Placar

„Placar“ — ყოველთვიური ბრაზილიური სპორტული ჟურნალი.

გამოიცემა სან-პაულუში 1970 წლიდან. ყველაზე პოპულარული და მრავალტირაჟიანი სპორტული ჟურნალი ბრაზილიაში. ჟურნალის თემატიკა მოიცავს სპორტის სხვადასხვა სახეობებს, თუმცა გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა ფეხბურთს ეძღვნება და ფაქტობრივად საფეხბურთო ჟურნალს წარმოადგენს.

Placar
Placar
ტიპი: ყოველთვიური
სპორტული ჟურნალი
ფორმატი: ფართეფორმატიანი
მფლობელ(ებ)ი: Grupo Abril
გამომცემელი: Editora Abril
რედაქტორი: Rodolfo Rodrigues
მთავარი რედაქტორ(ებ)ი: Sérgio Xavier Filho
ფოტო რედაქტორი: Ricardo Corrêa Ayres
კადრები: Alexandre Batibugli
დაარსდა: 1855
ენა: პორტუგალიური
სათავო ოფისი: Av. das Nações Unidas, 7221, 7 andar, Pinheiros, São Paulo, SP, Brasil
პერიოდულობა: 110 000
ISSN: 0104-1762
საიტი: placar.com.br

ისტორია

ჟურნალის პირველი ნომერი 1970 წლის 20 მარტს გამოვიდა. მის გარეკანზე გამოსახული იყო პელე ნიკეს თასით ხელში.

1990 წლამდე ჟურნალი ყოველკვირეული იყო, საშუალოდ 200 ათასიანი ტირაჟით. ცალკეულ პერიოდებში მისი ტირაჟი იცვლებოდა. როგორც წესი, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ბრაზილიის ეროვნული ნაკრები რომელიმე დიდ საფეხბურთო ტურნირზე იღებდა მონაწილეობას.

ჟურნალმა საკმაოდ მალე მოიპოვა პოპულარობა, რის შემდეგაც მისი გავლენა ბრაზილიურ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, უშუალოდ მისი გავლენით მოხდა ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის სერია B-ს გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და მისი ორგანიზება, რამაც გარკვეულწილად შეამცირა მეტისმეტად გაზრდილი ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის — სერია A-ს მონაწილეთა რაოდენობა.

1987 წელს ჟურნალმა მხარდაჭერა გამოუცხადა ყველაზე ტიტულოვან კლუბებს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციიდან გამოყოფისა და ქვეყნის საკუთარი ჩემპიონატის გამართვის ინიციატივაში.

1984 წლიდან ჟურნალმა დაიწყო სპორტის სხვა სახეობების შესახებ სტატიების პუბლიკაცია (მაგ. კრივის, ავტოსპორტის და სხვ.), რამაც მკითხველის მომატების ნაცვლად მათი კლება გამოიწვია.

1988 წლიდან ჟურნალმა შეწყვიტა თავის ფურცლებზე სხვა სპორტული მოვლენების გაშუქება.

1990 წლიდან მისი ტირაჟი მნიშვნელოვნად შემცირდა (თავიდან 125 ათასამდე, ხოლო შემდეგ დაახლ. 100 ათას ეგზემპლარამდე) და უმთავრესად ამ მიზეზით მოხდა მისი ყოველკვირეული ჟურნალიდან ყოველთვიურ ჟურნალად გადაქცევა.

1995 წლიდან Placar-ის მკითხველს პირველად მიეცა მისი გამოწერის შესაძლებლობა.

2001–2003 წლებში ჟურნალი კვლავ ყოველკვირეული გახდა, ამასთან, რამდენჯერმე შეცვალა გამოცემის დღეები. თავიდან ყოველ პარასკევს გამოდიოდა, შემდეგ ყოველ სამშაბათს.

საბოლოოდ, კვლავ, გამოცემის ყოველთვიურ ფორმატს დაუბრუნდა.

XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელი

1999 წლის ნოემბერში Placar-მა გამოაქვეყნა XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელის საკუთარი სია.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

Placar ისტორიაPlacar XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელიPlacar რესურსები ინტერნეტშიPlacar სქოლიოPlacar1970ბრაზილიაჟურნალისან-პაულუსპორტიფეხბურთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჯიქიგამაფრთხილებელი შეფერილობამსოფლიო მემკვიდრეობასაქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებინატურალური რიცხვიოლიმპიური თამაშებიპლანეტაუფლისციხეალავერდიივანე მაჩაბელილიონელ მესიმელამინერალებიგიორგი ქოჩორაშვილიიოსებ კეჭაყმაძებახტრიონის ბრძოლადემეტრე Iოთარ გაბელიაგიორგი მიქაუტაძეგერმანიის გაერთიანება (1871)გურამ კაშიასაქართველოს ბრძოლების სიაკუთხეკურო (ასტროლოგია)ფრიდერიკ შოპენიკაპიტალიზმიკალიებითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისაქართველო XIII საუკუნეშიაფხაზეთიქაქუცა ჩოლოყაშვილივიტალი დარასელიაიპოლიტე ხვიჩიაბანგლადეშიკლიმატიგოგოთურ და აფშინაჯვაროსნული ლაშქრობებიალექსანდრე მაკედონელის ომებიგიორგი ქინქლაძეაფრიკის ქვეყნების სიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022საქართველოს სატელეფონო კოდებისაღვთო რომის იმპერიაკაიროკარლეს პუჩდემონისაქართველო IV საუკუნეშიბერძნული კოლონიზაციამარტივი და შედგენილი რიცხვებისოფლის მეურნეობაინგლისის რევოლუციაშუშანიკის წამებაკვიპროსისანტიმეტრიფარავანიეკონომიკატოლგვერდა სამკუთხედიქრისტიანობაიუგოსლავიაგეორგიევსკის ტრაქტატიOmniwebმედეა (მითოლოგია)ფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიამასკულიზმიბელგიამეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიევროკავშირიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიალმასიცილებიპოსტერინიკო ნიკოლაძეადიშის ოთხთავილუდვიგ ვან ბეთჰოვენიდუნაიფაშიზმიტოლერანტობარუსუდანი🡆 More