი თემა ქართველი მეფეების ვახტანგ VI-სა და თეიმურაზ II-ს საქართველოში გადმოსვენების საკითხი იყო. საქართველოს პატრიარქის განცხადებით „რუსეთის შესაბამის სამსახურებს სპეციალური დოკუმენტაცია გადაეგზავნათ და აღნიშნული საკითხი შესწავლის პროცესშია“.

ლიტერატურა

  • აკოფაშვილი გ., ცაიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 642.
  • პეტრიაშვილი, თ. კრწანისს ნაბრძოლო ხმალი და ბატის ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა, თბილისი, 2006;
  • ლენგი, დ., „საქაართველოს სამეფოს უკანასკნელი წლები“; 2003
  • ორბელიანი, პ., „ამბავნი ქართლისანნი“, თბილისი, 1981;
  • საქართველოს ისტორიის ქრონიკები, XVII-XIX სს. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ავთ. იოსელიანმა, თბილისი, 1980;
  • ლორთქიფანიძე, მ., მეტრეველი, რ. „საქართველოს მეფეები“, თბილისი, 1980;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4 თბილისი 1973;
  • ბერძენიშვილი, ნ., ჯავახიშვილი, ივ., ჯანაშია, ს. საქართველოს ისტორია, ნაწილი პირველი, თბილისი, 1973;
  • მაჭარაძე ვ., „მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის“, ნაწ. 2, თბილისი, 1968;
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბილისი, 1966;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბილისი, 1958;
  • ქიქოძე, გ., „ერეკლე II“, თბილისი: სახელგამი, 1942.
  • ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან , ტ. 2, თბილისი, 1940;

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

წინამორბედი:
კონსტანტინე II
კახეთის მეფე
1732 - 1744
შემდეგი:
ერეკლე II
წინამორბედი:
ირანელი მმართველები
ქართლის მეფე
1744 – 1762
შემდეგი:
ერეკლე II

Tags:

თეიმურაზ Ii ბიოგრაფიათეიმურაზ Ii შემოქმედებათეიმურაზ Ii მოლაპარაკებები საქართველოში გადმოსასვენებლადთეიმურაზ Ii ლიტერატურათეიმურაზ Ii რესურსები ინტერნეტშითეიმურაზ Ii სქოლიოთეიმურაზ Ii1700170917151733174417628 იანვარითბილისიკახეთის სამეფოსანქტ-პეტერბურგიქართლის სამეფო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ცოტნე დადიანიეკვატორული კლიმატური სარტყელითამბაქომონღოლთა იმპერიასალამურიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებილეონარდო და ვინჩისაქართველოს წითელი ნუსხაარჩვინიუ-იორკინავთობიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024შვეიცარიაFacebookმეორე მსოფლიო ომიქუთაისირაკეტაგერმანიის ქალაქების სიადაირავანიბათუმის ბოტანიკური ბაღიბიბლიაილია თოფურიავიეტნამიზაფხულივინსენტ ვან გოგიინგლისური ენასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშისოკოებინიკა გვარამიაიმერეთიოქტავიანე ავგუსტუსითუშეთიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაბახტრიონი (პოემა)გალაკტიონ ტაბიძესამხრეთ აფრიკის რესპუბლიკანიკო ბაგრატიონიგერგეტის სამების ეკლესიაგარემოს დაბინძურებანაკრძალირიცხვითი სახელითერგდალეულებინაციონალ-სოციალიზმიმცენარეებისიყვარულიგიორგი XIIკლიმატიჰაერიკირჩხიბი (ასტროლოგია)ჩუტყვავილანეიმარიიურიდიული პირიფილტვებისაქართველოს სატელეფონო კოდებისიყვარულის დღედუნაიადამიანის უფლებებირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)თითაობაჰიმალაიძველი საბერძნეთიეთერ ჭელიძემუსიკადათვილობითანდებულიხარებაკონგოპითაგორას თეორემაგიორგი VIIIალკოჰოლიზმიანტარქტიდავოლფგანგ ამადეუს მოცარტიფელაციაინსულტი🡆 More