ჰანს ფიშერი (გერმ.
27 ივლისი, 1881, ფრანკფურტი — გ. 31 მარტი 1945, მიუნხენი) — გერმანელი ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი. მედიცინის დოქტორი (1908 წ.). ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში (1930 წ.). პრემია მიენიჭა სისხლისა და მცენარეთა მღებავი ნივთიერების სტრუქტურისთვისა და ჰემინის სინთეზის კვლევისათვის. გერმანიის ქიმიური საზოგადოების მიერ დაარსებული ლიბიხის მედლის ლაურეატი. ლონდონის სამეფო საზოგადოების მიერ დაარსებული დევის მედლის ლაურეატი. ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მისი სახელი ეწოდება კრატერს მთვარის მეორე მხარე.
ჰანს ფიშერი | |
---|---|
გერმ. Hans Fischer | |
დაბ. თარიღი | 27 ივლისი, 1881[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | Höchst ან მაინის ფრანკფურტი[8] |
გარდ. თარიღი | 31 მარტი, 1945[1] [2] [3] [4] [5] [6] (63 წლის) |
გარდ. ადგილი | მიუნხენი[9] |
დასაფლავებულია | Ostfriedhof |
მოქალაქეობა | გერმანია გერმანიის იმპერია ვაიმარის რესპუბლიკა მესამე რაიხი |
საქმიანობა | ქიმიკოსი, ბიოქიმიკოსი, internist, უნივერსიტეტის პროფესორი და ექიმი[8] |
მუშაობის ადგილი | ვენის უნივერსიტეტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და ინსბრუკის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლოზანის უნივერსიტეტი, მარბურგის უნივერსიტეტი, ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ნობელის პრემია ქიმიაში[10] [11] , ლიბიხის მედალი და დევის მედალი[12] |
ჰანს ფიშერი დაიბადა 1881 წლის 27 ივლისს, ფრანკფურტში ოიგენ ფიშერისა და ანა ფიშერის (ქალიშვილობაში ჰერდეგენის) ოჯახში. შტუტგარტში დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ ვისბადენში ჰუმანიტარულ გიმნაზიაში მიიღო საშუალო განათლება. ჯერ ლოზანის უნივერსიტეტში შემდეგ კი მარბურგის უნივერსიტეტში შეისწავლა ქიმია და მედიცინა. 1904 წელს მიიღო ხარისხი ქიმიაში, ხოლო 1906 წელს მედიცინაში. 1908 წელს კი მოიპოვა მედიცინის დოქტორის წოდება.
ჰანს ფიშერმა მუშაობა დაიწყო სამედიცინო კლინიკაში, მიუნხენში. ამის შემდეგ მან საქმიანობა ბერლინში განაგრძო, მაგრამ 1911 წელს ის კვლავ მიუნხენს დაუბრუნდა. 1913 წელს ფიზიოლოგიის ლექტორად დაიწყო მუშაობა, ხოლო 1916 წელს იგი გახდა პროფესორი სამედიცინო ქიმიის დარგში ინსბრუკის უნივერსიტეტში. 1918 წელს სწავლება ავსტრიაში, ვენაში განაგრძო. 1921 წლიდან, გარდაცვალებამდე იგი გახლდათ ორგანული ქიმიის პროფესორი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ფიშერის სამეცნიერო კვლევები ძირითადად ეხებოდა სისხლის პიგმენტებს, ნაღველს, მცენარის შემადგენელ ქლოროფილს, მცენარეთა მღებავი ნივთიერების სტრუქტურას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბილირუბენისა და ჰემინის სინთეზი. მან ქიმიისა და მედიცინისთვის გაწეული ღვაწლისთვის არაერთი ჯილდო მიიღო, მაგრამ პირველ ადგილზე ნობელის პრემია დგას, რომლითაც 1930 წელს დააჯილდოვეს.
გარდა ნობელის პრემიისა ჰანს ფიშერმა 1929 წელს მიიღო გერმანიის ქიმიური საზოგადოების მიერ დაარსებული ლიბიხის მედალი. 1937 წელს კი მიიღო ლონდონის სამეფო საზოგადოების მიერ დაარსებული დევის მედალი. ჰანს ფიშერი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
1976 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ფიშერის სახელი მიანიჭა კრატერს, რომელიც მდებარეობს მთვარის მეორე მხარეს (ემილ ფიშერთან ერთად).
ჰანს ფიშერმა 1935 წელს იქორწინა ვილტრუდ ჰაუფეზე. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 63 წლის ასაკში, 1945 წლის 31 მარტს. მისი ქმედება გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის დროს იმ კვლევებისა და ნაშრომების განადგურებამ, რომლებსაც ფიშერი მთელ ცხოვრებას უთმობდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჰანს ფიშერი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.