ხუჭუჭა თუთიყუში

ხუჭუჭა თუთიყუში (ლათ.

მისი ბუნებრივი შეფერილობაა მწვანე და ყვითელი, თუმცა ჯიშების გამოყვანის შედეგად, დღეს უამრავი ფერის არსებობს.

ხუჭუჭა
მამრი ხუჭუჭა
მამრი ხუჭუჭა თუთიყუში
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  თუთიყუშისნაირნი
სახეობა:  ხუჭუჭა თუთიყუში
ლათინური სახელი
Melopsittacus undulatus
დაცვის სტატუსი
ხუჭუჭა თუთიყუშისაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 142523
თუთიყუშის გავრცელების არეალი ბუნებაში
ხუჭუჭა თუთიყუში

ლათინური სახელწოდება

ხუჭუჭა თუთიყუშის ლათინური სახელწოდება Melopsittacus undulatus მოდის ბერძნული „melos“ — „სიმღერა“, „psittacos“ — „თუთიყუში“ და ლათინური „undulatus“ — „ტალღოვანი“. სახელწოდების ზუსტი თარგმანი ჟღერს, როგორც: „მომღერალი ტალღისებრი თუთიყუში“.

გარეგნობა

ხუჭუჭა თუთიყუშის სხეულის სიგრძეა 17—19,8 სმ (იშვიათად 21-22 სმ), ფრთების სიგრძე 9,5-10,5 სმ, კუდის — 8—10 სმ; წონა 40—45 გრამი. კუდის დახმარებით ის უფრო დიდი წარმოჩდება.

ამ სახეობის თუთიყუშს ყელი და თავის წინა ნაწილი ყვითელი შეფერილობის აქვს. ორივე ლოყაზე აქვს თითო ლურჯი ლაქა, ლაქების ქვეშ კი რამდენიმე შავი წერტილი. თავის უკანა ნაწილი და ზურგის ზედა ნაწილი ღია მწვანეა, მუქი ხუჭუჭა ზოლებით დაფარული (საიდანაც მომდინარეობს მისი სახელწოდება „ხუჭუჭა“). ფრთებზე ზოლები უფრო მკვეთრი შავი ხდება.

ხუჭუჭა თუთიყუში 
ტალღოვანი თუთიყუშები
ნისკარტი

ბარტყებს ნისკარტი შავი აქვთ, ხოლო ზრდასრულებს მოყვითალო. ნისკარტის ზედა ნაწილი (ცვლილოვანა) კარგადაა გამოკვეთილი, რითაც ფრინველის სქესი დგინდება. მამალ ბარტყს იასამნისფერი აქვს დედალს — თეთრში გარდამავალი, ძალიან ღია ცისფერი, ან ძალიან ღია ვარდისფერი. მოზრდილ ასაკში მამრს ნისკარტის ფუძე ცისფერი, ხოლო მდედრს ყავისფერი უხდება.

თვალები

თუთიყუშის თვალი მუქი ლურჯია, გარშემო სარტყელი კი ყვითელი ან თეთრი ფერის. ხუჭუჭა თუთიყუშებს ფერების გარჩევის უნარი გააჩნიათ, ასევე, როგორც უმეტესობა ფრინველს ახასიათებთ „მონოკულარული მხედველობა“, ანუ თვალები ისე აქვთ განლაგებული, რომ არ ხდება მხედველობის კუთხის გადაფარვა, თანხვედრა. თავის სწრაფი ბრუნვით, ფაქტობრივად 360°–ით ახერხებს კონტროლს გარემოზე.

ფრთები

ხუჭუჭას ფრთების სიგრძე 9,5-10,5 სმ–ია. გადაადგილებისას ან ხის ტოტზე ჯდომისას ფრთები უმოქმედო მდგომარეობაშია და მათ მხოლოდ ფრენისას შლიან.

ფეხები

ფეხები მონაცრისფრო–მოლურჯო შეფერილობის აქვთ, რომლებიც ძალიან ძლიერი და მტკიცეა. თითოეულზე ოთხი გრძელი, ნამგალისებრი და საკმაოდ ბასრი ბრჭყალი აქვთ, რომლებიც მუქი ლურჯი ან შავი ფერისაა.

ოთხი თითიდან ორი უკანაა მიმართული, ორიც წინ. ასეთი განლაგებით თუთიყუშს მარტივად შეუძლია გადაადგილდეს მიწაზე, კომფორტულად მოთავსდეს ხის ტოტზე, ასევე აქვს უნარი, სხვადასხვა საგანი გადაადგილოს ერთი ადგილიდან მეორეზე.

ხუჭუჭას ვარიაციები

ფრინველების მოყვარულთა მიერ გამოყვანილია სხვადასხვა შეფერილობის ვარიაციები. მათ შორის მთლიანად თეთრებიც.

რეკორდსმენი „პაკი“

ხუჭუჭა თუთიყუში სახელად „პაკი“ გინესის გინესის რეკორდების წიგნში იმიტომ შეიტანეს, რომ ფრინველთა სამყაროში ყველაზე მეტი სიტყვის სწავლა მოახერხა. მისი ლექსიკონი 1728 სიტყვას მოიცავდა.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ხუჭუჭა თუთიყუში ლათინური სახელწოდებახუჭუჭა თუთიყუში გარეგნობახუჭუჭა თუთიყუში ხუჭუჭას ვარიაციებიხუჭუჭა თუთიყუში რეკორდსმენი „პაკი“ხუჭუჭა თუთიყუში რესურსები ინტერნეტშიხუჭუჭა თუთიყუშიავსტრალიათუთიყუშისნაირნილათინური ენაფრინველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საუდის არაბეთიბანგლადეშიდიდი პანდაკვადრატული კილომეტრიბაბუაწვერაშინაური ძაღლივერძი (ასტროლოგია)საქართველოს სოფლებიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებინიუტონის კანონებიგლობალური დათბობაათენიჩემი ცოლის დაქალები29 აპრილიჰიპოთეზაზოდიაქოალბერტ აინშტაინიკელი დეგნანიკანონიერი ქურდისაფრანგეთის რევოლუციარიონიპომპეიშიზოფრენიახახვიეიფელის კოშკიქუთაისიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიგურამ დოჩანაშვილისიყვარულისაქართველობერძნული მითოლოგიაკაცია-ადამიანი?!საბერძნეთიბაგრატის ტაძარიზღვის კუებიმიხეილ ჯავახიშვილილიმფოციტები12 მაისისაფრანგეთიბობ სინკლერიბიჭვინთის ტაძარიჭექა-ქუხილისამხრეთი კორეახმელთაშუა ზღვაიერუსალიმის სამეფონინი ბადურაშვილიქართველებიფილტვებიამერიკაშარკა ბლუკონსტანტინოპოლის დაცემაბაგრატიონებიაბანოთუბანირუსეთის ისტორიაგაერთიანებული ერების ორგანიზაციასაერთაშორისო სამართალიაღმოსავლეთი საქართველოBMW M5ჩეხეთიფესვები (ფილმი)კონსერვატიზმიასი ათასი მოწამექრისტეს თორმეტი მოციქულიმასონობანათურაფრინველებივარდიპანკრეასიპეტრა (იორდანია)თბილისილარისამასი არაგველიგიორგობაარაბთა სახალიფოთბილისის პანსიონებისაქართველოს ტერიტორიული მოწყობამინერალებივლადიმერ ლენინისაფრანგეთის ქალაქები🡆 More