ხრესილი

ხრესილი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ახალდაბა, ბუეთი, გადაღმა წყალწითელა, გადმოღმა წყალწითელა, ივანეული, ლეღვა, ძუყნური).

სოფელი
ხრესილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
თემი ხრესილი
კოორდინატები 42°20′46″ ჩ. გ. 42°52′49″ ა. გ. / 42.34611° ჩ. გ. 42.88028° ა. გ. / 42.34611; 42.88028
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 390
მოსახლეობა 274 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხრესილი — საქართველო
ხრესილი
ხრესილი — იმერეთის მხარე
ხრესილი

სოფელში არის საექიმო ამბულატორია და საჯარო სკოლა. სკოლაში სწავლობს 105 მოსწავლე. სკოლა ემსახურება სოფელ ძუყნურსაც. მოქმედებს საბავშვო ბაღი.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 274 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 416 195 221
2014 ხრესილი  274 132 142

მაღალია სოფლიდან მიგრაციის მაჩვენებელი. მიგრაციის ნაკადი ძირითადად მიმართულია ქალაქ ქუთაისისკენ.

ბუნება

სოფელი მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე წყალწითელას ხეობაში. ზღვის დონიდან 390 მეტრი, ტყიბულიდან 15 კილომეტრი.

ხრესილში გავრცელებულია წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები, არის ნეშომპალა კარბონატული და ალუვიური ნიადაგები. მცენარეულობიდან გვხვდება მუხა, წიფელი, ნეკერჩხალი, თელა, ფიჭვი, მურყანი, წაბლი, ძელქვა. ტყეები მდიდარია ტყის ხილით: ვაშლი, მსხალი, ზღმარტლი, ჟოლო, მოცვი, ასკილი, კუნელი. მრავალწლიანი ნარგავებიდან გაშენებულია ჩაი, ციტრუსოვანი კულტურები, სიმინდი, ლობიო.

ცხოველებიდან გვხვდება მაჩვი, კურდღელი, თაგვი, მელა, ციყვი, ზღარბი, თხუნელა, ტურა, კვერნა, მგელი, მურა დათვი. ფრინველებიდან — კაჭკაჭი, ყვავი, მოლაღური, წივწივა, მერცხალი, გულწითელა, სკვინჩა, ბულბული, კოდალა, გუგული, ქორი, ძერა. თევზებიდან — ქაშაყი, ნაფოტა, კალმახი.

ხრესილში მიედინება მდინარე წყალწითელა და მისი შენაკადები. ერთ-ერთი შენაკადი, მცირე მდინარე ღვაღვანა ქმნის პატარა ჩანჩქერს. სოფლის მოსახლეობა სასმელად იყენებს წყაროს წყლებს. სასმელი წყლებიდან მნიშვნელოვანია „თათროულის წყარო“ და „კოვზის წყარო“.

ხრესილში არის გიშერი, თუმცა მისი მოპოვება და დამუშავება არ ხდება.

ისტორია

წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. 1757 წელს სოფელთან (სოფლის მიდამო – „თათრული“) გაიმართა ბრძოლა ოსმალთა და ქართველთა ჯარებს შორის.

სქოლიო

Tags:

ხრესილი დემოგრაფიახრესილი ბუნებახრესილი ისტორიახრესილი სქოლიოხრესილიახალდაბა (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)ბუეთიგადაღმა წყალწითელაგადმოღმა წყალწითელათემიივანეულიიმერეთის მხარელეღვა (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)საქართველოსოფელიტყიბულის მუნიციპალიტეტიძუყნური

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბერლინის კედელისომხეთიპლატონიმადაგასკარი1 მაისისაქართველოს სოფლებიკელი დეგნანიგველის-მჭამელიდათა თუთაშხიამსოფლიოს შვიდი საოცრებაღრიანკალი (ასტროლოგია)ხეოფსის პირამიდაპლებისციტიანტარქტიდამთვარის მოტაცებაჰუმანიზმისინონიმებირელიგიაგიორგი XIIკახეთის აჯანყება (1659)თბილისის წყალდიდობა (2015)აფხაზური ენათრომბოციტებივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ზედსართავი სახელილიბანისაქართველოს სამეფოკოლოსეუმილავრენტი ბერიააკაკი წერეთელიგიორგი I (საქართველოს მეფე)შიდა ქართლის მხარედისკრიმინაციაალმასიბესლეთის ხიდისისხლიჯადვარიმარჯნის რიფითბილისის მეტროპოლიტენივიეტნამინოდარ დუმბაძეოსმალეთის იმპერიაფსორიაზითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიჩუტყვავილაექვთიმე თაყაიშვილიქართლის სამეფოტიფლისი (ტელესერიალი)ელენე ახვლედიანიკაცხის სვეტიგარემოს დაცვამასონობასაბერძნეთიშუა ქალაქშიმაროკოირაკლი ღარიბაშვილიფოტოსინთეზირითმანიდერლანდებიკონსერვატიზმიასწლიანი ომიაფხაზეთის კულტურაბოდბის მონასტერისუდანიჩრდილოეთი კორეაბაკურიანიმშვილდოსანი (ასტროლოგია)ესპანეთინიანგებიქანდაკებასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკათელეთიფილოსოფიააშშ-ის პრეზიდენტების სიაქვათახევიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიგულიჭინჭარი🡆 More