ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში.

ადმინისტრაციული ცენტრი — ახალქალაქი.

ადმინისტრაციული ერთეული
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
ადმ. ცენტრი ახალქალაქი
კოორდინატები 41°24′20″ ჩ. გ. 43°29′10″ ა. გ. / 41.40556° ჩ. გ. 43.48611° ა. გ. / 41.40556; 43.48611
მერი მელქონ მაკარიანი
ფართობი 1235 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 45 070 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 36,5 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა სომხები 92,9 %
ქართველები 6,8 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა გრიგორიანები 78,8 %
კათოლიკეები 11,7 %
მართლმადიდებლები 5,7 %
მუსლიმები 1,9 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (362)
საფოსტო ინდექსი 0700–0799
ოფიციალური საიტი http://www.akhalkalaki.ge/
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ისტორია

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში შედიოდა, 1921-30 წლებში — აღმოსავლეთ საქართველოს ახალქალაქის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.

ბუნება

მუნიციპლალიტეტი მდებარეობს ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, რომლის სიმაღლე 1500-დან 3300 მ-მდე მერყეობს. პლატოს ზედაპირი ტალღობრივი ვაკეა, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია სამსრის ქედი (უმაღლესი მწვერვალი მთა დიდი აბული — 3301 მ). ტერიტორია — 1235 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 990 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ფარავანი, ჭობარეთი, ბარალეთისწყალი. ტბებიდან აღსანიშნავია კარწახის ტბა, ვაჩიანის ტბა, მრუდე ტბა.

მუნიციპალიტეტში მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული: ვულკანური წიდა (სოფელი ზაკვი), პემზა (სოფლები სულდა და ოკამი) და პერლიტი (სოფელი სულდა).

მოსახლეობა

აღწერის მონაცემები

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 69 256
2002 60 486 ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 
2014 45 070 ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 
2021 41 000 ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 

ადგილობრივი თვითმმართველობა

ადმინისტრაციული ერთეულები

მუნიციპალიტეტში 65 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 64 სოფელი. ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო. მმართველობის ტერიტორიული ერთეულებია:

საკრებულო

პარტია 2017 2021 ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 31 37                                                                        
  ნაციონალური მოძრაობა 2  
  ევროპული საქართველო 1 2    
  ლელო 1  
  პატრიოტთა ალიანსი 5
  თავისუფალი საქართველო 1
სულ 38 42  

ეკონომიკა

სოფლის მეურნეობაში წამყვანია მეცხოველეობა, მოჰყავთ საგაზაფხულო ხორბალი და კარტოფილი. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული, ძირითადი დარგია კვების მრეწველობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რკინიგზის ხაზი (მარაბდა-ახალქალაქი), რომელიც 2018 წლის გაზაფხულიდან დაუკავშირდა სასაზღვრო პუნქტ კარწახს და რომელმაც ერთმანეთთან შეაერთა საქართველოსა და თურქეთის რკინიგზები.

კულტურა

მუნიციპალიტეტში 67 საჯარო სკოლაა, 61 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის).

ღირსშესანიშნაობანი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბევრია ადრინდელი და შუა საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლები:

სქოლიო

Tags:

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ისტორიაახალქალაქის მუნიციპალიტეტი ბუნებაახალქალაქის მუნიციპალიტეტი მოსახლეობაახალქალაქის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობაახალქალაქის მუნიციპალიტეტი ეკონომიკაახალქალაქის მუნიციპალიტეტი კულტურაახალქალაქის მუნიციპალიტეტი ღირსშესანიშნაობანიახალქალაქის მუნიციპალიტეტი სქოლიოახალქალაქის მუნიციპალიტეტიახალქალაქისამცხე-ჯავახეთის მხარესაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ინდონეზიაჰერაკლესასანიანთა იმპერიავახტანგ გორგასლის ორდენიგამზრდელი (პოემა)დაუნის სინდრომიფესვები (ფილმი)თეთნულდიჩარლი ჩაპლინიმზეანანურის ციხეთეიმურაზ Iევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1960გიორგი V ბრწყინვალებორის პაიჭაძენარკოტიკიკირჩხიბი (ასტროლოგია)სპილოსებრნისაჰარაქართლიანემიააჰმედ Iსიყვარულიბერძნული კოლონიზაციააფორიზმისერბეთიქვეწარმავლებიკუნილინგუსინიკო ფიროსმანიეოზონოფილებიიუდაიზმიტყევაკო ყაზაიშვილინოე ჟორდანიათამაშგარესაბერძნეთირენესანსიმეტაფორაქანი (გეოლოგია)კვარციალავერდიამირანი (მითოლოგია)თამბაქოუფლისციხექართული ხალხური ცეკვებიევროპადავით მუჯირისაჭმლის მომნელებელი სისტემადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაკალათბურთიბაგრატის ტაძარიგიორგი სააკაძესლოვაკეთიწითელი წიგნიალმასიკილომეტრითორნიკე ერისთავიძველი თბილისიენგურიქვეყნების სიაიაპონიაირემინაპოლეონ ბონაპარტიკახეთიერითროციტებინიუეაიდა (ოპერა)მთლიანი შიდა პროდუქტიგოჯი ბერითავისუფლების ქანდაკებადუნაირელიგია საქართველოშიალექსანდრე იაშვილიდიეგო მარადონატუნისიჰაერიტაიგა🡆 More