ძელქვა

ძელქვა (ლათ.

Zelkova) — ფოთოლმცვივანი მცენარეთა გვარი თელისებრთა ოჯახისა. ხეებია, რომელთა სიმაღლე 40 მ, დიამეტრი 3 მ აღწევს.

ძელქვა
ძელქვა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  თელისებრნი
სახეობა:  ძელქვა
ლათინური სახელი
Zelkova

ძელქვას მორიგეობით განლაგებული დაკბილული ფოთლები აქვს. ხეზე ზოგი ყვავილი ორსქესიანია, ზოგი კი მხოლოდ მამრობითი. ამ გვარის ლათინური სახელწოდება ქართული სიტყვის — ძელისა და ქვის შეერთებით არის შედგენილი, რაც მისი მერქნის სიმაგრესა და გამძლეობას გამოხატავს.

ძელქვა არქტომესამეული ფლორის რელიქტია. ტენისა და ჩრდილის მოყვარული ხეა. იზრდება ხეობებში, მდინარეების პირას ფართოფოთლოვან ტყეებში. ყვავილობს მარტ-აპრილში. ნაყოფი მწიფდება აგვისტოში. შემორჩენილია მისი 6 სახეობა. მათგან ერთი — რცხილაფოთლიანი ძელქვა (ლათ. Zelkova carpinifolia) ირანსა და ამიერკავკასიის დასავლეთ (იმერეთი, სამეგრელო), აღმოსავლეთ (კახეთი — ახმეტის მუნიციპალიტეტი, ლენქორანი) და სამხრეთ (ყარაბახი) ნაწილებში იზრდება, დანარჩენი 5 — კრეტაზე, ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში.

გვხვდება ზომიერ ტენიან და მომშრალო ადგილებში. ცოცხლობს 500-600 და მეტ წელს. მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყარითა და ფესვის ნაბარტყით. მერქნის მაღალი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით ერთ-ერთი უძვირფასესი მცენარეა. სწრაფმზარდი და დეკორატიულია. ხშირად საფრთხეს უქმნის: ტყის კაფვა, მცირე არეალი და სხვ. იყენებენ ბაღ-პარკში, ტყის სარეკონსტრუქციოდ და გასაშენებლად. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

საქართველოს ფარგლებში ძელქვის გავრცელების არეალია: სამეგრელო — სენაკისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები; იმერეთი — ქუთაისის, შორაპნის, სვირის მიდამოები, მდინარე ყვირილისა და მდინარე წყალწითელას ხეობები, აჯამეთის დაცული ტერიტორია; გურია — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი; კახეთი — სოფელი ქვემო ალვნის მიდამოები, ბაბანეურის დაცული ტერიტორია.

ლიტერატურა

Tags:

გვარი (ბიოლოგია)დიამეტრითელისებრნილათინური ენაოჯახი (ბიოლოგია)ხე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ანემიასულეიმან Iბატონებიპრომეთექართული გვარიმეგრული ენავახტანგ Vკვიპროსისუვერენიტეტიმდგრადი განვითარებათბილისის 112-ე საჯარო სკოლაწმინდა გიორგისაჭმლის მომნელებელი სისტემამიტრადისკრიმინაციატარიელ ხარხელაურიფეხბურთიგიორგი XIმარქსიზმიილია თოფურიადაცული ტერიტორიავერის უბნის მელოდიებიგიორგი ანწუხელიძეაბსცისასაქართველოს ქალაქებიალპებიმილიმეტრიქვეყნების სია9 აპრილის ტრაგედიაქართული ღვინოპარიზიქართული ხალხური ცეკვებირკინასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიდიდება (ჰიმნი)დავით VI ნარინიალმასიარგონავტებიბორჯომიგოდერძის ნამარხი ტყეიმპრესიონიზმიაბრეშუმის ჭიაევერესტიმსოფლიოს ვალუტებიოქროს საწმისიმტირალას ეროვნული პარკიდავით სოსლანიცილებიჩვეულებრივი სელაპისაფრანგეთის რევოლუციასაქართველოს ბრძოლების სიაბოლშევიკებიუფლისციხეალკოჰოლიზმირომანტიზმირევაზ ინანიშვილიფელაციააჭარის ისტორიაკალიებიებრაელები21 აპრილისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024სახელმწიფოემპათიათხის რქა (ასტროლოგია)არაბობა საქართველოშიმსოფლიოს მოსახლეობახეთების სამეფოამფიბიებიზომიერი სარტყლებიგალაკტიონ ტაბიძეფსორიაზისაქართველოს გეოგრაფიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაგამაფრთხილებელი შეფერილობაქრისტიანობასლოვაკეთი🡆 More